„ახალგაზრდა ადვოკატები“ ევროკავშირის მოქალაქე ბავშვის საქმეზე, მამის საწინააღმდეგო ქმედებებზე, სოციალური სამსახურის მორიგ მამხილებელ ვიდეოს ავრცელებს

12 ივლისი, 2020

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ევროკავშირისა და ჩეხეთის მოქალაქის არასრულწლოვნის საქმეზე, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის, მსხვერლპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ქ. თბილისის ვაკე საბურთალოს რაიონული ცენტრის უფროსი სოციალური მუშაკის/უფროსის მოვალეობის შემსრულებელის ნინო იობაშვილისა და თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის უფროსის, გიორგი კუპრეიშვილის მიზანმიმართულ, არასრულწლოვნის მამის საწინააღმდეგო შეთანხმებულ მოქმედებებსა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების სახელით მანიპულაციაზე, მორიგ ვიდეოს ავრცელებს, რომელიც აღწერს, თუ როგორ ეუბნება არასრულწლოვნის მამას ბავშვთან კომუნიკაციაზე უარს ნინო იობაშვილი და გიორგი ეპიტაშვილი და ცდილობენ ბავშვს დაავიწყონ მამა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ მოქმედება, მონაწილე სუბიექტების ინფორმირების საფუძველზე, გადაღებულია 2020 წლის 7 ივნისს. ამ დროისთვის ორ სახელმწიფო უწყებას - ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის IV განყოფილებასა და ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული ცენტრს, ერთობლივი ოპერაციის შედეგად, ბავშვის ინტერესების უგულვებელყოფის საფუძვლით, მამის მიმართ, მიღებული აქვს 30-დღიანი შემაკავებელი ორდერი და ბავშვი იმყოფება დედასთან - ოლივია ანტონთან. ბავშვის ნების საწინააღმდეგოდ საცხოვრებელი სახლიდან გაყვანა მოხდა კატა „ანგელიკას“ გამოყენებით. ნინო იობაშვილმა ბავშვს უთხრა, რომ კატასთან გათამაშებით სახლიდან ავტომანქანამდე გაჰყოლოდა. სოციალურმა მუშაკმა ბავშვის ემოციებზე მანიპულირებით, არარსუწლოვანი ამ ფორმით გაიყვანა სახლიდან და მოათავსა სახლთან მდგომ ავტომობილში, სადაც დედა იმყოფებოდა. 7 ივნისის ვიდეოში ასახულია, როდესაც ნინო იობაშვილი ანტონების ოჯახს კატას უბრუნებს. დღევანდელმა მდგომარეობამ აჩვენა, რომ ცხოველის ბავშვთან დაშორებამ გამოიწვია მისი ფსიქო-ემოციური ფონის მკვეთრად გაუარესება. ამასთან, კადრებში ჩანს, რომ ნინო იობაშვილი მამას უბრუნებს ბავშვის ნახატებს, რომლის გადაცემა, დადებითი ემოციის გამო, ოჯახმა სოციალურ მუშაკს სთხოვა. ნინო იობაშვილი განმარტებას აკეთებს, რომ თითქოსდა ნახატები შეიძლება შეიცავდეს კონსპირაციული მნიშვნელობის აღქმებს და ფსიქოლოგიურად ართულებდეს ბავშვის განწყობებს. ამიტომაც, სოციალური მუშაკი ბავშვს მის მიერ 2 ივნისამდე შესრულებულ ნახატებს არ გადასცემს, რასაც მამის ოჯახთან და გარემოსთან მუდმივი წყვეტის აღქმა არ უნდა მოეხდინა. ამასთან, მამა მოითხოვს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, სურდა ბებიას მასთან სატელეფონო კომუნიკაცია. ნინო იობაშვილი ამბობს, რომ აღნიშნულზე საჭირო იყო ოლივია ანტონის ადვოკატის თანხმობა, რაზედაც მამა პასუხობს, რომ ასეთი თანხმობა მას წერილობითი ფორმით გამოთქმული ჰქონდა. შემდეგ, ნინო იობაშვილი ზარის განხორციელების მიზნით, საკითხს აზუსტებს გიორგი ეპიტაშვილთან, რომელიც, თავის მხრივ ამბობს, რომ საჭირო იყო ოლივია ანტონის თანხმობა და საკითხი მომდევნო დღისთვის უნდა გარკვეულიყო, თუმცა მამას 2020 წლის 12 ივლისის მდგომარეობით, ბავშვთან კომუნიკაცია არ გააჩნია. სოციალური სამსახურის დასახელებული მოხელეების მეშვეობით, დაიწყო კამპანია ბავშვთან მამის დაშორებაზე. ოლივია ანტონი, ბავშვის ნების დაუდგენლად, განმარტავს, რომ ბავშვს აღარ სურს მამასთან და მამის ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია. სასამართლოს დროებითი განკარგულებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობის გამო, პასუხისმგებლობას იხსნის სოციალური სამსახური და პოლიცია, რის გამოც, 40 დღეა, მამას შვილთან კონტაქტი არ ჰქონია. ბავშვი იმყოფება ზეგავლენისა და ჰალუციაციური მოვლენების ქვეშ, რაც თვალსაჩინოდ გამოჩნდა 2020 წლის 10 ივლისის სასამართლო სხდომაზე.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით, გაუქმდა ბავშვის ინტერესების უგულვებელყოფის საფუძვლით მართლწესრიგის ოფიცრის მხრიდან მიღებული 2020 წლის 1 ივნისის ორდერი, დაუსაბუთებლად და უკანონოდ იქნა მიჩნეული ორდერის გამოცემის საფუძველი - ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული ცენტრის 2020 წლის 30 მაისის დასკვნა და დადგინდა, რომ ბავშვის კანონიერ წარმომადგენელს - მამას სახელმწიფო უწყებებმა ერთობლივი ოპერაციის შედეგად, 30 დღით, დაუსაბუთებლად შეუზღუდეს შვილთან ურთიერთობა                       

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, ოჯახი ჯერ ცხოვრობდა ჩეხეთის რესპუბლიკაში, შემდეგ კვიპროსის რესპუბლიკაში, თუმცა 2017 წლიდან ოჯახმა გადაწყვიტა საცხოვრებლად აერჩიათ საქართველო. 2018 წლიდან, არასრულწლოვანი, მამა და ბებია საცხოვრებლად გადმოვიდა ქ. თბილისში, დედა კი ცხოვრებას აგრძელებდა კვიპროსის რესპუბლიკაში. არასრულწლოვანის არაჯეროვანი აღზრდის გამო, მეუღლემ საქართველოში გადაწყვიტა განქორწინების დავის წარმოება, რამაც ოლივია ანტონის შეურიგებელი პოზიცია გამოიწვია და იმის მიუხედავად, რომ ბავშვის ადგილმდებარეობის შესახებ დედას გააჩნდა სრულფასოვანი ინფორმაცია, კვიპროსისი რესპუბლიკის შესაბამისს უწყებებთან განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა შვილის გაუჩინარების ფაქტს.

არასრულწლოვანის ოჯახი უარს აცხადებს არასრულწლოვანის კვიპროსის რესპუბლიკაში ნებაყოფლობით დაბრუნებაზე და მათ აქვთ ყველა ვარგისი მტკიცებულება დაამტკიცონ, რომ არასრუწლოვანი არამართლზომიერად არ იმყოფება საქართველოში და არც უკანონოდ დაკავებულ პირს წარმოადგენს. არასრულწლოვანი დაბადებიდან იზრდება მამასთან და მამის ოჯახთან, რომელიც ზრუნავს და უქმნის მას ყველა პირობას, რათა დაცული იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები. საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, დედამ გამოავლინა ბავშვის მიმართ არასათაანდო საამღზრდელო უნარ-ჩვევები. სამწუხაროდ, არასრულწლოვანი დედის მიმართ, ქართულმა პოლიციამ 3-ჯერ მიიღო შემაკავებელი ორდერის გამოყენების გადაწყვეტილება. ორ შემთხვევაში - მეუღლესთან კონფლიქტის გამო, ერთ შემთხვევაში კი ბავშვთან ფსიქოლოგიური ძალადობის საფუძველზე, ხოლო მას შემდეგ, რაც მამის ოჯახი 2018 წლის დეკემბრიდან საქართველოში საცხოვრებლად კვიპროსის რესპუბლიკიდან გადმოვიდა, შეწყდა დედის მატერიალური უზრუნველყოფა, ქალბატონმა სარჩელი წარადგინა შვილის გაუჩინარების საფუძვლებით და სამართლებრივი მეთოდებით დაიწყო საქართველოში მყოფი მეუღლის ოჯახის შევიწროვება.

 

ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ პრაღის კანონიერ ძალაში შესული 2019 წლის გადაწყვეტილებით, დედა გაფრინდა მამის სურვილის საწინააღმდეგოდ და მამის ხარჯებით ოთხდღიანი ვიზიტით ამსტერდამში, სადაც მას სურდა გამოეცადა ახალი ტიპის მარიხუანა. ევროპული ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ოლივია ანტონის, როგორც დედის მოვალეობები, უკიდურესად უარყოფითადაა შეფასებული. სასამართლოს წინაშეა მშობლებს შორის 2016 წლის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ოლივია ანტონი უარს ამბობს ბავშვის თანდასწრებით ნარკოტიკების მოხმარებასა და არასრულწლოვანის თანდასწრებით, ალკოჰოლური სასმელის მიღებასა და სიგარეტის მოწევაზე, თუმცა აღნიშნული მტკიცებულება, როგორც სხვა ფაქტობრივი გარემოებები, დასახელებული საქმიდან, მნიშვნელობის, შეფასებისა და რეაგირების გარეშეა იმ უწყებების მხრიდან, ვისაც სწრაფი გამოძიება და გადაწყვეტილებების მიღება ეხება.

ფარული გარიგებების შედეგად და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების საზიანოდ, საქმეში უკიდურესად ნეგატიურ როლს ასრულებს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის, მსხვერლპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო და მისი ტერიტორიული ერთეული - ქ. თბილისის ვაკე საბურთალოს რაიონული ცენტრის უფროსი სოციალური მუშაკი/უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნინო იობაშვილი და თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის უფროსი, გიორგი კუპრეიშვილი, რომლებსაც არ გააჩნიათ ადმინისტრაციული, კომუნიკაციის, პროფესიულ-ეთიკური კომპეტენცია და არაერთგზის დაარღვიეს მიუკერძოებლობა - მოქმედებენ სუბიექტური ინტერესით, ფიქსირდებიან მხარედ და აწარმოებენ ოლივია ანტონის მხარდამჭერ კამპანიას ბავშვის მეორე კანონიერი წარმომადგენლის - მამის ფუნდამენტური უფლებების წინააღმდეგ. სოციალური მუშაკის - ნინო იობაშვილის მხრიდან ადგილი აქვს ბავშვზე სავარაუდო ძალადობის ფაქტებსაც.

ნინო იობაშვილი არღვევს „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის ძირეულ პრინციპებს  (სოციალური მუშაობა ეფუძნება თანასწორობის პრინციპს). მამასთან მიმართებით, არღვევს თანაზომიერების პრინციპს, ვინაიდან მისი მხრიდან წარმოებულია ცილისწამებლური დოკუმენტების მთელი სერია, რომელიც ემსახურება ბავშვის მამის ამორალურობისა და სისხლის სამართლებრივი წესით დასჯის მიზნებს (სოციალური მუშაკის მიერ განსახორციელებელი ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის დაცვას. შერჩეული ღონისძიება უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული). ნინო იობაშვილი არღვევს კეთილსინდისიერებისა და პროფესიული ეთიკის დაცვის ვალდებულებას, ვიანიდან მის მიერ შედგენილ დასკვნებსა და წერილებში ადგილი აქვს გაყალბებულ ფაქტებს (სოციალური მუშაკი მოქმედებს კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით ეკიდება მისთვის დაკისრებულ მოვალეობას). ნინო იობაშვილი, საქმეში შესწავლი მასალებისა და მტკციებულებების ერთობლიობით, არის მიკერძოებული და გამოხატავს მხოლოდ ბავშვის დედის ინტერესებს, საოჯახო დავაში დაფიქსირებულია მხარედ (დაუშვებელია, სოციალური მუშაკი იყოს მხარე და მოქმედებდეს სუბიექტური ინტერესებით). მას არ გააჩნია კანონით სავალდებულო სტრატეგიული, სამართლებრივი, ადმინისტრაციული, პროფესიული, ეთიკური კომპეტენცია, ვინაიდან უარს ამბობს მამის დარღვეული უფლებების მიმართ რეაგირებაზე, დაკავებულია მხოლოდ დედის ინტერესების ფარგლებში გადაწყვეტილებებზე, 74 წლის ბებიას განზრახ არ მისცა შვილიშვილთან ურთიერთობის უფლება, სამართლებრივი რეაგირება არ მისცა დედის მხრიდან სასამართლოს დროებითი განკარგულების აღსრულების დარღვევის ფაქტებს, არ ფლობს ინგლისურ ან ჩეხურ ენებს. კითხვაზე, როგორ აღწერა ბავშვის პოზიციები სხვადასხვა საკითხზე, როდესაც ბავშვი საუბრობს ჩეხურ ენაზე და ესმის ინგლისური ენა, სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ ბავშვის ჟესტიკულაცია დაუდო საფუძვლად სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტებს. ყოვლად სამარცხვინოა ნინო იობაშვილის მიმოწერა ბავშვის მამასთან, სადაც ელექტრონული შეტყობინებებში ინგლისურ ენაზე გადასაცემი მოსაზრებები წარმოდგენილია რუსულ ენაზე, ისიც გაუმართავი გრამატიკული ჩანაწერებით, რაც მთლიანობაში ქმნის სოციალური მუშაკის დასახელებულ დავაში არაკომპეტენტურობის მაგალითს  (სოციალური მუშაკი „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის 43-ე მუხლის საფუძველზე, უფლებამოსილებების განსახორციელებლად უნდა ფლობდეს კომპეტენციებს). ამდენად, ორგანიზაცია სამარცხვინოს უწოდებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების სახელით დასახელებული სოციალური მუშაკის ქმედებებს და კატეგორიულად მოითხოვს მათი საქმიანობის შემოწმებასა და თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასმას. ნინო იობაშვილის საქმიანობის კომპეტენცია ქმნის მიკერძოების და ანგარების უფრო მძიმე საფუძვლებს, იმსახურებს საზოგადოების უნდობლობას და მოითხოვს ზედამხეველი სტრუქტურების მხრიდან სასწრაფო გადაწყვეტილებებს.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმეში 2019 წლის ნოემბერში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ჩაერთო. თბილისის სააპელაციო სასამართლო საქმეს სამი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს: ნატალია ნაზღაიძე (თავმჯდომარე), მაია სულხანიშვილი, მაია გიგაური, თბილისის საქალაქო სასამართლოში კი საქმე - ირინა ზარქუამ განიხილა.



კომენტარები