ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობს და განხორციელებული კვლევის საფუძველზე მიიჩნევს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „საქართველოს“ გაკოტრების პროცესში, ეროვნული ბანკი მომხმარებლების წინაშე არსებული რისკების შესახებ ინფორმირებული 2012 წლის 27 ივნისიდან იყო, საფრთხეების სათაანდო შესაფასება არ მომხდარა და 2016 წლის შემდგომაზე გადაწყვეტილებები დაგვიანებული, არაკოორდინირებული და არამართლზომიერი იყო.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, ორგანიზაციამ საქართველოს ეროვნულ ბანკთან 2016-2017 წლებში წერილობითი კომუნიკაცია აწარმოა და შეისწავლა საქართველოს ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობის ფარგლები მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „საქართველოს“ კრედიტორების ინფორმირებისა და დაცვის საკითხზე. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაგვიანებით გამოიყენა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 481-ე მუხლის რეგულაცია, როდესაც კომპანიაში ფინანსურ კრიზისს უკვე ათასობით მომხარებელი ჰყავდა დაზარალებული, რეგულაციები და აკრძალვები კი (კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარება) მიკროსაფინანსო ორგანიზაციას 2016 წლის 19 სექტემბრიდან დაუწესდა.
ორგანიზაციის კვლევის ფარგლებში დადგენილია, რომ მიროსაფინანსო ორგანიზაცია „საქართველოს“ სახელით ბაზარზე საქმიანობდა ორი იურიდიული კომპანია, რომლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის პერიოდია - 2008 და 2013 წელი. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბიზნესის მოდელის შეცვლაზე მიმოწერა გააჩნდა 2008 წელს დაფუძნებულ კომპანიასთან. მხარეებს შორის წერილობითი კომუნიკაცია მიმდინარეობდა 2016 წლის 14 აპრილიდან 2016 წლის 19 სექტემბრის მდგომარეობით. ექვსი თვის განმავლობაში, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ამ კომპანიის მენეჯმენტს შორის მიმდინარეობდა უშედეგო მოლაპარაკებები. შესაბამისად, 2016 წლის 19 სექტემბერს, სებ-ის მხრიდან მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამ კომპანიის კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარების თაობაზე, ხოლო 2016 წლის 20 სექტემბრიდან კომპანიას დაუწესდა აკრძალვები და შეზღუდვები.
რაც შეეხება 2013 წელს რეგისტრირებულ იმავე სახელწოდების ქვეშ მოღვაწე კომპანიას, კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარებულ იქნა და მასზე რეგულაციები გავრცელდა 2016 წლის 4 ოქტომბრიდან, მას შემდე, რაც საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ცნობილი გახდა იმავე სახელწოდების ქვეშ მოქმედი კომპანიის და იდენტური საქმიანობის თაობაზე. რატომ არ გადაამოწმა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკითხის შესწავლის პროცესში, თუ რომელი კომპანიის რეგულაციით შეძლებდა მომხმარებელთა უფლებების დაცვას და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფას, აღნიშნული წარმოადგენს სებ-ის არამართლზომიერი და კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფის აშკარა შედეგს. არსებული მდგომარეობით, მომხმარებელი დააზარალა ორივე კომპანიამ, რომლის თავიდან აცილების ყველანაირი იურიდიული ბერკეტი, საქართველოს ეროვნულ ბანკს გააჩნდა - 2012 წლის 27 ივნისიდან 2016 წლის 14 აპრილამდე, 2016 წლის 14 აპრილიდან 2016 წლის 19 სექტებრამდე, 2016 წლის 19 სექტებრიდან 2016 წლის 4 ოქტომბრამდე.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ კვლევის ფარგლებში ყურადღებას ამახვილებს საკითხის არსებით ნაწილზე, თუ როდის გახდა ცნობილი საქართველოს ეროვნული ბანკისთვის კომპანიის წინაშე მდგარი საფრთხეები და როდიდან აღმოჩნდა მომხმარებელი რისკის წინაშე. როგორც ორგანიზაციას სებ-მა წერილით აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიიღო 2012 წლის 27 ივნისს. სებ-ის ინფორმაციითვე, 2008 წელს დაფუძნებული კომპანია სწორედ ამ პერიოდიდან ექცეოდა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 481-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ზღვრებში, თუმცა ნებისმიერი იურიდიული პირის კვალიფიციურ საკრედიტო ისნტიტუტად აღიარება წარმოადგენდა ეროვნული ბანკის არა ვალდებულებას, არამედ დისკრეციულ უფლებამოსილებას, რასაც კანონის ნორმატიული ხასიათის შინაარსიდან გამომდინარე, ორგანიზაცია კატეგორიულად არ ეთანხმება. შესაბამისად, ასეთი „ვალდებულება“ ეროვნულ ბანკს იმ მომენტიდან წარმოეშვა, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონის 481-ე მუხლის პირველი პუნქტით დამდგარი გარემოება - კომპანიის კლიენტი აღემატა 400 კლიენტს, ხოლო მოზიდული თანხები - 5 მილიონს, რაც საქართველოს ეროვნულ ბანკს არ მოუხდენია 2016 წლის 19 სექტემბრის მდგომარეობამდე.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, შესწავლილი მასალის ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან კრედიტორების ინფორმირებისა და დაცვის ღონისძიებებისკენ გადადგმული ნაბიჯები დაგვიანებული აღმოჩნდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ეფექტურ და სწრაფ მოქმედებებს შეეძლო კომპანიას ნაკლები დაზარალებული ჰყოლოდა. შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის პასხუისმგებლობის საკითხი შექმნილ ვითარებაში, იკვეთება, რაც გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან და ბანკზე დაკისრებული უფლებამოსილებიდან. შესაბამისად, „ახალგაზრდა ადვოკატები“ არ გამოირცხავს, საქართველოს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ დავა სასამართლო წესით გააგრძელოს.