„ახალგაზრდა ადვოკატები“ იურიდიული პროფესიის თანამედროვე გამოწვევების შესახებ საერთაშორისო სამიტს დაესწრო

12 მაისი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები” საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში გამართული რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენციას ესწრება. პროფესიული სამიტის მთავარი თემაა: „იურიდიული პროფესიის თანამედროვე გამოწვევები“, რომელსაც სტუმრები ევროპის ადვოკატთა ასოციაციიდან, სამართლის საბჭოდან და დამატებით 9 ქვეყნიდან ესწრება. ორდღიანი კონფერენციის თემაა: საადვოკატო საქმიანობის გარანტიები, ადვოკატთა პროფესიაში მიღების წესები და რეგულაციები, განგრძობადი იურიდიული განათლების სტანდარტები, სოციალური მედიის გავლენა ადვოკატის საქმიანობაზე, პროფესიაში არსებული რისკები და გამოწვევები, საკანონმდებლო ჩარჩო-სტანდარტები. სამიტი საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გახსნიეს, რომლებმაც ადვოკატის როლსა და პროფესიის ინსტიტუციურ განვითარებაზე ისაუბრა. სამიტს „ახალგაზრდა ადვოკატების“ სადამფუძნებლო საბჭოს წევრები: არჩილ კაიკაციშვილი და მარიკა არევაძე ესწრებოდნენ.

 



კომენტარები