ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ კომპანია „Sinohydro Corporation Limited“-ისა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ, სამართლებრივი დავა დაიწყო, რომელიც ეხება საქართველოში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში დაზარალებული მესაკუთრეთა უფლებების დაცვას და სახელმწიფოს უმოქმედობის შეჩერებას.
„ახალაგზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ორგანიზაცია იწყებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ რვა საერთაშორისო ტენდერში კომპანია „Sinohydro Corporation Limited“-ს საქმიანობის შესწავლას და ტენდერების გამჭვირვალობის შემოწმებას. ორგანიზაცია სამართლებრივ დასკვნებს წარმაოდგენს აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთის გაუმჯობესების, ავტომაგისტრალის რუისი-აგარა-აგარის შემოვლითი გზის მონაკვეთის გაუმჯობესების, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის შიდასახელმწიფოებრივი გზის ძირულა-მოლითის მონაკვეთის რეაბილიტაციის, ბათუმი (ანგისა)-ახალციხე შიდასახელმწოფოებრივი გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების, ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობის, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობისა და ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობის ინფრასტქრუქტურული პროექტებში კომპანიის საქმიანობაზე. შესაძლოა იკვეთებოდეს ტენდერებში მონაწილე კომპანიის არაკეთილსინდისიერი ქმედებები, რაც გამოიხატება გამოცხადებულ სატენდერო კონკურსებში გამარჯვების მიზნით, პროექტის სრულყოფილად განხორციელებისთვის საჭირო რეალურ თანხაზე გაცილებით ნაკლების შეთავაზებით, ამ ფორმით, იოლი გამარჯვებით, ხოლო შემდგომ პროექტისთვის აუცილებელი საკმარისი ფინანსური სახსრების არ არსებობის გამო, მისი მნიშვნელოვანი ხარვეზებით განხორციელებით. ორგანიზაცია „Sinohydro Corporation Limited“-ს მიმართ საზოგადოებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული პროექტების მიმართ არსებულ მდგომარეობის ანალიზსაც წარმოუდგენს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, „Sinohydro Corporation Limited“-ის საქმიანობის შედეგად ბევრია დაზარალებული ადამიანი, როდესაც კომპანიამ საპროექტო მიზნებისთვის ისარგებლა მოქალაქეების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებით და არ გასცა შესაბამისი კომპენსაცია. ამასთან, ამ ფაქტების მიმართ, სათანადო რეაგირებას არ ახორციელებს „Sinohydro Corporation Limited“-ის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველი სახელმწიფო უწყება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. ორგანიზაციამ სასამართლო წესით დავა დაიწყო ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობის პროცესში დაზარალებული ერთ-ერთი ადგილობრივი მოქალაქის, მაყვალა ჯაფარიძის დარღვეული უფლებების აღდგენის მიმართულებით. „Sinohydro Corporation Limited“-მა მესაკუთრის ინფორმირებისა და ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების გარეშე ისარგებლა მოქალაქის მიწის ნაკვეთით, ამოიღო ინერტული მასალა, მიწის ნაკვეთი კი, პირვანდელი დანიშნულებისთვის, უკვე გახდა გამოუსადეგარი. მაყვალა ჯაფარიძე ორგანიზაციის მეშვეობით, 2016-2017 წლებში, არაერთი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, როგორც კომპანიასთან, ასევე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან, ამაოდ ცდილობდა კანონიერ უფლებებში აღდგენას. მოქალაქე ამ პროცესში სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ყურადღების გარეშეც დარჩა. დეპარტამენტმა არ დააკმაყოფილა სადავო საკითხზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი, რომლის გასაჩივრება და სამართლიანი კომპენსაციის მიღებაც, მაყვალა ჯაფარიძემ, უკვე სასამართლო წესით გადაწყვიტა.
ორგანიზაცია მიერ დაზარალებული მოქალაქის საკითხის შესწავლის პროცესში დგინდება, რომ 2014 წლის 19 აგვისტოს მომზადებული აზომვითი ნახაზის მიხედვით, უძრავი ქონება - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - ფართობი 6 000 კვ.მ. წარმოადგენს მაყვალა ჯაფარიძის საკუთრებას. როგორც კომპანია, ასევე დეპარტამენტი, საქმის მასალების მიხედვით მიუთითებენ, რომ სამშენებლო სამუშაოების დროს, მაყვალა ჯაფარიძის კუთვნილი მიწის ნაკვეთების გამოყენება ნამდვილად მოხდა, თუმცა დღემდე მოქალაქე სამართლებრივი უფლების დაცვის გარეშეა. ორგანიზციამ ადგილზე მოაზმადა დაზარალებული მოქალაქის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ამჟამინდელი მდგომარეობის თაობაზე ფოტო-მასალა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გავერანებულია. აღნიშნულზე სდუმს გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურიც.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ ზემოთხსენებული შემთხვევის ფარგლებში საკითხის დეტალური მოკვლევისას გამოიკვეთა სავარუდო დარღვევები, როგორც სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის ასევე სახელმწიფოს მხრიდან, საქმე ეხება საქართველოს მასშტაბით მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ფარგლებში ტენდერებს, მათი ჩატარების კანონიერებასა და შემსრულებელი კომპანიის მხრიდან კონკრეტული სამუშაოების შესრულების პროცესში მთელ რიგ დარღვევებს, რაც შეიძლება იყოს გარემოსთვის მიყენებული ზიანი, შრომითი უსაფრთხოების პირობების დარღვევა და მშენებლობის არეალში მცხოვრებ პირთა საკუთრების უფლების უხეში დარღვევა.
ორგანიზაციამ საკითხის სრულყოფილი და ყოვლისმომცველი შესწავლის მიზნით, უკვე მიმართა საჯარო უწყებებს. ორგანიზაციის სამართლებრივი მონიტორინგი 2018 წლის მარტში გამოქვეყნდება.