„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ გამოკითხვაში, გიორგი მარგველაშვილი, დავით ბაქრაძე და ნინო ბურჯანაძე ლიდერობენ. გამოკითხვაში: „საპრეზიდენტო კანდიდატებისა და საპრეზიდენტო არჩევნების ნდობის რეიტინგი“, მონაწილეობა 1000–მა რესპოდენტმა მიიღო. სოციოლოგიური კვლევა თბილისში, 2013 წლის 5–6 ოქტომბერს, ექვს სხვადასხვა ხალხმრავალ ადგილას, მოქალაქეების გამოკითხვის შერჩევითი პრინციპით ჩატარდა.
რესპოდენტებმა შემდეგ კითხვებს გასცეს პასუხი: „იღებთ თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას?“, „მომავალმა პრეზიდენტმა, რომელ ეროვნული მნიშვნელობის საკითხში უნდა შეცვალოს სტრატეგია შედეგის მისაღწევად?“, „საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე რომელი კანდიდატი მოგწონთ?“, „რომელი ინსტიტუტების შესუსტებას/გაძლიერებას გამოიწვევს საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ პრემიერ–მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა?“, „რა განაპირობებს საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას?“, „საჭიროებს თუ არა ქართული პოლიტიკა ახალ სახეებს?“
„ახალგაზრდა ადვოკატების“ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები, ასე გადანაწილდა:
1.იღებთ თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას?
1.დიახ- 78 % 2. არა- 14 % 3. არვიცი- 4 % 4.მიჭირს პასუხის გაცემა-1%
2. თქვენი აზრით, მომავალმა პრეზიდენტმა რომელ ეროვნული მნიშვნელობის საკითხში უნდა შეცვალოს სტრატეგია შედეგის მისაღწევად?
1. ტერიტორიული მთლიანობა- 61 % 2. სოციალური პოლიტიკა-21 % 3.საგარეო პოლიტიკური კურსი-6 % 4.დემოგრაფიული კრიზისი-3 % 5. უმცირესობების უფლებები-6 88.სხვა- 3 %
3. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე რომელი კანდიდატი მოგწონთ?
გიორგი მარგველაშვილი-47 % დავით ბაქრაძე-15% ნინო ბურჯანაძე-12 % შალვა ნათელაშვილი-5 % თავი შეიკავა-18% სხვა კანდიდატები-3%
4. როგორ ფიქრობთ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ პრემიერ–მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა გამოიწვევს:
1. სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება- 37 % 2. ხელისუფლების კონტროლი-15 % 3. მთავრობის გავლენის შესუსტება-32 % 4. საპრეზიდენტო ინსტიტუტის გაძლიერება- 16 %
5.რა განაპირობებს საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას?
1. ცესკოს მიმართ ნდობა - 16 % 2. ახალი ხელისუფლებისადმი ნდობა- 30 % 3 საერთაშორისო დამკვირვებლების ყურადღება- 23 % 4. მოქალაქეების აქტივობა და რწმენა სამართლიანი არჩევნებისადმი - 31 %
6.თქვენი აზრით, საჭიროებს თუ არა ქართული პოლიტიკა ახალ სახეებს?
1. დიახ, საჭიროებს - 91 % არა, არ საჭიროებს- 9 %
„ახალგაზრდა ადვოკატების“ სოციოლოგიურ გამოკითხვას თბილისში, ორგანიზაციის გუნდის მონაწილეობით, ორგანიზაციის მთავარი სოციოლოგი ნინო ღაჭავა ხელმძღვანელობდა. სოციოლოგიური გამოკითხვის პრეზენტაციას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, სოციოლოგები და საექსპერტო წრის წარმომადგენლები დაესწრნენ. გამოკითხვის შედეგებს, ორგანიზაცია დიპლომატიურ კორპუსს გადაუგზავნის.