ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ 2018-2013 წლებში, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლების მიმართ გაცემული ხელფასის, პრემიისა და დანამატების, მათ მიერ საქართველოსა და უცხოეთში განხორციელებული სამივლინებო ხარჯის თაობაზე შესწავლის შედეგებს, წლების მიხედვით აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელებული ხარჯები არ ტოვებს „ქამრების შემოჭერის“ სახელისუფლებო პოლიტიკის ტენდენციებს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, ორგანიზაციამ გამოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მრჩევლების შესახებ ინფორმაცია მათი დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით, აგრეთვე ინფორმაცია 2013 წლის 17 ნოემბრიდან 2018 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით, პრეზიდენტის მრჩევლებისთვის დარიცხული თანამდებობრივი სარგოს, პრემიისა და დანამატის, ასევე ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით მათი მივლინების ხარჯის თაობაზე, რათა კომპლექსურად შეფასებულიყო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი. მიღებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს, უფლებამოსილების განხორციელების მანძილზე, სულ 10 მრჩეველი ჰყავდა:
- ფიქრია ჩიხრაძე - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი - პოლიტიკური მდივანი - 2015 წლის 12 ოქტომბრიდან 2018 წლის 17 დეკემბრამდე;
- თენგიზ ფხალაძე - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი - საგარეო ურთიერთობათა მდივანი - 2014 წლის 19 ივნისიდან 2018 წლის 17 დეკემბრამდე;
- სოფიო შამანიდი - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობის საკითხებში - 2014 წლის 27 იანვრიდან 2018 წლის 17 დეკემბრამდე;
- კახა კოჟორიძე - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში - 2015 წლის 13 იანვრიდან 2018 წლის 19 სექტემბრამდე;
- მაია მელიქიძე - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში - 2016 წლის 14 მარტიდან 2017 წლის 30 ივნისამდე;
- ალექსი ბარბაქაძე - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ვეტერანთა საკითხებში - 2014 წლის 15 აპრილიდან 2016 წლის 25 ოქტომბრამდე;
- გიორგი აბაშიშვილი - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში 2014 წლის 30 მაისიდან 2015 წლის 12 იანვრამდე;
- თინათინ მჟავანაძე - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში 2015 წლის 5 ნოემბრიდან 2016 წლის 22 ივლისამდე;
- ივანე მაჭავარიანი - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა მდივანი 2013 წლის 21 ნოემბრიდან 2014 წლის 13 ივნისამდე;
- ელენე აბაშიძე - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ხელოვნებისა და კულტურის საკითხებში - 2016 წლის 12 აპრილიდან 2016 წლის 1 ივლისამდე.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის მრჩევლებმა 2018-2013 წლებში, მათი უფლებამოსილების განხორციელების მანძილზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, სულ განახორციელეს - 334 ვიზიტი და უზრუნველყოფისთვის, მთლიანობაში დაიხარჯა - 370,13.80 ლარი. აქედან, საქართველოს რეგიონებში სამივლინებო ხარჯს წარმოადგენს - 23,828,50 ლარი, ხოლო საზღვარგარეთ მივლინების დროს - 346, 185.30 ლარი.
- ივანე მაჭავარიანის მიერ საქართველოში სამივლინებო თანხა შეადგენს - 135 ლარი, საზღვარგარეთ - 3227.35 ლარი.
- გიორგი აბაშიშვილის მიერ საქართველოში სამივლინებო თანხა შეადგენს - 852.70 ლარი, საზღვარგარეთ - 14 912.49 ლარი.
- ფიქრია ჩიხრაძის მიერ საქართველოში სამივლინებო თანხა შეადგენს - 7,810.45 ლარი, საზღვარგარეთ - 18,838.23 ლარი.
- თენგიზ ფხალაძის მიერ საქართველოში სამივლინებო თანხა შეადგენს - 5,968.32 ლარი, საზღვარგარეთ - 297,427.74 ლარი.
- კახა კოჟორიძის მიერ საქართველოში სამივლინებო თანხა შეადგენს - 3,595.22 ლარი, საზღვარგარეთ - 4,622.08 ლარი.
- ელენე აბაშიძის მიერ საქართველოში სამივლინებო თანხა შეადგენს - 30 ლარი, საზღვარგარეთ - 0 ლარი.
- ალექსი ბარბაქაძის მიერ საქართველოში სამივლინებო თანხა შეადგენს - 75 ლარი, საზღვარგარეთ - 0 ლარი.
- სოფიო შამანიდის მიერ საქართველოში სამივლინებო თანხა შეადგენს - 5,361.81 ლარი, საზღვარგარეთ - 7,157.41 ლარი.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მიღებული ინფორმაციის მიხედვით, თინათინ მჟავანაძე პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას ითავსებდა დეპარტამენტის უფროსის თანამდებობასთან ერთად და მის მიმართ შრომის ანაზღაურებისა და მივლინების ხარჯები გაიცემოდა მხოლოდ დეპარტამენტის უფროსისთვის განსაზღვრული ოდენობით და წესით. ვინაიდან ორგანიზაციის მოთხოვნა შეეხებოდა პრეზიდენტის მრჩევლების საქმიანობის ხარჯვითი ნაწილის შესწავლას, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოთხოვნილი ინფორმაცია არ გასცა.
რაც შეეხება პრეზიდენტის მრჩევლების მიერ ხელფასის, დანამატისა და პრემიის სახით, 2018-2013 წლებში, მათი უფლებამოსილების ვადის გათვალისწინებით, შემდეგნაირად გამოიყურება: მრჩევლებმა მთლიანობაში, თანამდებობრივი სარგოს სახით მიიღეს - 695,161.52 ლარი, დანამატის სახით - 291,809.04 ლარი და პრემიის სახით - 121,559 ლარი. მთლიანობაში, პრეზიდენტის მრჩევლების ხარჯმა შეადგინა - 1,108,529.56 ლარი.
- ფიქრია ჩიხრაძის თანამდებობრივი სარგო - 121,908.34 ლარი, დანამატი - 42,883.33 ლარი, პრემია - 18,013 ლარი;
- გიორგი აბაშიშვილის თანამდებობრივი სარგო - 16,859.94 ლარი, დანამატი - 10,552.78 ლარი, პრემია - 0 ლარი;
- კახა კოჟორიძის თანამდებობრივი სარგო - 110,676.11 ლარი, დანამატი - 38,274.30 ლარი, პრემია - 14,000 ლარი;
- მაია მელიქიძის თანამდებობრივი სარგო - 35,949.70 ლარი, დანამატი - 32,432.88 ლარი, პრემია - 7,213 ლარი;
- სოფიო შამანიდის თანამდებობრივი სარგო - 158,625 ლარი, დანამატი - 44,252 ლარი, პრემია - 30,153 ლარი;
- თენგიზ ფხალაძის თანამდებობრივი სარგო - 158,051.19 ლარი, დანამატი - 74,700 ლარი, პრემია - 27,915 ლარი;
- ივანე მაჭავარიანის თანამდებობრივი სარგო - 16,785.71 ლარი, დანამატი - 10,375 ლარი, პრემია - 4600 ლარი;
- ალექსი ბარბაქაძის თანამდებობრივი სარგო - 70,210.53 ლარი, დანამატი - 32,840 ლარი, პრემია - 19,665 ლარი;
- ელენე აბაშიძის თანამდებობრივი სარგო - 6,095 ლარი, დანამატი - 5,498.75 ლარი, პრემია - 0 ლარი.
ცნობისთვის: ორგანიზაციამ საკითხის შესწავლის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, 2018 წლის დეკემბერში მიმართა. 2019 წლის თებერვალში, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოთხოვნილი ინფორმაცია გასცა, რომლის დამუშავებაც და შესწავლაც, ორგანიზაციის დამოუკიდებელი ინიციატივის ფარგლებში მოხდა.