პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სულ 238 არასამთავრობო, 9, 580 371 ლარით დაფინანსდა

25 დეკემბერი, 2019

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, 2018-2014 წლებში, 238 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი 9, 580 371 ლარით დაფინანსდა. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებაშია ნათქვამი, რომელმაც შესწავლის შედეგები გამოაქვეყნა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ ანა ფუტკარაძის შეფასებით, ორგანიზაციის შესწავლის საგანს წარმოადგენდა, თუ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, რამდენი ა(ა)იპ დაფინანსდა პრეზიდენტის სარეზრევო ფონდიდან, რა პროექტები განხორციელდა მიღებული თანხებიდან, რა თანხა დაიხარჯა ფონდის მიერ თითოეული პროექტის დაფინანსებისთვის და განხორციელდა თუ არა მითითებული პროექტები ჯეროვნად.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, 2018-2014 წლებში, საქართველოს პრეზიდენტს საჭირო დაფინანსების მისაღებად სულ მიმართა 238-მა არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა. შესწავლის შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 2018 წლის მდგომარებით, დაფინანსდა - 56 ა(ა)იპ;
  • პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 2017 წლის მდგომარებით, დაფინანსდა - 90 ა(ა)იპ;
  • პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 2016 წლის მდგომარებით, დაფინანსდა - 48 ა(ა)იპ;
  • პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 2015 წლის მდგომარებით, დაფინანსდა - 28 ა(ა)იპ;
  • პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 2014 წლის მდგომარებით, დაფინანსდა - 16 ა(ა)იპ;

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ყოველწლიურად, დაფინანსებული პროექტების საერთო ჯამური ღირებულება შედეგნაირად გადანაწილდა:

  • 2018 წლის მდგომარებით, ყველა პროექტის  დაფინანსების საერთო ჯამური ღირებულება შეადგენს - 2, 165 081ლარს;
  • 2017 წლის მდგომარებით, ყველა პროექტის  დაფინანსების საერთო ჯამური ღირებულება შეადგენს - 321 265 ლარს;
  • 2016 წლის მდგომარებით, ყველა პროექტის  დაფინანსების საერთო ჯამური ღირებულება შეადგენს - 3, 054 124 ლარს;
  • 2015 წლის მდგომარებით, ყველა პროექტის  დაფინანსების საერთო ჯამური ღირებულება შეადგენს - 1, 994 276 ლარს;
  • 2014 წლის მდგომარებით, ყველა პროექტის  დაფინანსების საერთო ჯამური ღირებულება შეადგენს - 1, 228 271 ლარს.

პრეზიდენტის არასამთავრობო ორგანიზაციების ჩამონათვალი საკმაოდ მოცულობითია. დასახელებულ პერიოდში, ფონდიდან თანხა ძირითადად იხარჯებოდა საგანამანთლებლო და სოცილაურ პროექტებზე. მაგალითად, 2018 წელს „ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ პროექტის - „აქტიური ახალაგაზრდობა - უკეთესი საზოგადოება“ განხორციელებისთვის დაიხარჯა 243 ათასი ლარი. 2017 წელს, იმავე ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ პროექტში  - „ახალგაზრდული ინიციატივა“ დაიხარჯა 150 000 ლარი. იმავე წელს ორგანიზაცია „დემოკრატიის რესურსცენტრის“ მიერ განხორციელებულ პროექტში - „სკოლის ბიბლიოთეკების ერთიანი ელექტრონული ინტეგრირებული ინტერენეტ ქსელის შექმნა“ დაიხარჯა 100 000 ლარი. 2016 წლის მონაცემებით, „ევროპულ-ქართული ინიციატივის“ მიერ განხორციელებულ პროექტში -  425 000 ლარი. 2015 წელს „არს ვივენდის“ მიერ განხორციელებული პროექტში - „ვეცნობით საქართველოს“ – 152 302 ლარი, ხოლო 2014 წელს „საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის“ მიერ დაგეგმილ პროექტში - „წიგნი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას’’ – 314 615 ლარი. იყო თუ არა დაფინანსებული პროექტები ლეგიტიმურ კვაშირში მის თავდაპირველ მიზნებთან, განხორციელდა თუ არა სარეზერვო ფონდის კანონისმიერი მიზანი, მოხდა თუ არა რაოდენობრივი და თვისობრივი შედეგების მიღწევა ან რამდენად ობიექტურ და კონკურენტულ გარემოში გამოვლინდა თითოეული დაფინანსებული პროექტი, ორგანიზაციის კვლევის საგანს არ წარმოადგენდა და საკითხზე მხოლოდ აუდიტის სამსახურს შეუძლია იმსჯელოს.

ცნობისთვის: ორგანიზაციამ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის საქმიანობის შესწავლაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მოთხოვნილი ინფორმაცია 2019 წლის სექტემბრის თვეში მიიღო, თუმცა მისი მოცულობის გათვალისწინებით, დოკუმენტზე მუშაობა გაგრძელდა. 2019 წლიდან, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა, არსებობა შეწყვიტა. ამასთან, საზოგადოების საყურადღებოდ აღვნიშნავთ, რომ „ახალგაზრდა ადვოკატებს“ არასდროს მიუმართავს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის რომელიმე პროექტის დაფინანსებაზე თანხის მისაღებად და საკითხის შესწავლის მიზანი მთლიანად განპირობებულია სარეზევო ფონდების მიმართ მაღალი საჯარო ინტერესით.



კომენტარები