ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2017 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს და წლის ბოლოს, „ნომინანტები და ნომინაციები 2017“-ის გამარჯვებულები გამოავლინეს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, 2017 წლის ნომინაციები გადაეცათ შემდეგ ინსტიტუციებს, კერძო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტურ კორპუსს:
- „ღია სასამართლო ინსტანცია“ – მცხეთის რაიონული სასამართლო;
- „ყველაზე ღია საჯარო უწყება“ – სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია;
- „საუკეთესო თანამშრომლობისთვის და ინსტიტუციური დიალოგისთვის“ – საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი;
- „ყველაზე კომუნიკაბელური უწყება“ – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო;
- „წლის საუკეთესო მომსახურებისათვის“ – გამომცემლობა: „წიგნები ბათუმში“;
- „ახალგაზრდული იდეების ქომაგი“ – „CsoGeorgia.org “;
- „საზოგადოების ხმა“ – გადაცემა „რეაქცია“, გადაცემის წამყვანი და ავტორი, ინგა გრიგოლია, ტელეკომპანია „პირველი“;
- „დაბალანსებული და სანდო ინფორმაციისთვის“ – აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი,
- „ღია საზოგადოების მხარდამჭერი“ – ახალი ამბების სააგენტო „მედიანიუსი“.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პროფესიული მოვალეობების მაღალი სტანდარტით შესრულების გამო, ნომინაცია: „თავისუფალი სიტყვის დამცველი - 2017“ გადასცეს ტელეკომპანიებისა და ბეჭდვური მედიის შემდეგ წარმომადგენლებს:
- ირაკლი ჩიხლაძე, გადაცემა „იმედის კვირა“, ტელეკომპანია „იმედი“;
- გურამ როგავა, პროგრამა „მოამბე“, საზოგადოებრივი მაუწყებელი;
- ბელა გელაშვილი, გადაცემა „ბიზნეს კოდი“, ტელეკომპანია “იბერია“;
- ნინო მიქიაშვილი, დამოუკიდებელი ჟურნალისტი;
- მაია მიშელაძე, გაზეთი „ვერსია“;
- სოფიო ნიაური , ტელე/რადიო „ობიექტივი“;
- ალეკო ჩუბინიძე, სააგენტო „ნიუსპრესი“;
- იზა შაქარაშვილი, ახალი ამბების სააგენტო „კვირა“;
- ბაჩანა ჯინჭარაძე, გაზეთი „ბანკები და ფინანსები“;
- ვიქტორია ქათამაძე, სააგენტო „პირWელი“;
- რუსა ოქრუაშვილი, „გურიანიუსი“.
რაც შეეხება „ახალგაზრდა ადვოკატების“ ტრადიციულ ნომინაციას - „ორგანიზაციის მეგობარი“, 2017 წელს გადაეცა ცნობილ ადვოკატს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარე გია ტაბლიაშვილს.
ორგანიზაციამ 2014 წლიდან საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, როდესაც წლის საქმიანობის ღონისძიებაზე აღინიშნება პროფესიული წრისა და იმ ინსტიტუციების დამსახურებული როლი, რომლებმაც ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პროცესში ან საზოგადოებრივი მაღალი ნდობის პირობებში საკუთარი უფლებამოსილებები და ვალდებულებები კეთილსინდისიერად შეასრულეს.