„ახალგაზრდა ადვოკატების“ ვაკანსია პროექტების მენეჯერის პოზიციაზე

23 ოქტომბერი, 2017
დასახელება: პროექტების მენეჯერი
 
გამოქვეყნება: 23 ოქტომბერი/ბოლო ვადა 2 ნოემბერი
 
ადგილმდებარეობა: თბილისი 
 
ძირითადი ვალდებულებები:
 
• პროექტების ინიცირება და საპროექტო წინადადების მომზადება;
• პროექტების თანახელმძღვანელობა და პროექტის ციკლის მართვა (პროექტის დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი, შეფასება, დასრულება);
• პროექტის მიზნისა და შედეგის განსაზღვრა, პროექტის აღწერა, პროექტის შესრულების განრიგისა და ბიუჯეტის შემუშავება; 
• პროექტში დაინტერესებულ პირებთან, შემკვეთებთან, დონორებთან,  ურთიერთობების დამყარება, მათი პროექტში ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
• აღმასრულებელ გუნდთან ერთად, პროექტის განხორციელების სტრატეგიის ერთობლივი შემუშავება, პროექტის გუნდის ფორმირება, მოსალოდნელი შედეგების პროგნოზირება, პროექტის მონიტორინგი და შეფასება, პროექტის განხორციელების რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირება და შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა, განხორციელება;
• შიდა და გარე ორგანიზაციული რეპორტინგის ეფექტური განხორციელება;
• ორგანიზაციის აღმასრულებელი გუნდის ინიცირებული თემების საპროექტო წინადადებად მომზადება; 
• ქართულ და უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პარტნიორ ორგანიზაციებთან, ფონდებთან, დიპლომატიურ კორპუსთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
 
კანდიდატი შეირჩევა შემდეგი მოთხოვნების მიხედვით: 
 
განათლება: 
უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) სამართალმცოდნეობის, პოლიტიკური და სოციალური მეცნიერების, მენეჯმენტის ან მომიჯნავე სფეროში. 
აპლიკაცია შეუძლით მოგვაწოდონ III-IV კურსის სტუდენტებმა. 
 
პრაქტიკული ცოდნა და უნარ-ჩვევები:
 
• ქართულ და ინგლისურ ენებზე საპროექტო განაცხადის წერის უნარი და პრაქტიკული გამოცდილება;
• პროექტის ფინანსურ მენეჯერთან ერთად პროექტის ბიუჯეტის შედგენისა და მართვის უნარი;
• საერთაშორისო პროექტებში მუშაობის, შემკვეთებთან და დონორებთან ურთიერთობის გამოცდილება;
• ზეპირი და წერილობითი საქმიანი კომუნიკაციის წარმოების უნარი;
• ხელმძღვანელობის უნარი;
• შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• დავალებათა განაწილებისა და დელეგირების სწორი უნარი;
 
კონკურში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ  შემდეგი დოკუმენტები:
 
• CV (მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია-საფოსტო მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონი, თქვენს მიერ განხორციელებული აქტივობები);
 
შერჩევის პროცედურა: კანდიდატთა შერჩევა მოხდება გასაუბრების წესით;
შრომითი ანაზღაურება: დამოკიდებულია პროექტის განხორციელებაზე;
საქმიანობის ფორმა: დისტანციური - შეთანხმებით; 
 
განსაკუთრებული აღნიშვნვა
 
1. გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ მხოლოდ ქართულენოვანი Cv შემდეგ მისამართზე: vakanciayb@gmail.com; 
2. სათაურში მიუთითეთ სიტყვა: „პროექტების მენეჯერი“. 
3. ორგანიზაცია გასაუბრებაზე დაუკავშირდება მხოლოდ დამაჯერებელი შესაძლებლობისა და აქტიური Cv–ის ავტორს. 
4. ორგანიზაცია არ დაუკავშირდება კანდიდატს, რომელიც არ დაიცავს რეზიუმეს გადმოგზვანის დადგენილს წესს. 


კომენტარები