2013 წლის 5 ოქტომბერს, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ინიციატივით, თბილისში, თემაზე: „საპრეზიდენტო კანდიდატებისა და საპრეზიდენტო არჩევნების ნდობის რეიტინგი“ სოციოლოგიური გამოკითხვა ჩატარდა. სოციოლოგიური კითხვარი მომზადდება ორგანიზაციის სოციოლოგიური მიმართულების ავტორების მეშვეობით და ორიენტირებულია შემდეგ ამოცანებზე: საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეთა კანდიდატების ნდობის რეიტინგის, რჩეული კანდიდატების მიმართ მოლოდინებისა და არჩევნების გამჭვირვალობის შესაძლებლობების შესახებ. გამოკითხვას ხელმძღვანელობდა ორგანიზაციის მთავარი სოციოლოგი ნინო ღაჭავა. გამოკითხვა მომზადდება რესპოდენტთან პირისპირ ინტერვიუს ფორმატში, მარტივი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, თბილისის მეტროსადგურებთან და ხალხმრავალ ადგილებში. სულ, გამოიკითხება 1000 რესპოდენტი გამოკითხვას დაეთმო ერთი დღე. ორგანიზაცია გამოკითხვის შედეგებს 15 ოქტომბრამდე წარმოადგენს.