„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ გარემოსდაცვით დემოკრატიაზე გამართულ ტრენინგში მიიღო მონაწილეობა

9 დეკემბერი, 2019

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მოწვევით გამართულ ტრენინგს დაესწრო, თემაზე: „გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები”. ტრენინგი მოიცავდა, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის (ორჰუსის) კონვენციის, გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის, ისე გარემოსდაცვითი კონტროლის და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის საკითხებზე მსჯელობას.

გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი ადამიანის გარემოსდაცვით უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებულ ტრენინგებს 2019 წლის ბოლომდე საქართველოს ყველა მხარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან გამართავს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ სახელით, ტრენინგზე მონაწილეობა იურისტმა თამარ ციხიშვილმა მიიღო.  



კომენტარები