„ახალგაზრდა ადვოკატები“ პარლამენტის თავმჯდომარისგან სახალხო დამცველის საკითხით დაინტერესდნენ

14 ნოემბერი, 2012
2012 წლის 14 ნოემბერს „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან არასამათავრობო სექტორის შეხვედრაში მიიღეს. პარლამენტმა სამოქალაქო სექტორთან ეფექტური კომუნიკაციის სურვილი გამოთქვა და ამ მიმართულებით, სხვადასხვა არასამტავრობო ორგანიზაციას, მათი ინტერესის სფეროების მიხედვით, საპარლამენტო კომიტეტებთან მჭიდრო ურთიერთობის მოდელი შესთავაზა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს კანონშემოქმედებით საქმიანობაში თანამონაწილეობის შესაძლებლომა მიეცემა. არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გაძლიერდება საკანონმდებლო წინადადებების მხარდაჭერა. დავით უსუფაშვილის შეფასებით, პარლამენტმა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობითა და დახმარებით უნდა განახორციელოს მაკონტროლებლის ფუნქცია, თუნდაც მთავრობის მიმართულებით. პარლამენტის თავმჯდომარის სურვილია არასამთავრობოთა დასაბუთებული მოთხოვნის შედეგად, საპარლამენტო კომიტეტებზე მინისტრის მოწვევის საშუალებაც იქნება. ამასთან, არასამტავრობო ორგანიზაციებს საშუალება მიცემეათ მათ მიერ დასრულებული პროექტების შედეგების შესახებ პრეზენტაციები პარლამენტის შენობაში გამართონ. „აქამდე უფრო მეტი მიდიოდა დონორებამდე, ვიდრე მიდიოდა პოლიტიკის შემქმნელი სტრუქტურებამდე“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა არასამთავრობო სექტორის სამომავლო აქტიურობის შეხედულებისას.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთ–ერთმა ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა დავით უსუფაშვილთან საჯარო კითხვის დროს ყურადღება სახალხო დამცველის არჩევის საკითხზე გაამახვილა. კითხვაზე: აპირებს თუ არა პარლამენტი რეგლამენტის საფუძველზე საზოგადოებრივი ჯგუფების მხრიდან დასახელებული სახალხო დამცველის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენებზე ოფიციალურად მოწვევას, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ კანდიდატების მიმართ შეთავაზება საჯაროდ უკვე გაკეთდა და პარლამენტი ბევრი ღირსეული კანდიდატიდან, ერთ მათგანზე შეაჩერებს არჩევანს.


კომენტარები