„ახალგაზრდა ადვოკატები“ დღეს თბილისის გენგეგმის მონიტორინგზე ახალ შეფასებებს წარმოადგენს

7 ნოემბერი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ხვალ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული საპროექტო წინადადების შეფასებაზე მიმდინარე კვლევის ახალ შედეგებს ჟურნალისტურ კორპუსს და მესამე სექტორის წარმომადგენლებს გააცნობს და მონიტორინგის სამომავლო მიზნებზე განცხადებას გააკეთებს.

ორგანიზაციამ 2017 წლის 28 აპრილს, თბილისის მგგ-ის განახლებული საპროექტო წინადადების სამართლებრივი მონიტორინგი და ანალიზის შედეგები ფართო საზოგადიოების წინაშე ცნობილი, მისი საჯარო პრეზენტაციის გზით გახადა.  ორგანიზაციამ წარმოადგინა სარეკომენდაციო წინადადებები და კვლევა გაცნობისთვის გადაუგზავნა პროცესში ჩართულ ყველა საჯარო და კერძო ორგანიზაციას. ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ  საკითხზე მსჯელობა და დისკუსია გაგრძელდებოდა. ამჟამად, მნიშვნელოვან ინტერესს იწვევს თბილისის მუნციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი: „ქ. თბილისის მუნციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს ამავე სახელწოდებით 2016 წლის 24 მაისს მიღებული თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება. მთავარი კითხვა, რომელიც წარმოდგენილი აქტის ამჟამინდელ პროექტთან დაკავშირებით დაისმის, ეხება თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული საპროექტო წინადადების საკითხებს, ვინაიდან თბილისის მერიიდან თბილისის საკრებულოში, დადგენილების პროექტი: „ქ. თბილისის მუნციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“, წარდგენილია და წარმოჩენილია, როგორც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რაც არსებითად სხვა მოცემულობა და სხვა სახელწოდების დოკუმენტია.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ თბილისის მგგ-ის განახლებული დოკუმენტის შეფასებაზე ყურადღებას იმსახურებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თხოვნით აზიის განვითარების ბანკის მიმართ მიმართვა, რომელმაც თავის მხრივ დაიქირავა ფრანგული კომპანია IAU, რომლის ექსპერტმაც, ერიკ ჰიუბრეხტიმ 2017 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა უაღრესად კრიტიკული შეფასებები მომზადებულ ქართულ დოკუმენტზე. ორგანიზაციის გუნდი ისაუბრებს აღნიშნულ დოკუმენტზე და თბილისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას კიდევ ერთხელ შეახსენებს რეკომენდაციას, თბილისის ახალი მერისა და ახალი საკრებულოს უფლებამოისლების ცნობამდე, არ მოხდეს დოკუმენტის არსებული სახით მიღება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეხვედრა და პრეზენტაცია სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ 12:00 საათზე დაიწყება. 



კომენტარები