ქართულ კომპანიებს არ სურთ უპასუხონ, ჰყავთ თუ არა დასაქმებული არასრულწლოვნები

10 სექტემბერი, 2020

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ კერძო სექტორში არასრულწლოვანთა დასაქმების საკითხის და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი გარემოს შეფასებაზე, შესწავლის შედეგებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ქართული კომპანიები არ საუბრობენ, ჰყავთ თუ არა დასაქმებული არასრულწლოვნები, რამდენი მათგანია 16 წლამდე ან/და 14 წლამდე, რამდენია დასაქმებულთა რიცხოვნება, რამდენ მათგანთანაა დადებული წერილობითი ან/და ზეპირი შრომის ხელშეკრულება. ორგანიზაცია საკითხს ბავშვის უფლებების კოდექსის მოთხოვნებთან მიმართებით განიხილავს, რა დროსაც, სახელმწიფო 2020 წლის 1 სექტემბრიდან ვალდებულია, შექმნას შრომის ინსპექტირების უფლებამოსილების მქონე უწყება, რომელსაც შეუძლია მიმართოს ბავშვმა მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, რაც პრობლემის მოწესრიგების ინსტიტუციურ გადაწყვეტას წარმოადგენს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტ ანა ფუტკარაძის განცხადებით, შესწავლის ფარგლებში, გამოიკითხა ის ცნობილი ქართული კომპანიები, რომლებიც საქმიანობენ კვებითი პროდუქტების, სარესტორნო, ნავთობისა და ფარმაციის სფეროში. ორგანიზაციის მიზანს წარმოადგენდა, მონიტორინგში მონაწილე კომპანიები უნდა ყოფილიყვნენ საზოგადოებისთვის სანდო და ცნობილი, მონაწილე კომპანიები არ უნდა შეადგენდნენ სამომხმარებლო ერთ სფეროს და კომპანიებს უნდა ჰქონოდათ მსხვილი გადამხდელის სტატუსი. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, ორგანიზაციამ ოფიციალური წერილით მონიტორინგის ფარგლებში მიმართა შემდეგ ცნობილ კომპანიებს: „გალფი“, „ვისოლი“, „სოკარი“, „ლუკოილი“, „შარბათი“, „ფუნიკულიორი“, „თავადური“, „ჭაშნაგირი“, „ქართული სახლი“, „რუმსი“, „ქორთიარდ თბილისი“, „რედისონი“, „ბრიტანული სახლი“, „ნიკორა“, „გუდვილი“, „სპარი“, „კარფური“, „სმარტი“, „ფუდმარტი“ და „ორი ნაბიჯი“. სულ - 20 კომპანიას, რომელთაგან 5 მონიტორინგის პროცესში მიიღო მონაწილეობა, 8 კომპანიასთან შედგა კომუნიკაცია, მაგრამ შესწავლის პროცესში მონაწილეობა არ მიიღო, ხოლო 5 კომპანიასთან კომუნიკაცია არ შედგა, მაგრამ მათ შესწავლის შესახებ ეცნობათ.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ინტერესს წარმოადგენდა შემდეგი სახის ინფორმაციის მიღება, ვინაიდან არსებული პრაქტიკით, ყველაზე მეტად, არასრულწლოვნები, სწორედ დასახელებულ სამომხმარებელო სფეროშია დასაქმებული, მათთან არ არსებობს კანონით გათვალისწინებული შრომითი კონტრაქტები და მოწესრიგებული არ არის სამართლებრივი მხარე, რომელის დაცვასაც კანონი ადგენს.

  • ინფორმაცია, 2019 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის მდგომარეობით, არის თუ არა დასაქმებული კომპანიაში არასრულწლოვნები, რამდენი მათგანია 16 წლამდე ან/და 14 წლამდე, რამდენია დასაქმებულთა რიცხოვნება, რამდენ მათგანთანაა დადებული წერილობითი ან/და ზეპირი შრომის ხელშეკრულება;
  • ინფორმაცია, 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, იყო თუ არა დასაქმებული  კომპანიაში არასრულწლოვნები, რამდენი მათგანი გახლდათ 16 წლამდე ან/და 14 წლამდე, რამდენი იყო დასაქმებულთა რიცხოვნება, რამდენ მათგანთანა იყო დადებული წერილობითი ან/და ზეპირი შრომის ხელშეკრულება;
  • დასაქმებულ არასრულწლოვნების სამსახურეობრივი პოზიცია;
  • დასაქმებული არასრუწლოვნების დასაქმების გრაფიკი და დროის ხანგრძლივობა;
  • კანონით დადგენილი რა შეღავათებით სარგებლობს კომპანიაში დასაქმებული არასრულწლოვნები;
  • რამდენს შეადგენს დასაქმებული არასრულწლოვნების ხელზე ასაღები შრომითი ანაზღაურება;
  • არასრულწლოვანთან დადებული ერთი შრომითი ხელშეკრულება, დასაქმებულის იდენტიფიცირების გარეშე.

#

კომპანიები

მონაწილეობა მიიღო

შედგა კომუნიკაცია, მაგრამ მონაწილეობა არ მიიღო

კომუნიკაცია არ შედგა, თუმცა კვლევის შესახებ ეცნობათ

1

“გალფი“

 

 

2

„ვისოლი“

 

 

3

„სოკარი“

 

 

4

„ლუკოილი“

 

 

5

„შარბათი“

 

 

6

„ფუნიკულიორი“

 

 

7

„თავადური“

 

 

8

„ჭაშნაგირი“

 

 

9

„ქართული სახლი“

 

 

10

„რუმსი“

 

 

 

11

„ქორთიარდ თბილისი“

 

 

 

12

„რედისონი“

 

 

13

„ბრიტანული სახლი“

 

 

14

„ნიკორა“

 

 

15

„გუდვილი“

 

 

16

„სპარი“

 

 

17

„კარფური“

 

 

18

„სმარტი“

 

 

19

„ფუდმარტი“

 

 

20

„ორი ნაბიჯი“

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, კომპანიებმა, რომლებმაც შესწავლის ფარგლებში ორგანიზაციასთან ითანამშრომლა, მიუთითეს, რომ მათი საქმიანობის მანძილზე, არასრულწლოვანი პირები დასაქმებულები არ ყოლიათ. ცალსახად, მათ შესწავლის ფარგლებში, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და საკითხის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება გამოავლინეს, მაგრამ არასრულწლოვანტა უფლებების მიმართ ყველა იმ კომპანიის ვალდებულება, რომელიც რაიმე ფორმით, ლეგალურად იყენებს ბავშვთა შრომას, 2020 წლის 1 სექტემბრის შემდეგ გამჭვირვალობას, სავალდებულოობასა და სპეციალური მოთხოვნების დაცვას ეფუძნება, რასაც ყველას ძალაში შესული ახალი კანონი ავალდებულებს.

ანა ფუტკარაძის განცხადებით, ყველა დამსაქმებელი უნდა იყოს ინფორმირებული ბავშვის უფლებების კოდექსის ახალ მოთხოვნებთან მიმართებით, რა დროსაც, ბავშვს უფლება აქვს, დაცული იყოს ისეთი სამუშაოს შესრულებისგან, რომელიც მას ხელს უშლის განათლების მიღებაში ან საზიანოა მისი ჯანმრთელობისთვის ან ფიზიკური, გონებრივი, მორალური, ემოციური და სოციალური განვითარებისთვის. ბავშვისთვის საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიანი სამუშაოს შესრულებისგან თითოეული ბავშვის დასაცავად სახელმწიფო იღებს შესაბამის ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ზომებს, მათ შორის: ა) განსაზღვრავს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიანი სამუშაოს კონკრეტული ფორმებისა და პირობების ჩამონათვალს, რომელიც ექვემდებარება პერიოდულ განახლებას, ბ) ადგენს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიანი სამუშაოს ფორმებისა და ადგილების იდენტიფიცირების წესს, განსახორციელებელ ღონისძიებებს და პასუხისმგებელ უწყებას, გ) ადგენს ბავშვის დასაქმების მინიმალურ ასაკს, სამუშაო საათებს და სამუშაო პირობების სავალდებულო სტანდარტებს. ამასთან, დაუშვებელია ბავშვის ეკონომიკური ექსპლუატაცია, ანუ ფულადი ან სხვა სარგებლის მიღების მიზნით ბავშვის იძულება რაიმე მოქმედების შესასრულებლად ან მომსახურების გასაწევად, მისი მონობის ან მონობის მსგავს მდგომარეობაში ჩაყენება, ორგანოს ამოღება ან ბავშვის სხვაგვარი გამოყენება იძულებით, შანტაჟით, მოტყუებით, წაქეზებით, მასზე გავლენის სხვაგვარად მოხდენით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით.

ორგანიზაცია აქცენს აკეთებს იმ საკანონმდებლო მოწესრიგებაზე, რომლის ცოდნაც აუცილებელია, როგორც არასრულწლოვნებისთვის, ასევე მათი პოტენციური დამსაქმებლების მიმართაც:

  • 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობით, თუ შრომითი ურთიერთობა არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის ინტერესებს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს მას სავალდებულო დაწყებითი და საბაზო განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას. კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობა ძალაში რჩება მსგავსი ხასიათის შემდგომი შრომითი ურთიერთობის მიმართაც;
  • 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ სპორტულ, ხელოვნებასთან დაკავშირებულ და კულტურის სფეროში საქმიანობაზე, ასევე სარეკლამო სამუშაოს შესასრულებლად;
  • აკრძალულია არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების დადება სათამაშო ბიზნესთან, ღამის გასართობ დაწესებულებებთან, ეროტიკული და პორნოგრაფიული პროდუქციის, ფარმაცევტული და ტოქსიკური ნივთიერებების დამზადებასთან, გადაზიდვასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოების შესასრულებლად;
  • აკრძალულია არასრულწლოვანთან, ასევე ორსულ ან მეძუძურ ქალთან შრომითი ხელშეკრულების დადება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესასრულებლად;
  • 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს;
  • 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 24 საათს;
  • აკრძალულია არასრულწლოვნის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე;
  • აკრძალულია ღამის სამუშაოზე (22 საათიდან 6 საათამდე) არასრულწლოვნის დასაქმება მისი თანხმობის გარეშე;
  • აკრძალულია არასრულწლოვნის ანაზღაურებადი შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის;
  • არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს უფლება აქვს, მოითხოვოს არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ მუშაობის გაგრძელება ზიანს მიაყენებს არასრულწლოვნის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან სხვა მნიშვნელოვან ინტერესებს.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ საკითხზე მუშაობას გააგრძელებს. კომპანიებს მონიტორინგში მონაწილეობა 2020 წლის პირველ ნახევარში ეთხოვათ. მონიტორინგის გამოქვეყნება ახალი კორონავირუსის მოვლენებმა შეაფერხა. შესწავლა ორგანიზაციის დამოუკიდებელი ინიციატივის ფარგლებში მოხდა.



კომენტარები