ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, ევროკავშირისა და ჩეხეთის მოქალაქის, საქართველოში მოღვაწე ჩეხი ბიზნესმენის, პრჟემისლ ანტონის არასრულწლოვანი შვილის საქმეზე, წინასწარი შეცნობით, დასკვნების გაყალბების ფაქტებზე, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული ცენტრის უფროსი სოციალური მუშაკის/უფროსის მოვალეობის შემსრულების ნინო იობაშვილის, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სასამართლო წარმომადგენლობისა და აღსრულების სამმართველოს უფროსის გიორგი კუპრეიშვილის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ცენტრის ფსიქოლოგ შორენა მაისურაძის მხრიდან საჯარო უფლებამოსილების განხორცილების პროცესში, მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომის მოთხოვნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, პრჟემისლ ანტონის წარმომადგენლის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, სოციალური სამსახური დოკუმენტებისა და გარემოებების გაყალბების გზას დაადგა. მას შემდეგ, რაც პრჟემისლ ანტონმა საჯაროდ ამხილა დასახელებული მოხელეების გადაცდომები, მათ დაიწყეს პრჟემისლ ანტონის მეუღლის, ოლივია ანტონის ფარული მხარდაჭერა და მამის წინააღმდეგ კამპანია, ვინაიდან შექმნან დოკუმენტაცია, რომელიც მიუთითებს, რომ პრჟემისლ ანტონი თითქოსდა მოძალადეა, არასაიმედო პიროვნებაა და არ გააჩნია საკუთარი ქმედებების შეფასების უნარი. შესაბამისად, ოლივია ანტონის ინტერესების გათვალისწინებით, ვინაიდან ბავშვი, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებითად დადასტურდა, რომ 30 დღით უკანონოდ განცალკევდა დედასთან, ნინო იობაშვილმა ფორმალური სამართალწარმოების გზით, დაიწყო ე.წ. სამხილების უკანონოდ შექმნის პროცესი.
2020 წლის 6 ივლისის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ცენტრის ფსიქოლოგ შორენა მაისურაძის მიერ მომზადდა დოკუმენტი, რომლიც აღწერს, რომ არასრუწლოვანი 11 ივნისიდან რადიკალურად შეცვლილია - მისი ფსიქიკური, ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა განადგურებულია, მამის და ბებიის მიმართ ამჟღავნებს ნეიტრალურ დამოკიდებულებებს, ნაჩვენებია დედის მიმართ ორგანული მიჯაჭვულობა, არასრუწლოვანს აღენიშნება შიშები, შენელებული მოტორული მოქმედებები, დეპრესია, ლოგონევროზი.მ ფსიქოლოგი მიდის დასკვნამდე, რომ პრჟემისლ ანტონის შვილზე ახდენს უკიდურესად ნეგატიურ დამოკიდებულებას, მამის ქმედებები, ქცევის წესი მიუთითებს შვილის მიმართ არაღირსეულ მოპყრობაზე, მაგრამ დოკუმენტი, რომელიც შორენა მაისურაძემ შექმნა, ეფუძნება ყალბ ინფორმაციას, ემსახურება ოლივია ანტონის 2020 წლის 25 მაისის წერილით სოციალური სამახურისთვის გაგზვანილ მოთხოვნის აღსრულებას, რომლის მიზანსაც მამისთვის მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა წარმოადგენს.
„შორენა მაისურაძემ გააყალბა დასკვნა-დოკუმენტი, ვინაიდან ნინო იობაშვილს და ოლივია ანტონს შორის არსებობს მჭიდრო, არასამსახურეობრივი, მეგობრული და საქმეზე მხარდაჭერული ურთიერთობა. ნინო იობაშვილი, პრჟემისლ ანტონის მიმართ, უწინარესს ყოვლისა, მოქმედებს შურისძიების ქვენაგრძნობით, ვინაიდან სასამართლოში წარმოებულ დავაზე, მათ შორის არაერთგზის მოხდა უთანხმოება. პრჟემისლ ანტონი დღეს საგამოძიებო უწყებას წარუდგენს ნინო იობაშვილის მიერ საქმეზე მომზადებულ ყველა დასკვნას, ასევე წარუდგენს ყველა წერილს, რომლითაც თანმიმდევრულად ასახა გადაცდომები და უზუსტობები, რამაც მნიშვნელოვანი დისკომფორტი შეუქმნა ნინო იობაშვილს. ნინო იობაშვილი და მასთან ერთად, სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სასამართლო წარმომადგენლობისა და აღსრულების სამმართველოს უფროსი, გიორგი კუპრეიშვილი, მოქმედებდნენ ოლივია ანტონის მხარდასაჭერად. ისინი შეთანხმებული გეგმით გამოვიდნენ პრჟემისლ ანტონის წინააღმდეგ. მათ მიზნად დაისახეს უდანაშაულო, კეთილსინდისიერი და უაღრესად პატიოსანი მშობლის, ბავშის ამღზრდელი მამის დისკრედიტაცია, მისი უფლებებისა და ინტერესების შელახვა, რასაც ჩვენ სიმართლით დავუდგებით“ - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.
2020 წლის 2 ივნისს, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების წარმომადგენლები, გამომძიებელ გიორგი ნანავას ხელმძღვანელობით, ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთან ერთად, გამოცხადნენ პრჟემისლ ანტონის საცხოვრებელ მისამართზე, არასრუწლოვნის გამოსაკითხად. არასრულწლოვნის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ა. ბავშვი ადასტურებს, რომ ცხოვრობს იოსებიძის ქუჩაზე მამასთან და ბებიასთან ერთად, ბ. ბავშვი ადასტურებს, რომ ბებია მას ექცევა კარგად, გ. ბავშვი ადასტურებს, რომ მამა მას კარგად ექცევა და არ აწუხებს, უზრუნველყოფს სოციალური საჭიროებებით, დ. ბავშვი ადასტურებს, რომ ჰყავს ქართველი მეგობრები, ხვდება მას სახლში, შესაბამისად, ადაპტირებულია, ე. ბავშვი ადასტურებს, რომ ბებია და მამა უმზადებს საჭმელს, ვ. ბავშვი განმარტავს, რომ დედა უყვარს, მაგრამ არ ენატრება და არ ახსენდება, ზ. ბავშვი ადასტურებს, რომ დედა ფიზიკურად ძალადობდა მამაზე, დედა აბრაზებს და ამის გამო, არ ენატრება.
სწორედ აღნიშნული ჩვენების საწინააღმდეგოდ, შორენა მაისურაძემ მოამზადა დასკვნა, სადაც ბავშვის სახელით აღწერილია ცილისწამება და ყალბი ინფორმაცია. ვინაიდან, 2020 წლის 2 ივნისის მდგომარეობით, საქმეში არ არსებობს არც ერთი სახის ისეთი დოკუმენტი, რომელიც რაიმე ფორმით მიუთითებდეს პრჟემისლ ანტონის მორალური და სამართლებრივი მხარის კეთილსინდისიერების დარღვევაში, შორენა მაისურაძის დოკუმენტი ნინო იობაშვილისთვის და სოციალური სამსახურისთვის ქმნის მამის წინააღმდეგ ქმედებების განხორციელების მომდევნო ნაბიჯს.
პრჟემისლ ანტონი პროკურატურას, შორენა მაისურაძის დასკვნის მართლსაწინააღმდეგოდ შეფასებისთვის, სრულად წარუდგენს ნინო იობაშვილისა და ბავშვის კლინიკური ფსიქოლოგის, ნათია წერეთლის მიერ, საქმის ფარგლებში, 2020-2019 წლებში მომზადებულ ყველა დასკვნას. პროკურატურამ დინამიკაში უნდა შეაფასოს ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, კონტაქტები, აღქმები, განწყობები, და მივიდეს დასკვნამდე, არის თუ არა შორენა მაისურაძის დასკვნით გადმოცემული გარემოებები სიმართლე ან რა მოხდა ბავშვის დედასთან ყოფნის პერიოდში, 2020 წლის 2 ივნისიდან ისეთი, რამაც ბავშვი გახადა მოშლილი, როდესაც არასრუწლოვანი პრჟემისლ ანტონიდან ოლივია ანტონს მოძრავი, სიცოცხლით სავსე და ინტერესებით გამორჩეული მიუყვანეს. მეტიც, 2020 წლის 7 ივლისის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ცენტრის სოციალური მუშაკის ირინე ლაშაურის დასკვნის მიხედვით, ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა შეკითხვებს არ ბადებს. არ არსებობს არგუმენტი, თუ რა მოხდა 11 ივნისის შემდეგ, როდესაც საქმეში შორენა მაისურაძე ერთვება. ამდენად, საქმის გარემოებები მიუთითებს, რომ ფსიქოლოგ მაისურაძის დასკვნა ნინო იობაშვილის მითითებებით აღიწერა. მოსალოდნელია, ასეთივე შინაარსის დოკუმენტი მომზადდეს ე.წ. ბავშვის პროტოკოლით გამოკითხვის შემდეგაც, რადგანაც ნინო იობაშვილმა ჯერ შეასრულა მიზანი - ბავშვი გადასცა ოლივია ანტონს, ახლა უნდა შეასრულდეს პრჟემისლ ანტონის დასჯის ერთობლივი ამოცანა.
განსახილველ შემთხვევაში, პრჟემისლ ანტონი ასაბუთებს, რომ სახეზეა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რა დროსაც ადგილი აქვს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ექსპერტის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დროს, სოციალური სამსახურისთვის წარდგენილია ყალბი დასკვნა, რომელიც არსებითად ლახავს პრჟემისლ ანტონის, როგორც მოქალაქის, ბავშვის კანონიერი წარმომადგენლისა და თავად არასრულწლოვნის ინტერესებს, მოითხოვს გადაუდებელ შემოწმებას და საგამოძიებო მოქმდებების განხორციელებას.