"ახალგაზრდა ადვოკატები" გუნდის ახალი წევრებით შევსების მიზნით, კონკურსს აცხადებს

8 თებერვალი, 2021

დასახელება: იურისტ-კონსულტანტი (სტაჟირების კონკურსი)

გამოქვეყნება: 08 თებერვალი/ბოლო ვადა 18 თებერვალი  

ადგილმდებარეობა:  თბილისი

სტაჟირების ხანგრძლივობა:   5 თვე

მთავარი მოტივაცია

ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატები“ (www.barristers.ge) წარმოადგენს იურიდიულ პროფესიაში მოქმედ ცნობილ არასამთავრობო ორგანიზაციას და მისი საქმიანობის პლათფორმა ეფუძნება აღმასრულებელ გუნდის პერიოდულ განახლებას კვალიფიციური და პროფესიონალი ახალგაზრდების მეშვეობით. ორგანიზაციის აღმასრულებელ გუნდში სხვადასხვა დროს მოღვაწე პირები დღეს წარმატებით აგრძელებენ საქმიანობას აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებაში, კერძო სექტორში, ბიზნესში, ადამიანის უფლებათა სფეროში, საერთაშორისო ორგანიზაციებში. პლათფორმის მიზანიც იმ ცოდნის და გამოცდილების გაზიარებაა, რომელიც ორგანიზაციის საქმიანობას და საუკეთესო ტრადიციებს შეუძლია. აღმასრულებელი გუნდის განახლება მუდმივად ეფუძნება ღია, გამჭვირვალე და მიუკერძოებელ კონკურსის შედეგებს. შესაბამისად, ორგანიზაციის აღმასრულებელ გუნდში მოხვედრა თითოეული კანდიდატის გამოწვევაა, რასაც მუდმივად მოწმობს ყოველი კონკურსის დროს რეგისტრირებულ აპლიკანტთა სიმრავლე.

ორგანიზაცია აღმასრულებელი გუნდის ახალი წევრებით შევსების მიზნით, იურისტ-კონსულტანტის პოზიციაზე, აცხადებს კონკურს იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის. შერჩეულ წევრთან/წევრებთან, ხუთი თვის განმავლობაში, გაფორმდება სტაჟირების ხელშეკრულება. სტაჟირების პერიოდი არაანაზღაურებადია, სტაჟირების პროგრამა კი მიზნად ისახავს გამოცდილების, კომპეტენციისა და შესაძლებლობების მიცემას შერჩეული წევრების მიმართ, რომლებიც ორგანიზაციაში საქმიანობით იძენენ მდიდარ პროფესიულ გამოციდლებას.

ორგანიზაცია, როგორც ყოველთვის, შერჩევის პროცესში, ყურადღებას დაუთმობს კანდიდატის ა) განათლებას და ცოდნას, ბ) ანალიტიკურ აზროვნებას, გ) პიროვნულ უნარ-ჩვევებსა და დ) პროფესიულ შესაძლებლობებს.

ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს პროფესიონალიზმზე. ამიტომაც, მოცემულ ეტაპზეც შეარჩევს ისეთ ახალგაზრდებს, რომლებიც ფლობენ არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობისთვის საჭირო პროფესიულ და პიროვნულ უნარ-ჩვევებს, სამართლებრივი პოლიტიკის ანალიზსს, საჯარო დებატების კულტურას და გამოცდილებას, კვლევითი საქმიანობის უნარებს, კანონშემოქმედებითი საქმიანობის ექსპერტიზას და საზოგადოებასთან ურთიერთობის ეფექტურ საკომუნიკაციო შესაძლებლობებს. ეს პირობა არ არის ფორმალური ხასიათის და გამომდინარეობს ორგანიზაციის პოლიტიკიდან.

შეარჩევს მხოლოდ ისეთ ახალგაზრდებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ ორგანიზაციის სამუშაო გარემოსთვის დადგენილ წესებს, სტანდარტებს, მიდგომებსა და შესაბამისობაში აღმოჩდებიან ორგანიზაციის საქმიანობის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებასთან.

ორგანიზაციის აღმასრულებელი გუნდის წევრის მიმართ წარდგენილი აუცილებელი შერჩევის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

პირველ ეტაპზე, შეფასდება შემოსული აპლიკაცია.

მეორე ეტაპზე ორგანიზაცია გასაუბრებაზე დაუკავშირდება მხოლოდ დამაჯერებელი შესაძლებლობის, აქტიური და საინტერესო Cv–ის ავტორს;

მესამე ეტაპზე კანდიდატთა შერჩევა მოხდება გასაუბრების წესით (გასაუბრება შედგება უშუალოდ და დაცული იქნება პანდემიით გამოწვეული უსაფრთხოების ზომები)  

საქმიანობა, რომელსაც ორგანიზაციის აღმასრულებელი გუნდის წევრი ახორციელებს:

  • ორგანიზაციის სტრატეგიულ სამართალწამოებაში მონაწილეობა (საერთო სასამართლოები, საკონსტიტუციო სასამართლო)
  • სამართლის, საზოგადოების, პოლიტიკისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მიმდინარე საკითხების ანალიზი;
  • კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობა;
  • სამართლებრივი დასკვნების მომზადება და პრეზენტაცია;
  • ორგანიზაციის კვლევით საქმიანობასა და თემატური მონიტორიგნების განხორციელების პროცესში მონაწილეობა;
  • ორგანიზაციის საპროექტო საქმიანობაში ჩართვა და თანამონაწილეობა;
  • მედიასთან ურთიერთობა, სიახლეების მენეჯმენტის უზრუნველყოფა;
  • რეკომენდაციების, მიმართვების, განცხადებების დამოუკიდებლად მომზადება;
  • ორგანიზაციის სამოქალაქო კამპანიებსა და დაგეგმილ აქციებში მონაწილეობა;
  • ორგანიზაციის სახელით, საჯარო და კერძო სტრუქტურებთან ურთიერთობა
  • ორგანიზაციის საქმიანობის წარმოჩენა;
  • ორგანიზაციის სახელით, საქმიან შეხვედრებში მონაწილეობა;
  • უცხოენოვანი მასალის გაცნობა, თარგმნა და ანალიზი.

პროფესიული კომპეტენცია, რომლის ცოდნაც მოეთხოვება კანდიდატს:

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს სამოქალქო კოდექსი;
  • საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი;
  • საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
  • საქართველოს შრომის კოდექსი;
  • ბავშვის უფლებათა კოდექსი;
  • მეწარმეთა შესახებ კანონი;
  • სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი;
  • სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ კანონი;
  • საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონი;
  • საჯარო რეესტრის შესახებ კანონი.

პრაქტიკული კომპეტენცია, ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომელიც განსაზღვრავს კანდიდატის შეფასების ფარგლებს

  • ორგანიზაციის საქმიანობის, სტრატეგიისა და საზოგადოებრივი ფუნქციის სიღმისეული გააზრება;
  • მოტივირებული და ინიციატივიანი ახალგაზრდა, რომელსაც შეუძლია ეფექტურად მუშაობა, როგორც გუნდთან და ხელმძღვანელთან ერთად, ისე დამოუკიდებლად;
  • კომუნიკაბელური, ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
  • ქართულ ენაზე სტილისტური, გრამატიკული და სხვა სახის შეცდომების გარეშე წერის უნარი (მნიშვნელოვანი პირობა);
  • თავისუფლების მაღალი ხარისხი და პოლიტიკური მიუმხრობლობა;
  • გავლენის ჯგუფებისგან დისტანცირება (მნიშვნელოვანი პირობა);
  • კომუნიკაბელობა, ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • პროფესიული სტრესის მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი, გულწრფელობის მაღალი ხარისხი;
  • განსხვავებული აზრის პატივისცემის უნარი;
  • კოლეგის განსხვავებული აზრის მიმართ პატივისცემა;
  • შედეგზე ორიენტირება და ანალიზი;
  • დისციპლინის პატივისცემა და თვითორგანიზება;
  • კრეატიული და ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა (სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა);
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel; PowerPoint; Internet) სრულყოფილი ცოდნა.

კანდიდატი შეირჩევა შემდეგი მოთხოვნების მიხედვით:

განათლება:

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული მიმართულების II, III, IV საფეხურის სტუდენტები.

კონკურში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ  შემდეგი დოკუმენტები:

  1. CV (მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონი, ფოტოსურათი);
  2. სარეკომენდაციო წერილი (სასურველია, ან მითითება CV ფორმატში არსებული რეკომენდატორისა და მისი საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ);
  3. სამოტივაციო წერილი (სასურველია აპლიკატმა იმსჯელოს და დაასაბუთოს ინიციატივა, რომელსაც მიიჩნევს გამოწვევად და ორგანიზაციაში საქმიანობის დაწყება დაეხმარება საკითხის აქტუალობასა და განხორციელებაში).

განსაკუთრებული აღნიშვნვა

  1. გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ მხოლოდ ქართულენოვანი Cv შემდეგ მისამართზე: vakanciayb@gmail.com
  2. სათაურში მიუთითეთ სიტყვა: „სტაჟირება“.

ორგანიზაცია მკაცრად იცავს კანდიდატის შერჩევის დროს შემდეგ პირობებს:

  • უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებიც იცნობენ ორგანიზაციის საქმიანობას;
  • საერთოდ არ განიხილება არასრულად წარმოდგენილი განცხადებები;
  • გასაუბრებაზე დავუკავშირდებით მხოლოდ დამაჯერებელი შესაძლებლობის, აქტიური და საინტერესო Cv–ის ავტორს,
  • არ დავუკავშირდებით კანდიდატს, რომელიც არ დაიცავს რეზიუმეს გადმოგზვანის დადგენილ წესს;
  • არ დავუკავშირდებით პირს, რომელიც კანდიდატის სტატუსით წარსულში მონაწილეობდა სტაჟირების პროგრამაში, მასთან ჩატარდა გასაუბრება და ორგანიზაციის მიერ არ მოხდა შერჩევა;
  • არ დავუკავშირდებით პირს, რომელიც საქმიანობს სხვა იურიდიულ ფირმასა თუ სამოქალაქო ორგანიზაციაში


კომენტარები