არასამთავრობო ორგანიზაციები ლენტეხში გამგებლის გადაყენების კანონიერების შესწავლას მოითხოვენ

1 სექტემბერი, 2013

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ლენტეხის მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, გამგებლის იმპიჩმენტის წესით გადაყენება, შესაძლებელია მომხდარიყო  გაყალბებული დოკუმენტაციის საფუძველზე. მოწოდებული ინფორმაციით, გამგებლის  გადაყენების  საკითხი არ დასმულა ბიუროს სხდომაზე და საკრებულოს  დღის წესრიგშიც არ იყო შეტანილი. მოსახლეობის განცხადებით, ლენტეხის საკრებულოს თავმჯდომარემ  საკრებულოს წევრებზე განახორციელეს ზეწოლა, რის შედეგადაც გამგებლი თანამდებობიდან გადააყენეს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ კოლეგა არასამთავრო ორგანიზაციებთან ერთად, მივმართავთ ხელისუფლებას, რათა უზრუნველყოს თვითმმართველობაში განვითარებულ მოვლენებზე კონტროლი. ამასთან, თუკი არსებობს რომელიმე საჯარო თანამდებობის პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დასმის გარემოება, უნდა მოხდეს შესწავლა და საქმისწარმოების დაწყება. ლენტეხში არსებული ვითარება მოითხოვს ხელისუფლების მხრიდან ჩარევას.

აღნიშნულ მოსაზრებას ერთობლივად ვიზიარებთ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები: ,,უფლებადამცველთა გაერთიანება’’, ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის’’, კოალიცია  ,,ერთსულოვნება’’  ,,უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია’’, ,,ეკოტექი’’, ,,დონორთა ორგანიზაცია’’ და ,,საერთაშორისო იდეოლოგიური ფორუმი’’.  



კომენტარები