„ახალგაზრდა ადვოკატები“ აფხაზეთის ომის ვეტერანებისთვის სოციალური შეღავათების დანიშვნას მოითხოვენ

27 სექტემბერი, 2013

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმართავს საქართველოს მთავრობას, რათა ყურადღება გამახვილდეს აფხაზეთის ომის ვეტერანებისთვის სოციალური შეღავათების დანიშვნის აუცილებლობაზე და სოციალური პაკეტების შეთავაზებაზე საუბრობენ. ორგანიზაციის შეფასებით, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ფაქტზე, რომ ომის ვეტერანებსა და ომში დაღუპულ გმირთა ოჯახებს სერიოზული პრობლემები აქვთ. მათ შორის, სოციალური, სადაზღვევო და დასაქმების კუთხით, სოციალური შეღავათები კი, რომლითაც ეს პირები სარგებლობდნენ, 2005 წელს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების გამო გაუქმდა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ინიციატივით მივმართავთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, შეიმუშაონ სოციალური შეღავათების სისტემა და კანონში შესაბამისი ცვლილებები შეიტანონ, რომლის საფუძველზეც, ომის ვეტერანები და ომში დაღუპული გმირების ოჯახები სოციალური შეღავათებით ისარგებლებენ.

ორგანიზაცია მთავრობას სთავაზობს, რომ  ომის ვეტერანებს და ომში დაღუპული გმირების ოჯახებს შემდგომი სახის შეღავათები უნდა დაუწესდეთ: წყლის, საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების გატანის, გაზის, ელექტროენერგიის, ტელეფონის სააბონენტო გადასახადების. აგრეთვე ქალაქში საქალაქო ტრანსპორტით სარგებლობის. სოფლად -საგარეუბნო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ დღეს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, რამდენიმე ღონისძიებას გამართეს. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს აქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას საფლავს, ხოლო შემდგომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის დაღუპულთა გმირთა მემორიალს. 



კომენტარები