"ახალგაზრდა ადვოკატები" - კონკურსი სამეცნიერო სტატიების მიღებაზე

28 სექტემბერი, 2017

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები“ „ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრთან“  ერთად აცხადებს კონკურსს სამეცნიერო სტატიების მიღებაზე სამეცნიერო ჟურნალ "ახალგაზრდა ადვოკატების" მერვე ნომერში გამოსაქვეყნებლად.

ჟურნალის გამოცემა დაიწყო 2014 წლის პირველი ნახევრიდან და ის წარმოადგენს რეფერირებად გამოცემას. ჟურნალს აქვს მინიჭებული პერიოდული გამოცემის ნომერი - ISSN 1512-4525 .

ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება შეუძლიათ, როგორც დოქტორის ან/და მასთან გათანაბრებულიაკადემიური ხარისხის მქონე პირებს, ასევე დოქტორანტებს, მაგისტრებს/მაგისტრანტებს და ბაკალავრებს. სამეცნიერო ჟურნალი "ახალგაზრდა ადვოკატები" სტატიებს გამოაქვეყნებს სამართლის სფეროში არსებულ ნებისმიერ საკითხზე.

სამეცნიერო ჟურნალის მერვე ნომრის გამოცემა მოხდება 2017 წლის დეკემბერში. სტატიების

მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 05 დეკემბერი 18:00 საათი.

მოთხოვნები სტატიისადმი:

** სტატიის საორიენტაციო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 12 გვერდს;

** სტატია უნდა აიკრიფოს 12 ზომის Sylfaen-ის შრიფტით;

** სტრიქონებს შორის დაშორება უნდა იყოს 1.5 ინტერვალი;

** სტატიას უნდა ახლდეს მოკლე რეზიუმე;

** სტატიაში გამოყენებული უნდა იყოს სქოლიოები. წყაროს მითითება უნდა განხორციელდეს ორიგინალის ენაზე შემდეგი წესით: წიგნის შემთხვევაში - მიეთითოს წიგნის დასახელება; ავტორ(ებ)ის ან/და რედაქტორის სახელი დაგვარი; გამომცემლობა, ქალაქი, გამოცემის წელი; სტატიის შემთხვევაში - სტატიის დასახელება, ავტორ(ებ)ის სახელი დაგვარი; გამოცემის დასახელება, ნომერი, გვერდები და წელი.

ნაშრომში დაცული უნდა იყოს შემდეგი თანმიმდევრობა:

1. სტატიის სათაური;

2. ავტორის სახელი და გვარი;

3. სამეცნიერო ხარისხი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

4. სტატია;

5. გამოყენებული ლიტერატურა;

6. რეზიუმე.

სტატიის მიღება იწარმოებს შემდეგი წესით:

** ავტორმა სტატიის ელექტრონული ვერსია უნდა გადმოაგზავნოს Word-ის დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე- Infoedubarristers@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ სტატია. ჟურნალის რედაქციის მიერ განიხილება სტატია და ავტორს არაუგვიანეს 2017 წლის 20 დეკემბრისა ეცნობება პასუხი ჟურნალში სტატიის გამოქვეყნების შესახებ.

** სტატია, რომელშიც არ იქნება დაცული სტატიისადმი არსებული მოთხოვნები და თანმიმდევრობა, არ იქნება განხილული და ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან.

** სტატია უნდა აკმაყოფილებდეს მის მიმართ წაყენებულ ყველა მოთხოვნას. ჟურნალის

რედაქცია არ განახორციელებს სტატიის ჩასწორებას, თუმცა უფლებას იტოვებს შენიშვნებით დაუბრუნოს უკან ავტორს.

ავტორის მხრიდან შენიშვნების გათვალისწინებისა და ხარვეზების აღმოფხვრის შემთხვევაში რედაქცია კვლავ განიხილავს სტატიის გამოქვეყნების საკითხს.

** ავტორი თავად არის პასუხისმგებელი სტატიის შინაარსზე, მის ღირებულებასა და მასში

მოყვანილ ფაქტებზე.

** ავტორის მიერ წარმოდგენილი სტატია არც წერილობითი და არც ელექტრონული ფორმით არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან/და გამოსაქვეყნებლად წარდგენილი ნებისმიერ სხვა გამოცემაში.

** სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაზე საავტორო უფლება ეკუთვნის სამეცნიერო

ჟურნალ "ახალგაზრდა ადვოკატებს", ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატებს" და "ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრს".

სამეცნიერო ჟურნალ "ახალგაზრდა ადვოკატების" ელექტრონული ვერსიები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე  

http://barristers.ge/ge/page/docs/6

http://edubarristers.ge/ge/page/index/16

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ნომერზე 591 49 80 80 ან მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: Infoedubarristers@gmail.com.



კომენტარები