„ახალგაზრდა ადვოკატები“ პროექტ „ინსტიტუციური დიალოგი აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებასთან“ ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძუილებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს, დავით დარახველიძეს შეხვდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მინისტრს დღეისათვის აქტუალური შეკითხვები დაუსვეს. დიალოგის მთავარი საკითხები გახლდათ: სამინისტროს ახალი პოლიტიკა ადგილნაცვალი პირების სოციალურ-ეკონომიკურ, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების გაუმჯობესების მიმართულებით, სამინისტროს ახალი ხედვა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ადგილნაცვალი პირების რეინტეგრაციის მიმართულებით, სამინისტროს ახალი პოლიტიკის პერსპექტივები და მოლოდინები დევნილთა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბრუნების მიმართულებით, სამინისტროს საერთაშორისო და რეგიონალური კავშირების გამოყენების შესაძლებლობა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონებთან მჭიდრო კავშირების მიმართულებით, სამინისტროს ბიუჯეტის პრიორიტეტები და შესაბამისობები ადგილნაცვალი მოსახლეობის საჭიროებებთან მიმართებით, სამინისტროს საკადრო პოლიტიკა, დევნილთა თანამონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ამ მიმართლებებით უახლოესი გეგმები, სამინისტროს პოლიტიკის შეფასება 90-იანი წლების და 2008 წლის აგვისტოს ომის დევნილი მოსახლეობის მიმართულებით, სამინისტროს დამოკიდებულება ევროკავშირის რეკომენდაციებთან და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის ლიბერალიზაციასთან მიმართებით, ადგილნაცვალ პირთა შესახებ საქართველოს კანონმდებლობაში ზოგიერთი პრობლემური ჩანაწერი, სამინსიტროს გეგმა, მიზნები და ამოცანები დევნილი მოსახლეობის დასახლების, კომუნალური პრობლემების, ბინათმფლობელობის, ბინათმესაკუთრეობის, კომპაქტურად ჩასახლებულ ადგილებთან მიმართებით, ადგილნაცვალი ახალგაზრდა თაობის თანამონაწილეობის ხარისხის შეფასება მიმდინარე პროექტებში და სამინისტროს 2014 წლის პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციის მიღება
პროექტის ფარგლებში, ეს ორგანიზაციის მიერ გამართული მეორე შეხვედრა იყო. პროექტი აგვისტოდან დაიწყო და მიზანს წარმოადგენს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ინსტიტუციების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღალება, საჯარო უწყებების გამჭვირვალობა და ურთიერთობის უწყვეტობა საზოგადოებასთან, მაღალი საჯარო ინტერესის უზრუნველყოფა, ახალგაზრდების თანამონაწილეობა საჯარო მმართველობის პროცესში და ინსტიტუციური დიალოგის, როგორც კულტურის ჩამოყალიბება და განვითარება საქართველოში.
პროექტის ფარგლებში, ორგანიზაცია უკვე შეხვდა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს. სექტემბერში ორგანიზაციას კიდევ სამი შეხვედრა აქვს დაგეგმილი სამინისტროებთან.
ორგანიზაციის შეფასებით, ინსტიტუციური დიალოგი აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებასთან პირველი შემთხვევაა, რომელიც ახლებურად წარმოაჩენს და ხელს შეუწყობს საჯარო უწყების ანგარიშვალდებულების გაზრდას საზოგადოების წინაშე და ახლგაზრდების მონაწილეობის უზრუნველყოფას საჯარო პოლიტიკის განხორციელების პროცესში.
„ახალგაზრდა ადვოკატრების“ პროექტი მუდმივმოქმედი ფორმატი იქნება და ყოველთვიურად, რამდენიმე შეხვედრა მომზადდება. ინიციატივის ფორმატი ქართული სინამდვილისთვის ახალია, რომელსაც ანალოგი, მხოლოდ უნგრეთში, ესპანეთსა და ბელგიაში გააჩნია. ურთიერთთანამშრომლობის ფორმატში, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ უკვე მიიღეს საჭირო კონსულტაცია აღნიშნული ქვეყნების ეროვნული ჯგუფებისგანაც და დაგეგმილია მათთან კომუნიკაციით, გამოცდილების კიდევ უფრო მეტად გათვალისიწინება.