ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ „პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების ნდობის რეიტინგი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ“, თბილისში ჩატარებული სოცილოგიური გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს. რესპოდენტებმა პასუხი გასცეს შემდეგ შეკითხვებს: „ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას?“, „რომელი პოლიტიკური პარტია იმსახურებს თქვენს მხარდაჭერას?“, „დაასახელეთ პოლიტიკოსი, რომლის საქმიანობაც მოგწონთ?“, „როგორ შეაფასებდით ხელისუფლების ბოლო 4 წლის საქმიანობას?“ და „როგორ შეაფასებდით ოპოზიციური პარტიების საქმიანობას?“. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, სულ 478 მოქალაქე გამოიკითხა, შედეგები კი ასე გადანაწილდა:
1. ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას?
- ა) დიახ 80.96%
- ბ) ჯერ არ გადამიწყვეტია 12.97%
- გ) არა 6.06%
2. რომელი პოლიტიკური პარტია იმსახურებს თქვენს მხარდაჭერას?
- „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ 25.94%
- „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო“ 11.92%
- „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ 10.87%
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ 9.83%
- „გირჩი“ 8.78%
- „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 6.06%
- „ლელო - მამუკა ხაზარაძე“ 3.97%
- „დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა - ქდმ“ 3.13%
- „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ 2.92%
- „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ 2.09%
- „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“ 0.83%
- არც ერთი - 10.87%
- სხვა - 2.71%
3. დაასახელეთ პოლიტიკოსი, რომლის საქმიანობაც მოგწონთ?
- გიორგი გახარია - 20.92%
- კახა კალაძე - 11.5%
- თეა წულუკიანი - 8.78%
- გიორგი ვაშაძე - 8.36%
- ირაკლი ღარიბაშვილი - 7.74%
- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 7.32%
- ნიკა მელია - 4.18%
- გრიგოლ ვაშაძე - 3.55%
- ირმა ინაშვილი - 3.13%
- სალომე ზურაბიშვილი - 2.09%
- ალეკო ელისაშვილი - 2.09%
- მამუკა ხაზარაძე - 1.88%
- ანა დოლიძე - 1.25%
- დავით ბაქრაძე - 1.25%
- შალვა ნათელაშვილი - 1.04%
- ნინო ბურჯანაძე - 0.83%
- არც ერთი - 10.87%
- სხვა - 3.13% (დასახელდნენ: გიორგი ვოლსკი, კახი კახიშვილი, ელენე ხოშტარია, გიგა ბოკერია, ლევან სამუშია, ლევან ხაბეიშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, დავით თარხან-მოურავი, ბადრი ჯაფარიძე, დავით ჭიჭინაძე, ეკა ბესელია, ლევან ვასაძე, კახა ოქრიაშვილი)
4. როგორ შეაფასებდით ხელისუფლების ბოლო 4 წლის საქმიანობას?
- უფრო დადებითად, ვიდრე უარყოფითად - 38.2%
- უარყოფითად - 24.4%
- უფრო უარყოფითად, ვიდრე დადებითად - 19.45%
- დადებითად - 10.04%
- თავი შეიკავა - 7.74%
5. როგორ შეაფასებდით ოპოზიციური პარტიების საქმიანობას?
- უფრო უარყოფითად, ვიდრე დადებითად - 44.9%
- უარყოფითად - 20.5%
- უფრო დადებითად, ვიდრე უარყოფითად - 18.82%
- დადებითად - 11.92%
- თავი შეიკავა - 3.76%
გამოკითხვის მიზანს დედაქალაქის მოსახლეობის რეალური განწყობებისა და საპარლამენტო არჩევნების პროცესში, მათი მოლოდინების დადგენა წარმოადგენდა. გამოკითხვა მარჯანიშვილის მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედანსა და სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. სოცილოგიური კვლევა ორგანიზაციის დამოუკიდებელი ინიციატივის ფარგლებში მომზადდა.
ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ წინასაარჩევნოდ მოსახლეობის განწყობების დადგენას 2013 წლიდან ახორციელებს. 2013 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა გამოკითხვის შედეგები: „საპრეზიდენტო კანდიდატებისა და საპრეზიდენტო არჩევნების ნდობის რეიტინგი“, 2014 წლის ივნისში გამოქვეყნდა გამოკითხვის შედეგები: „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ნდობის რეიტინგი“, 2016 წლის აპრილში გამოქვეყნდა გამოკითხვის შედეგები: „პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების ნდობის რეიტინგი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ“, 2018 წელს გამოქვეყნდა „ნდობის რეიტინგი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ“. უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზაციის ყველა კვლევის მონაცემი უმნიშვნელო ცდომილებით დაემთხვა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დასახელებულ არჩევნებზე მიღებულ ოფიციალურ შედეგებს.