ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა სოციალური დაცვის საკითხები, სტატუსის მაძიებელთა წინაშე არსებული პრობლემები, თავშესაფრითა და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესი შეისწავლა, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფინანსური შესაძლებლობის პირობებში, გამოკვეთილია ა. სტატუსის მაძიებელთა განცხადებებზე დროში გახანგრძლივებული პასუხის, ბ. პროცესის ეფექტიანი მართვისა და გ. სათანადო კრიტერიუმების განსაზღვრის პრობლემები, რომელიც დაუყოვნებლივ გადაჭრას მოითხოვს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ ანა ფუტკარაძის განცხადებით, ორგანიზაციის მიერ შესწავლილი მასალის თანახმად, 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, უსახლკარო სტატუსი 1649 პირს მიენიჭა. უნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაცია და თავშესაფრით/საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხორციელდება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გათვალისწინებული „თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის მოვლა-პატრონობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, რაც შეადგენს 1 314 800 (ერთი მილიონ სამას თოთხმეტი ათას რვაასი) ლარს, ხოლო ამავე საბიუჯეტო მაჩვენებლებით, „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა პროგრამის ფარგლებში“, გათვალისიწნებულია 6 727 000 (ერთი შვიდი მილიონ შვიდასოცდაშვიდი) ლარი, რაც წარმოადგენს ქ. თბილისის 10 მუნიციპალიტეტზე გადანაწილებულ ფინანსურ მაჩვენებელს. მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის N37-14 დადგენილებით დამტკიცებული წესი განსაზღვრავს პირის/ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებს და თავშესაფრით/საცხოვრისით დაკმაყოფილების პირობებს. შესაბამისად, აღნიშნული წესის თანახმად, უსახლკარო პირის/ოჯახის სტატუსის მინიჭება დამოკიდებულია გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე. აღსანიშნავია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში, ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 1 თავშესაფარი, რომელიც მდებარეობს ლილოს დასახლებაში. ასევე, მუნიციპალიტეტის საზღვრებში ფუნქციონირებს 3 სოციალური საცხოვრისი.
„ახალგაზრდა ავდოკატების“ განმარტებით, მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 2018-2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ქალაქ თბილისის მუციპალიტეტში ზუსტი რიცხვი არ ფიქსირდება, თუ რამდენმა ადამიანმა მიმართა სახელმწიფოს განცახდებით სათანადო საცხოვრისის არმქონე პირის სტატუსის მისაღებად. არ არსებობს უსახლკარობის ერთიანი ეროვნული სტატისტიკა, რაც უფრო მეტად ნათელს გახიდიდა ქვეყანაში მიმდინარე მდგომარეობას. კანონის თანახმად, თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფისთვის განისაზღვრება უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა რიგითობა: მათი ქონებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი პირობების, ჯანმრთელობისა და სხვა ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშედარების საფუძველზე. ამასთან, უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის თავშესაფრით უზრუნველყოფა ხდება გარკვეული ქულების მინიჭებით, რომელიც არსებითად განსაზღვრავს მოქლაქეების თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხს, თუმცა ქულების მინიჭების განსაზღვრება და სამართლებრივი რეგულირება სრულფასოვნად ჯერაც ვერ ხერხდება. მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს მინიმალური გარანტიები სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის მოსაგვარებლად. ასევე, უსახლკარო პირთაგან ყველაზე მოწყვლად კატეგორიას - ჭერის არმქონე პირებს არ ეძლევათ სოციალურად დაუცველთა პროგრამაში ჩართვის, საარსებო შემწეობის მიღებისა და სხვა შეღავათებით სარგებლობის შესაძლებლობა.
ამასთან, ქვეყანაში არ არსებობს ამ პირების მხარდამჭერი ეფექტური პროგრამები, რომლებიც ამ მდგომარებაში მყოფ ადამიანების დაცვისკენ იქნება მიმართული. მნიშვნელოვანია, ასევე ყურადრება გამახვილდეს იმაზე, რომ უსახლკაროდ რეგისტრაცია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის არ წარმოშობს უსახლკაროდ რეგისტრირებულის თავშესაფარი ფართით რაიმე კონკრეტულ ვადაში აუცილებელი დაკმაყოფილების ვალდებულებას. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის თავშესაფარი ფართით დაკმაყოფილება ხდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და უსახლკარო პირთა თავშესაფარი ფართების არსებული რესურსის შესაბამისად. შესაბამაისად, კანონმდებლობა ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ უსახლკაროდ რეგისტარციის, ზემოთაღნიშნული კრიტერიუმების დაკმაყოფილების, მიუხედავად შემდგომ მოხდება თავშესაფრის მაძიებელთა თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფა, რაც თავისთავად არის დიდი პრობლემა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ უსახლკარობის აღმოფხვრის სტარტეგიის დაგეგმვისას, აუცილებელია ზუსტად განისაზღვროს „უსახლაკრობის“ ცნებაც, რათა სწორედ ცნების მკაფიოობას დაეფუძნოს, თუ რა ტიპის საჭიროებებით უნდა აღიჭურვონ საცხოვრისის არ მქონე პირები.
ორგანიზაციამ შეისწავლა „დანგრეულ სახლების მაცხოვრებელთა პროგრამის ფარგლებში“, 2020 წლის მდგომარეობით, დედაქალაქის 10 გამგეობის მიმართ, თუ რა სახსრებია გამოყოფილი. შესაბამისად, ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, რომელიც საჭიროებს დახმარებას, მიმართონ ადგილობრივ თვითმმართველობებს.
- "დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა პროგრამის" ფარგლებში 2020 წლის ვაკის რაიონის ბიუჯეტში გათვალისწინებულია - 535 000 ლარი;
- "დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა პროგრამის" ფარგლებში 2020 წლის სამგორის რაიონის ბიუჯეტში გათვალისწინებულია - 992 100 ლარი;
- "დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა პროგრამის" ფარგლებში 2020 წლის საბურთალოს რაიონის ბიუჯეტში გათვალისწინებულია - 436 000 ლარი;
- "დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა პროგრამის" ფარგლებში 2020 წლის ნაძალადევის რაიონის ბიუჯეტში გათვალისწინებულია - 1 290 000 ლარი;
- "დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა პროგრამის" ფარგლებში 2020 წლის მთაწმინდის რაიონის ბიუჯეტში გათვალისწინებულია - 650 000 ლარი;
- "დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა პროგრამის" ფარგლებში 2020 წლის კრწანისის რაიონის ბიუჯეტში გათვალისწინებულია - 745 900 ლარი;
- "დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა პროგრამის" ფარგლებში 2020 წლის ისანის რაიონის ბიუჯეტში გათვალისწინებულია - 850 000 ლარი;
- "დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა პროგრამის" ფარგლებში 2020 წლის გლდანის რაიონის ბიუჯეტში გათვალისწინებულია - 324 000 ლარი;
- "დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა პროგრამის" ფარგლებში 2020 წლის დიდუბის რაიონის ბიუჯეტში გათვალისწინებულია - 364 000 ლარი;
- "დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა პროგრამის" ფარგლებში 2020 წლის ჩუღურეთის რაიონის ბიუჯეტში გათვალისწინებულია - 540 000 ლარი;
ცნობისთვის: ორგანიზაციამ საკითხზე ინფორმაციის მიღებისთვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას 2020 წლის 17 იანვარს მიმართა. საჯარო უწყებამ მოთხოვნილი ინფორმაცია სრულად გასცა. „ახალგაზრდა ადვოკატები“, მომავალშიც გააგრძელებს ამ საკითხზე მუშაობას, თავშესაფრის მაძიებელთა, უსახლკაროების სამართლებრივი პრობლემების შესწავლას და განახორციელებს საჯარო ადვოკატირებას.