ვაკე-საბურთალოს სოციალური ცენტრის უფროსის ნინო იობაშვილის გადაცდომები და უკანონო ქმედებები

22 ივნისი, 2020

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სკანდალურ ვიდეოს ავრცელებს, რომელიც შეეხება სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის, მსხვერლპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული ცენტრის უფროსი სოციალური მუშაკის/უფროსის მოვალეობის შემსრულებელის ნინო იობაშვილის სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში უხეში გადაცდომის ფაქტებს, კანონის დარღვევას, მხარესთან აფილირებისა და ფარული შეთანხმების პირობებში, მიკერძოებისა გამოვლინებებს, ბავშვის საუკეთესო ინტერესების უგულვებელყოფას, კეთილსინდისიერებისა და პროფესიული ეთიკის დაცვის პრინციპის დარღვევას და ორგანიზაცია მოითხოვს დაუყოვნებლივ მოხდეს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული ცენტრის უფროსი სოციალური მუშაკის/უფროსის მოვალეობის შემსრულებელის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასმა, დისციპლინური წარმოების დაწყებამდე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეჩერება და საქმეებისგან ჩამოცილება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი და მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ინფორმირებულია ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული ცენტრის უფროსი სოციალური მუშაკის/უფროსის მოვალეობის შემსრულებელის ნინო იობაშვილის სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში სისტემურ დარღვევებსა და გადაცდომებზე, თუმცა სამინისტროს შიდა აუდიტის უფროსი კახაბერ ძიმისტარიშვილი დაკავებულია სამსახურეობრივი გულგრილობით და არ ახდენს გადაცდომის ფაქტების რეაგირებას, რითაც ახალისებს სოციალური სამსახურის დასახელებული მუშაკის თვითნებობას და უკონტროლობას (ორგანიზაცია უახლოესს დღეებში მიმართავს პროკურატურას აუდიტის სამსახურის უფროსის საქმიანობის შემოწმების მიზნით). შედეგად, სოციალური მომსახურების სამსახური არ პასუხობს არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების ინტერესებს და კონკრეტული სოციალური მუშაკების მუშაობა და ბენეფიციარებთან ურთიერთობის წესი დადგენილ სტანდარტებს ცდება. სახეზეა კარჩაკეტილობა, რომელიც სოციალური მომსახურების სამსახურებსა და საზოგადოებას, სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის არსებობს. სამწუხაროდ, უწყება გადაქცეულია საბჭოური აზროვნების დაწესებულებად და აღნიშნული პირდაპირ ასახვას ჰპოვებს, როგორც ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე, ასევე უსაფუძლოდ ზღუდავს მათი მშობლების ინტერესებს. აღნიშნულის დადასტურებაა ნინო იობაშვილის გადაცდომებზე დუმილი, რომელიც „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ’’ 1980 წლის ჰააგის კონვენციის ფარგლებში, სასამართლოს წარმოებაში არსებულ ევროკავშირისა და ჩეხეთის მოქალაქის საქმეზე, ღიად, აშკარად და ერთმნიშვნელოვნად, არის მხარე და არა - სახელმწიფოს სოციალური სამსახურის ნეიტრალური წარმომადგენელი, რითც უხეშად არღვევს „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონს, მორალურ და სამართლებრივ ნდობას უკარგავს საქართველოს სოციალური მომსახურების სამსახურების საქმიანობას.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ გავრცელებულ ვიდეოში ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული ცენტრის უფროსი სოციალური მუშაკი/უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნინო იობაშვილი კონფლიქტია ბავშვის კანონიერ წარმომადგენელთან - მამასთან, უყვირის მას და ხელით ეხება. ვიდეოში ჩანს, რომ  არასრულწლოვანს არ სურს დედასთან ურთიერთობა, ავლენს მამასთან ფიზიკურად ყოფნის სურვილს და მიჯაჭვულობას, ბავშვის დედა ფიზიკურად ეხება მამას და ცდილობს შვილის წართმევას, რაც წახალისებულია ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული ცენტრის უფროსი სოციალური მუშაკის ნინო იობაშვილის მხრიდან და ნინო იობაშვილი არავითარ ზომებს არ იღებს მშობლების განცალკევებისთვის. პირიქით, კონფლიქტშია არასრულწლოვნის მამის წარმომადგენელთან, ადვოკატთან პოლემიკის დროს გამოთქვამს შეხედულებებს, რომელიც მტკიცებით ფორმაში მიუთითებს, რომ არასრულწლოვნის ერთი მშობელი მეორესთან მიმართებით, თითქოსდა რაიმე ფორმით არღვევდეს შვილთან ურთიერთობის წესს და მთლიანობაში, სუპერმარკეტში განვითარებული მოვლენები მიუთითებს, რომ სოციალური მუშაკი წარმოადგენს და გამოხატავს არა - არასრულწლოვნის დაცვის ინტერესებს, არამედ თავისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის - დედის მიზნებსა და ამოცანებს. ნინო იობაშვილი ბავშვის მამის მცდელობებს, დაიცვას არასრულწლოვანი მეუღლის ძალმომრეობისგან, უწოდებს „სისულელეს“ და მამას მოიხსენიებს, როგორც „გიჟს“. ვიდეოს უწყვეტ კადრში ჩანს, რომ ბავშვი გარბის მამასთან ერთად, დედა ცდილობს მეუღლეს გამოართვას შვილი, ამ დროს კი ნინო იობაშვილი მიმართავს ვითარების დრამატიზების ფორმას, ბოლო ხმაზე ყვირის, თითქოსდა მიუღებელია მამის მხრიდან ბავშვის დაცვის ღონისძიება და აცხადებს, რომ თითქოსდა მამა დედას „ხელს ურტყამდა“, რაც არ დასტურდება ვიდეოს მიმდინარეობის მანძილზე. პირიქით, დედა სოციალური მუშაკის თვალწინ, ფიზიკურად ძალადობს მამაზე, გამაგრილებელი სასმელების სტენდთან, რაზეც ნინო იობაშვილს ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საგანგებოდ აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი მასალის ერთობლიობა, ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის სახელით, ნინო იობაშვილი ეწევია არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის - მამის სრულ დისკრედიტაციას, დემორალიზაციას, რაც გამოიხატება ოლივია ანტონის მიმართ პირდაპირ მხარდაჭერასა და საქმის ირგვლივ სამართლებრივ რჩევებში - თუ რა სტრატეგიით, რა მოქმედებებით უნდა შეძლოს დედამ მამისგან შვილის „დაცვა“. შესაბამისად, ირღვევა კანონი და სოციალური სამსახურის ქცევის ყველა სტანდარტი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, არ არსებობს წარმოდგენილ პრეტენზიებსა და გადაცდომებზე დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სტრუქტურის - აუდიტის სამსახურის რეაგირება, რომელიც თავის მხრივ უწყების ქვეშ არსებული გადაცდომის ფაქტების დამალვითაა დაკავებული. კანონდარღვევებსა და გადაცდომებზე შეგნებული დუმილით ხდება უკანონობების წახალისება.

არ არსებობს უფლების დაცვის ელემენტარული შესაძლებლობაც კი, ქართული სოციალური სამსახური არ უსმენს ევროკავშირის მოქალაქეს და სააგენტოსთვისაც სულერთია ყველა წარდგენილი არგუმენტაცია, რაც პროცესის მონაწილე ერთ მხარესთან - ოლივია ანტონთან ასეთი ღია და მკაფიო მხარდაჭერის პროცესი, აჩენს საფუძვლიან ვარაუდს ფარული შეთანხმებების კორუფციულ მოტივებზე. მამა ბავშვს დაბადებიდან ზრდის და შვილს მამის მიმართ აქვს მიჯაჭვულობა, ხოლო დედა - ოლივია ანტონი, კანონიერ ძალაში შესული ქ. პრაღის სასამართლოს გადაწყვეტილებით, წარმოადგენს ნარკოტიკების მომხმარებელსა და არ გააჩნია შვილის აღზრდის უნარ-ჩვევები. აღნიშნულზე დანაშაულებრივად სდუმს ნინო იობაშვილი, ადგილი აქვს ორმაგ სტანდარტს. სოციალური სამსახურისთვის წარდგენილი ფაქტები, მით უფრო ნინო იობაშვილისთვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება - არაფერია,  არ იწვევს სპეციალური ღონისძიებების გამოყენების ან/და საკითხზე მოკვლევის დაინტერესებას.

ნინო იობაშვილმა დასახელებული საოჯახო დავის ფარგლებში, არ მოახდინა არავითარი პრევენცია, როდესაც მხარემ დაასაბუთა, რომ ოლივია ანტონი ლეგალური და არალეგალური გზით ცდილობდა ბავშვის საქართველოდან რუსეთის ფედერაციის მიმართულებით გადაადგილებას. ნინო იობაშვილმა შეგნებული დუმილი არჩია საფრთხზე, ასეთი საფრთხის ნამდვილობა კი დაადასტურა თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რომელმაც ოლივია ანტონს 2020 წლის 5 ივნისს საქართველოდან ბავშვის გაყვანა (გადაადგილება) საქმის დასრულებამდე, აუკრძალა.

ნინო იობაშვილი არღვევს „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის ძირეულ პრინციპებს  (სოციალური მუშაობა ეფუძნება თანასწორობის პრინციპს). მამასთან მიმართებით, არღვევს თანაზომიერების პრინციპს, ვინაიდან მისი მხრიდან წარმოებულია ცილისწამებლური დოკუმენტების მთელი სერია, რომელიც ემსახურება ბავშვის მამის ამორალურობისა და სისხლის სამართლებრივი წესით დასჯის მიზნებს (სოციალური მუშაკის მიერ განსახორციელებელი ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის დაცვას. შერჩეული ღონისძიება უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული). ნინო იობაშვილი არღვევს კეთილსინდისიერებისა და პროფესიული ეთიკის დაცვის ვალდებულებას, ვიანიდან მის მიერ შედგენილ დასკვნებსა და წერილებში ადგილი აქვს გაყალბებულ ფაქტებს (სოციალური მუშაკი მოქმედებს კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით ეკიდება მისთვის დაკისრებულ მოვალეობას). ნინო იობაშვილი, საქმეში შესწავლი მასალებისა და მტკციებულებების ერთობლიობით, არის მიკერძოებული და გამოხატავს მხოლოდ ბავშვის დედის ინტერესებს, საოჯახო დავაში დაფიქსირებულია მხარედ (დაუშვებელია, სოციალური მუშაკი იყოს მხარე და მოქმედებდეს სუბიექტური ინტერესებით). მას არ გააჩნია კანონით სავალდებულო სტრატეგიული, სამართლებრივი, ადმინისტრაციული, პროფესიული, ეთიკური კომპეტენცია, ვინაიდან უარს ამბობს მამის დარღვეული უფლებების მიმართ რეაგირებაზე, დაკავებულია მხოლოდ დედის ინტერესების ფარგლებში გადაწყვეტილებებზე, 74 წლის ბებიას განზრახ არ მისცა შვილიშვილთან ურთიერთობის უფლება, სამართლებრივი რეაგირება არ მისცა დედის მხრიდან სასამართლოს დროებითი განკარგულების აღსრულების დარღვევის ფაქტებს, არ ფლობს ინგლისურ ან ჩეხურ ენებს. კითხვაზე, როგორ აღწერა ბავშვის პოზიციები სხვადასხვა საკითხზე, როდესაც ბავშვი საუბრობს ჩეხურ ენაზე და ესმის ინგლისური ენა, სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ ბავშვის ჟესტიკულაცია დაუდო საფუძვლად სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტებს. ყოვლად სამარცხვინოა ნინო იობაშვილის მიმოწერა ბავშვის მამასთან, სადაც ელექტრონული შეტყობინებებში ინგლისურ ენაზე გადასაცემი მოსაზრებები წარმოდგენილია რუსულ ენაზე, ისიც გაუმართავი გრამატიკული ჩანაწერებით, რაც მთლიანობაში ქმნის სოციალური მუშაკის დასახელებულ დავაში არაკომპეტენტურობის მაგალითს  (სოციალური მუშაკი „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის 43-ე მუხლის საფუძველზე, უფლებამოსილებების განსახორციელებლად უნდა ფლობდეს კომპეტენციებს). ამდენად, ორგანიზაცია სამარცხვინოს უწოდებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების სახელით დასახელებული სოციალური მუშაკის ქმედებებს და კატეგორიულად მოითხოვს მათი საქმიანობის შემოწმებასა და თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასმას. ნინო იობაშვილის საქმიანობის კომპეტენცია ქმნის მიკერძოების და ანგარების უფრო მძიმე საფუძვლებს, იმსახურებს საზოგადოების უნდობლობას და მოითხოვს ზედამხეველი სტრუქტურების მხრიდან სასწრაფო გადაწყვეტილებებს.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ არაერთგზის მიმართა სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დასახელებული საოჯახო დავის ფარგლებში ჩართული პირების საქმიანობის შესწავლის მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ. ორგანიზაცია მზად არის, ნებისმიერ ფორმატში გააგრძელოს დისკუსია და არგუმენტები დასახელებულ ფაქტებზე. შერჩევითი სამართლის გამოყენება არ ემსახურება მმართველი პოლიტიკური პარტიის პირობებში ბავშვთა უფლებების კუთხით გატარებული რეფორმის პროცესს. ამიტომაც, აუცილებელია პრობლემის სწრაფი იდენტიფიცირება და მისი გადაჭრა - შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება ნინო იობაშვილის და მასთან ერთად, სხვა იმ პირების უკანონო საქმიანობებზე, რომელთა მხილებასაც ორგანიზაცია გააგრძელებს. „ახალგაზრდა ადვოკატები“ სოციალური მომსახურების სამსახურებში, არ შეეგუება იმ ფაქტებს, უკანონო გადაცდომებსა და მიკერძოების მასშტაბურ შემთხვევებს, რომელიც ძირს უთხრის ბავშვზე ორიენტირებულ გარემოს, საქართველოს იმიჯს, სისტემას აქცევს ფარული გარიგებების ადგილად და ახალისებს არაკომპეტენტურობას, როგორც სოციალური მომსახურებისთვის დამღუპველ პროცესს.



კომენტარები