„ახალგაზრდა ადვოკატები“ ამაყობს თავისი გუნდის პროფესიული წარმატებით - ორგანიზაციის სადამფუძნებლო საბჭოს წევრი მარიამ ასანიშვილი გახდა პირველი ქართველი, რომელიც გახდა ირლანდიის ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
მარიამ ასანიშვილი „ახალგაზრდა ადვოკატების“ სადამფუძნებლო საბჭოს წევრი 2018 წლის 27 დეკემბრიდან გახდა. მარიამმა მიიღო სამართლის მაგისტრის ხარისხი ესექსის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი). გააჩნია პრაქტიკული გამოცდილება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში. მუშაობდა იურისტ-მკვლევარად მონტენეგროში. მონაწილეობდა მთელ რიგ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მსოფლიოს მასშტაბით: არის ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესის ფინალისტი და ერთ-ერთი საუკეთესო იურიდიული მემორიალის ავტორი (ვაშინგტონი, აშშ), უილიამ ვისის სახელობის საერთაშორისო საარბიტრაჟო იმიტირებული პროცესის ფინალისტი და ერთ-ერთი საუკეთესო სპიკერი (ვენა, ავსტრია), მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის იმიტირებული პროცესის ეროვნული რაუნდის გამარჯვებული. ამჟამად ცხოვრობს ირლანდიაში და დასაქმებულია მსოფლიოში ცნობილ იურიდიულ კორპორაციაში Matheson Law Firm, სამწლიანი ეტაპის შემდეგ კი - გახდა ირლანდიის ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მარიამ ასანიშვილს უსურვებს წარმატებას პროფესიულ გზაზე. ჩვენ ვამაყობთ გუნდით, რომელიც მუდმივად ამკვიდრებს და პასუხობს მაღალ პროფესიულ სტანდარტს.