ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძის მოწვევითა და ხელმძღვანელობით გამართულ კონფერენციას - „რეალური ნაბიჯები მომავალი, თავისუფალი მართლმსაჯულებისათვის“ - დაესწრო. შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა სასამართლო ხელისუფლების ინსტიტუციური განვითარებისა და დამოუკიდებლობისთვის შემუშავებული წინადადებები, რომელიც მომზადდა საერთაშორისო პრაქტიკაზე საყრდნობით. განხილულ იქნა მართლმსჯაულების წინაშე დღეს არსებული გამოწვევები და პრობლემები, მათ შორის კარიერული ზრდის პოლიტიკა სისტემაში, საქმეთა განაწილების პრინციპი, სასამართლოს თავმჯდომარეების უფლებამოსილების საკითხები, სასამართლოში ანტიკორუფციული ღონისძიებების გატარების მეთოდები და სხვა. მრგვალი მაგიდის ირგვლივ, სასამართლოს საკითხებზე გაკეთდა პოლიტიკური, სამართლებრივი და საზოგადოებრივი შეფასებები.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ სახელით, კონფერენციაში მონაწილეობა ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა მიიღო.