საქართველოში მიწის შესახებ დაცვის კანონმდებლობა ძირეულ ცვლილებებს საჭიროებს და რეგულაციას ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მოითხოვს, რადგანაც, 2004–2012 წლებში გატარებულმა სამთავრობო პოლიტიკამ ქართული მიწის უკონტროლოდ გასხვისება გამოიწვია. სწორედ ამ თვალსაზრისითაა მისასალმებელი და უმნიშვნელოვანესი საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება, დროებითი მონატორიუმი დაწესდეს მიწის გასხვისების პროცესზე, მოხდეს მიწების რეგისტრაცია, რაც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევად შეფასდა. მიწის გასხვისების კანონმდებლობის გამკაცრება არ ნიშნავს საბოლოოდ აიკრძალოს მიწის ყიდვის შესაძლებლობა, ხოლო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანია დაცული იქნეს საჯარო ინტერესი. სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკამ გამოავლინა, რომ საქართველოს მსგავსი რეგულაციები არსებობს, მათ შორის შვეიცარიაში, იტალიაში, იაპონიაში, ნორვეგიაში, გერმანიაში, სადაც საკმაოდ რთული პროცედურების გავლაა შემოღებული უცხოეთის მოქალაქემ დაისაკუთროს მიწა.
სამი არასამთავრობო ორგანიზაციის – „ახალგაზრდა ადვოკატების,“ „უფლებადამცველთა გაერთიანებისა“ და „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას“ შეხედულებით, თუკი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ა/ო „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ სარჩელს მიიღებს და დააკმაყოფილებს, ქვეყანაში უცხო მოქალაქეებზე ქართული მიწების გასხვისების პროცესი გაგრძელდება, მიწის ბაზარზე წარმოქმნილი უკონტროლობა კი საქართველოს მომავლისთვის სასურველ შედეგებს არ მოიტანს. სამი არასამთავრობო ორგანიზაცია მხარდაჭერას გამოთქვამს სამთავრობო ინიციატივის მიმართ და საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წლის 28 ივნისს, საქართელოს კანონში: „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ მიღებულ ცვლილებებს მისაღებს უწოდებს. ვთვლით, რომ ქვეყანაში მიწების გასხვისება უნდა შეჩერდეს შესაბამისი კანონმდებლობის დახვეწამდე.
თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდგენთ წამყვანი ქვეყნების მიერ მკაცრ რეგულაციების ჩამონათვალს უცხოეთის მოქალაქეების მიწის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით
მიწათსარგებლობის სისტემისა და მიწის ბაზრის ჩამოყალიბებაში სახელწიფო რეგულირება გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს. შედეგად მსოფლიოში მიწის ბაზრის, ყიდვა–გაყიდვის, იჯარის, მიწის საკუთრების შთამომავლობით თუ სხვა ფორმებით გადაცემის სახელმწიფოებრივი რეგულირების განვითარებული სისტემა წარმოიქმნა. სახელწიფო რეგულირების მნიშვნელოვან სფეროს ასევე სასოფლო სამეურნეო მიწის ფონდის შენარჩუნება წარმოადგენს.
რიგი ქვეყნების აგრარულ პოლიტიკაში აშკარად ლატიფუნდიებთან ბრძოლის ტენდენცია შიმჩნევა. ეს შეზღუდვა მიწის დიდი მასივების ცალკეული პირების ხელში მოხვედრის საწინააღმდეგოდ ხორციელდება. ხშირად მიწის ყიდვის ან იჯარის უფლების მისაღებად მყიდველი ან მოიჯარე ადგილობრივი მაცხოვრებელი უნდა იყოს. მას პროფესიული განათლება, მუშაობის გამოცდილება და მიწით სარგებლობისათვის საჭირო კაპიტალი უნდა ჰქონდეს.
მიწის ყიდვა აკრძალულია თუ ეს კაპიტალის დაბანდების ოპერაცია, ან ფასი მიწაზე რეალურ ღირებულებას არ შეესაბამება. მიწის ყიდვისას უპირატესობა მეზობელს ეძლევა რომელიც ამ ნაკვეთიდან 1 კმ–ზე ახლოს ცხოვრობს. ამავე დროს მას უნდა გააჩნდეს სარგებლობაში 70 ჰა. მიწა და ჰქონდეს მისი საბაზრო ღირებულების გადახდის მზადყოფნა. იურიდიულ პირებს დანიაში არც სასოფლო–სამეურნეო მიწის შეძენის და არც მისი იჯარით აღების უფლების არ აქვთ. ასეთი უფლება მხოლოდ ფიზიკურ პირებს აქვთ, რომლებსაც სოფლის მეურნეობაში საწარმოს გაძღოლის გამოცდილება და სათანადო კვალიფიკაცია გააჩნიათ. ასევე ისინი ამ საქმიანობის ხანგძლივი დროით გაგრძელებაზე პასუხისმგებლობას უნდა იღებდნენ.
შვეიცარიაში ახალი აგრარული კანონმდებლობა მიიღეს, (1994 წ) კანონი მიწის საკუთრების შესახებ“ მიზნად ისახავს, რომ მიწა ეკუთვნოდეს მხოლოდ მას, ვინც მას ამუშავებს, კანონმდებლობა ერთი მეურნეობის მინიმალურ და მაქსიმალურ საზღვრებს განსაზღვრავს.
იტალიაში პორტუგალიასა და ესპანეთში სასსოფოლო–სამეურნეო მიწის კანონმდებლობებში აქცენტი ფერმერული მეურნეობების ზომის ქვედა საზღვის დადგენაზე კეთდება. ეს ხდება იმისათვის, სოფლის მოსახლეობის სიჭარბის გათვალისწინებით, ნაკვეთების გადაჭარბებული დაქუცმაცება და ფრაგმენტაცია თავიდან იქნეს აცილებული, ამ ქვეყნებში ცნებას „მინიმალური არსებობისუნარიანი მეურნეობა“ კანონები განსაზღვრავს და კრძალავს ნებისმიერ გაყიდვას თუ საიჯარო გარიგებას, რომლითაც ეს მინიმალური ზომა ირღვევა, განსაკუთრებული ბუნებრივი და ეკონომიკური პირობების გამო ასეთი მინიმალური ზომა რეგიონულ დონეზე დგინდება. ესპანეთში მიწის იჯარას სახელმწიფო არეგულირებს, რომლის მიზანია არ დაუშვას მზხვილი მამულების წარმოქმნა, აქ 50 ჰა–ზე მეტი სარწყავი მიწის ან 1 ათას ჰა–ზე მეტი ექსტენსიური საძოვრის იჯარით გაცემა აკრძალულია.
იაპონიაში მიწის კანონმდებლობა ეფუძვნება ომის შემდგომ რეფორმას, რომელიც სასოფლო სამეურნეო სავარგულების შეზღუდულობასა და სასოფლო სამეურნეო სავარგულების შეზღუდულობასა და სასოფლო–სამეურნეო რაიონებზე ქალაქების დიდ დაწოლას ითვალისწინებს. აქ სახელმწიფო სასოფლო სამეურნეო მიწების შენარჩუნების მიმართულებით მკაცრ პოლიტიკას ახორციელებს. მიწაზე ნებისმიერი საკუთრებითი თუ საიჯარო ცვლილება მოითხოვს სამთავრობო თანხმობასა და შემდეგი პირობების დაკმაყოფილებას: 1) მესაკუთრე თვითონ უნდა ამუშავებდეს მიწას, რომელიც მას ეკუთვნის ან იჯარით აქვს აღებული. 2) გლეხი ან მისი ოჯახის წევრი სასოფლო–სამეურნეო წარმოებით მუდმივად უნდა იყოს დაკავებული. 3) მიწის შეძენის ან იჯარით აღების შემდეგ საერთო ფართობი არ უნდა იყოს 0,5 ჰა–ზე ნაკლები ან 2 ჰა–ზე მეტი, გამონაკლისს განსაკუთრებულად ინტენსიური ტიპის მეურნეობები შეადგენს. 4) გლეხს უნდა ჰქონდეს სათანადო კვალიფიკაცია, საფინანსო და სხვა შესაძლებლობა მეურნეობის მთელ ფართობზე წარმოების ეფექტიანი განხორციელებისთვის და იგი ამ მეურნეობასი მუდმივად უნდა ცხოვრობდეს, 5) სასოფლო–სამეურნეო მიწის ყიდვის ან იჯარით არების უფლება მხოლოდ ფიზიკურ პირს აქვს, იგი შრომით საქმიანობაში რეგულარულად უნდა მონაწილეობდეს და აუცილებებლი კაპიტალდაბანდებების გაწევის უნდარი უნდა შესწევდეს.
ნორვეგიაში აგრარული პოლიტიკის ერთ–ერთ ძირითად მიზანს მცირე მეურნეობების შენარჩუნება და ქვეყნის სასოფლო სამეურნეო წარმოებისთვის მძიმე პირობების მქონე რეგიონების მოსახლეობისაგან დაცლის შეფერხებას წარმოადგენს. აგრალური პოლიტიკა ძრირითადად სოციალურ და ეკოლოგიურ მიზნებზეა ორიენტირებული. (აღნიშნული ტერიტორიების გაუკაცრიელების ასაცილებლად) ნორვეგიაში ორიენტაცია აღებულია მესაკუთრე ფერმერის შენარჩუნებისაკენ, კანონმდებლობა ზღუდავს ნაკვეთების დანაწევრებას, ხოლო იჯარა კანონითა და ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებებით არის რეგლამენტირებული.
საფრანგეთში უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში მიწის ბაზარზე რთული კონტროლის სისტემა ხორციელდება. მიწის ყოვეი ყიდვა გაყიდვის ან იჯარით გაცემის დროს კანონი განსაკუთრებულ სამთავრობო ნებართვას მოითხოვს.
გერმანიაში ხორციელდება მუდმივი კონტროლი სასოფლო–სამეურნეო მიწების საკუთრების ცვლილებისას ან იჯარით გაცემისას. თუ რამდენიმე პირს უნდა მიწის შეძენა ან იჯარით აღება, უპირატესობა ენიჭება მას, ვინც უკვე ეწევა სოფლის მეურნეობას. მიწის ფრაგმენტაციის აღკვეთის მიზნით გასაყიდი ან იჯარით გასაცემი მიწის ნაკვეთი არ უნდა იყოს ერთ ჰა–ზე ნაკლები, მაქსიმალურ ზომად მიჩნეულია 400-500 ჰა.
ამრიგად, დასავლეთ ევროპის უმეტესი ქვეყნები მიწის ბაზრის მკაცრ კონტროლს ახორციელებს. არის ქვეყნები მიწის ბაზრის ლიბერალური რეჟიმით, მიწის უფრო გაადვილებული ყიდვა გაყიდვითა და საიჯარო ურთიერთობებით. ამ ქვეყნებშიც არის შეზღუდვები სასოფლო–სამეურნეო მიწების სხვა დანიშნულებით გამოყოფის, დაბეგვრის, საკუთრებაში გადაცემის მიმართულებით. მიწის ბაზრისადმი უფრო ლიბერალური დამოკიდებულება ქვეყნის სასოფლო–სამეურნეო რესურსებით, ეროვნული და ისტორიული ტრადიციებით არის განსაზღვრული.