2020 წლის 16 ოქტომბერს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ საკითხზე: „პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების ნდობის რეიტინგი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ“, თბილისში ჩატარებული სოცილოგიური გამოკითხვის შედეგებს გამოაქვეყნებს. შედგების პრეზენტაცია 13:00 საათზე, სასტუმრო: „შოთა რუსთაველში“ ჩატარდება.
რესპოდენტებმა პასუხი გასცეს შემდეგ შეკითხვებს: „ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას?“, „რომელი პოლიტიკური პარტია იმსახურებს თქვენს მხარდაჭერას?“, „დაასახელეთ პოლიტიკოსი, რომლის საქმიანობაც მოგწონთ?“, „როგორ შეაფასებდით ხელისუფლების ბოლო 4 წლის საქმიანობას?“ და „როგორ შეაფასებდით ოპოზიციური პარტიების საქმიანობას?“. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, სულ 478 მოქალაქე გამოიკითხა.
გამოკითხვის მიზანს დედაქალაქის მოსახლეობის რეალური განწყობებისა და საპარლამენტო არჩევნების პროცესში, მათი მოლოდინების დადგენა წარმოადგენდა. გამოკითხვა მარჯანიშვილის მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედანსა და სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. სოცილოგიური კვლევა ორგანიზაციის დამოუკიდებელი ინიციატივის ფარგლებში მომზადდა.
ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ წინასაარჩევნოდ მოსახლეობის განწყობების დადგენას 2013 წლიდან ახორციელებს. 2013 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა გამოკითხვის შედეგები: „საპრეზიდენტო კანდიდატებისა და საპრეზიდენტო არჩევნების ნდობის რეიტინგი“, 2014 წლის ივნისში გამოქვეყნდა გამოკითხვის შედეგები: „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ნდობის რეიტინგი“, 2016 წლის აპრილში გამოქვეყნდა გამოკითხვის შედეგები: „პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების ნდობის რეიტინგი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ“, 2018 წელს გამოქვეყნდა „ნდობის რეიტინგი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ“. უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზაციის ყველა კვლევის მონაცემი უმნიშვნელო ცდომილებით დაემთხვა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დასახელებულ არჩევნებზე მიღებულ ოფიციალურ შედეგებს.