უფლებადაცვითი ორგანიზაცია ”ახალგაზრდა ადვოკატები” უარყოფითად ვაფასებთ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც, 2012 წლის 28 აგვისტოს შეწყალებაში სასჯელისგან არ გათავისუფლებულა არც ერთი არასრუწლოვანი. აღნიშნული აქტით, სახელმწიფომ არ ისარგებლა არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში, არასრუწლოვან მსჯავრდებულთა მიმართ აღიარებული განსაკუთრებული მიდგომით, რაც მიზნად ისახავს მათ რეაბილიტაციას, რესოციალიზაციასა და საზოგადოებაში სრულყოფილ წევრებად დაბრუნებას. სახელმწიფომ შეწყალების პროცესში, არ იხელმძღვანელა ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სასჯელაღსრულების სისტემა აგრძელებს მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას და „ნულოვანი ტოლერანტობა“ ისევ რჩება პრიორიტეტულ მიმართულულებად.
ორგანიზაციის ინფორმაციით, შეწყალების კომისია 201 მსჯავრდებულის საქმის განხილვაში 9 არასრუწლოვანის საქმესაც განიხილავდა, თუმცა პრეზიდენტის აქტით, მხოლოდ ერთ არასრუწლოვანზე გაიცა დადებითი რეკომენდაცია. სამწუხაროდ, დღემდე უცნობია ზუსტი მონაცემი, თუ რამდენი არასრუწლოვანი მსჯავრდებული იხდის სასჯელს ქართულ ციხეში. ბოლო, 2010 წლის სტატისტიკით, მსჯავრი 834 მოზარდს დაედო, მათ შორის 29 გოგონა იყო. ამასთან, კრიტიკას იმსახურებს ის ფაქტიც, რომ აგვისტოს შეწყალება ფართოდ არ შეხებია მსჯავრდებულ ქალბატონებს. შეწყალებულთა რიცხვში არ არის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული არც ერთი მსჯავრდებული. სასჯელის გათავისუფლება არ შეხებია პროფესიული საქმიანობის დროს უკანონოდ დაპატიმრებულ არც ერთ ადვოკატს.
”ახალგაზრდა ადვოკატები” დამოკიდებულებას კიდევ ერთი ფაქტის მიმართ გამოვთქვამთ, რა დროსაც, ვადაზე ადრე გათავისუფლების თუ შეწყალების პროცესში, სასჯელისგან გათავისუფლებულ პატიმართა რაოდენობა არ აღემატება 250 ადამიანს. ორგანიზაციის მიერ გაგზავნილ ოფიციალურ წერილში სასჯელარსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების მინისტრმა დუმილი ამჯობინა. ორგანიზაცია მინისტრის ახალი მანდატის უფლებამოსილებაში სწორედ იმის გარკვევასა და განმარტებს მოითხოვდა, ემხრობოდა თუ არა ხათუნა კალმახელიძის უწყება ქვეყანაში ფართომაშტაბიანი ამნისტიის იდეას ან ვადამდე ადრე გათავისუფლების შესახებ ფართომაშტაბიანი გათავისუფლების წინადადებას. სამინისტრომ ორგანიზაციას უპასუხა, რომ მოთხოვნილი განმარტება საჯარო ინფორმაციის საგანს არ წამოადგენდა, ხოლო სამინისტროს პრიორიტეტების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია ოფიციალური ვებ-გვერდიდან მიგვეღო, თუმცა საიტზე მთავარი ჩანაწერი: „სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთვის 2012 წელი იქნება რეფორმების კუთხით ყველაზე აქტიური წელიწადი,” რამდენად წარმოადგენს პრაქტიკულ რეალობას ქართულ პენიტენციალურ სისტემაში პატიმართა უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებულ ქმედებებში, ამას არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის და ევროპელი ექსპერტის კრიტიკული აზრიც ცხადყოფს.