„ახალგაზრდა ადვოკატები“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკონსულტაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობდა

19 ივლისი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოს სხდომას დაესწრო, რომელსაც მინისტრი კახი კახიშვილი უძღვებოდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა მედიაში ცალკეული ჯგუფების მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის სინამდვილე, რომელიც ეხებოდა სამინისტროში მიმდინარე ტენდერების ჩატარების, ავტორთა აზრით, გაუმჭვირვალობის საკითხს. როგორც სამოქალაქო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე მინისტრმა განაცახდა, მიზანმიმართულად ხდება სამინისტროს საქმიანობის დისკრედიტაცია, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ამ კონტექსტში საუბარი შეეხო, მათ შორის კომპანია „ნილის“ მიერ სამინისტროს ტენდერებში მონაწილეობის საკითხს, რაზედაც წარმოდგენილი იქნა დოკუმენტური მასალა და აღინიშნა, რომ აღნიშნული კომპანია 2013 წლიდან არც ერთ ტენდერში გამარჯვებული არ ყოფილა. შეხვედრაზე მინისტრმა უპასუხა სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენელთა შეკითხვებსა და საბჭოს წევრებს გააცნო სისტემაში სამომავლოდ დაგეგმილი ცალკეული ცვლილებები.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოს წევრი 2015 წლიდანაა. საბჭო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილის ბრძანებით შეიქმნა. ის მინისტრის სათათბირო ორგანოა და სისტემაში მიმდინარე რეფორმის გამჭვირვალობის, სამინისტროს მუშაობის საჯაროობის, საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის მიზნით ჩამოყალიბდა. შეხვედრას ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი დაესწრო. 



კომენტარები