„ახალგაზრდა ადვოკატები“ ადამიანის უფლებათა სამთავრობო ახალი სტრატეგიაზე სამუშაო შეხვედრას დაესწრო

9 მარტი, 2020

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მოწვევით, ადამიანის უფლებათა ახალი სამთავრობო სტრატეგიის შემუშავების პროცესში სამოქალაქო ორგანიზაციებთან შეხვედრას დაესწრო. იგი ითვალისწინებს ფართო კონსულტაციებს სამთავრობო და არასამთავრობო აქტორებთან და მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა ახალი ეროვნული  სტრატეგიის შემუშავებასა და მის დამტკიცებას. ინიციატივას მხარს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა უჭერს.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაიწყო ადამიანის უფლებათა ახალი სამთავრობო სტრატეგიის შემუშავების პროცესი.

„ადამიანის უფლებათა საბჭოს განახლებული სტრუქტურა გულისხმობს, როგორც ახალ ოთხ პრიორიტეტს, რომელზეც ადამიანის უფლებათა საბჭო 2020 წლის განმავლობაში იმუშავეს ასევე, მუშაობისა დაწყებას ადამიანის უფლების ახალი  სტრატეგიის და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებას, ესენია - გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები, ბავშვთა უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები და ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის წარმოება. ამ ოთხი მიმართულებით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა იმისთვის, რომ ადამიანის უფლებათა საბჭომ ეფექტიანად მოახდინოს კოორდინაცია, როგორც სამთავრობო უწყებებს შორის ასევე, სამოქალაქო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა.

9 მარტის შეხვედრაზე განხილულ იქნა სტრატეგიის ახალი დებულებები და მასზე მუშაობის ფარგლები. პროცესის მონაწილე სამოქალაქო ორგანიზაციები შეთანხმდნენ, რომ 24 მარტამდე წარდგენილი იქნება სარეკომენდაციო წინადადებები, რომელიც სტრატეგიის ცალკეული საკითხების მიმართ ინტერესიდან გამომდინარეობს.

შეხვედრას ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი, იურისტი ანა ფუტკარაძე ესწრებოდნენ. პრემიერ-მინისტრის ადამიანის უფლებათა საბჭოს განახლებული სტრუქტურის პრეზენტაცია 2019 წლის 11 დეკემბერს გაიმართა.



კომენტარები