- „ახალგაზრდა ადვოკატები“ სხვა არაფერია, თუ არა მისი თითოეული წევრი, გუნდი და ძალიან მიხარია, რომ ამ ორგანიზაციიდან, მისი მუშაობის სპეციფიკიდან, ყველაფერი სხვანაირად ჩანს - სასამართლო დარბაზიც, კლიენტთან ურთიერთობის სტანდარტი, მოსამართლის მანტიაც და რაც მთავარია, პრინციპები, რომელიც ადვოკატს, იურისტს უნდა გააჩნდეს დარღვეული უფლებების აღდგენისთვის. ჩემმა კოლეგებმა, წელს, ყველამ ერთად შევძელით, რომ 60%-ზე მეტი საქმე დავასრულეთ მოგებით, 10%-ზე მეტი საქმე დასრულდა სასამართლოში მორიგებით, ძალიან ბევრ საქმეზე სასამართლომდე მივაღწიეთ მორიგებას. მხოლოდ 9 საქმეზე არ დადგა წარმატებული შედეგი და ეს იმ პირობებში, როდესაც ორგანიზაციის წარმოებაში 80-ზე მეტი დავაა.
„ალბათ, ნებისმიერი ორგანიზაციის მთავარი იურისტისთვის და ჩემთვის, საამაყო სწორედ ეს სტატისტიკაა და ის ნდობა, რომელსაც ორგანიზაცია თავისი რეპუტაციით საზოგადოებაში იმსახურებს. და ბოლოს, არ შემიძლია განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ჩვენს მარწმუნებლებს. ბევრი მათგანი დარბაზშია, ბევრი მათგანი სხვადასხვა რეგიონში ან უბრალოდ, ვერ შეძლო მობრძანება. ჩვენ თქვენთვის ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის, რომ სასამართლო დავარწმუნოთ თქვენი მოთხოვნების სისწორეში. მადლობა თქვენ, მადლობა „ახალგაზრდა ადვოკატების“ ყველა თაობის იურისტებს, რომლებმაც ღირსეული პროფესიული მემკვიდრეობა შექმნეს ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში და მადლობა საზოგადოებას, რომელსაც ახალგაზრდა ადვოკატების ღირებულებების სჯერა“ - განაცხადა ორგანიზაციის მთავარმა იურისტმა.