„ახალგაზრდა ადვოკატების“ სტაჟირების კონკურსის შედეგები

5 მარტი, 2021

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ავდოკატებმა“ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, აღმასრულებელი გუნდის განახლების მიზნით, ახალი იურისტ-კონსულტანტები შეარჩია. შემოსული რეზიუმეებიდან, 8-18 თებერვლის შუალედში, ორგანიზაციამ 16 დამაჯერებელი რეზიუმე შეარჩია. აქედან გასაუბრებაზე გამოცხადდა 12 კანდიდატი.

განსახილველ შემთხვევაში, იურისტ-კონსულტანტის პოზიციაზე გამოცხადებული სტაჟირების პირობები აპლიკანტთან გასაუბრების ეტაპს მიიჩნევდა კონკურსის მოთხოვნების შემოწმების კუთხით არსებითი მნიშვნელობის ეტაპად. შესაბამისად, ორგანიზაციამ განიხილა გასაუბრების ყველა გამოვლინება და შედეგები.

ჩვენი მხრიდან ყურადღება იქნა მიქცეული გასაუბრების ეტაპზე ყველა კითხვაზე პასუხს, კონკურსანტის გამოცდილებას, მის შესაბამისობას ორგანიზაციის დღევანდელ, ამჟამინდელ პროფესიულ საჭიროებებთან და გუნდთან კომუნიკაციისა და ურთიერთობის საკითხებს. ორგანიზაციამ უპირატესობა მიანიჭა 4 კანდიდატს და კონკურსის შედეგად, იურისტ-კონსულტანტის პოზიციაზე შეირჩნენ:

1 ანა თვაური (კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი)

2 მარიამ ფოჩხუა (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტი)

3 კობა ბურკაძე (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი)

4 მარიამ ბარსონიძე (საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი)

„ახალგაზრდა ადვოკატების“ საქმიანობის პლათფორმა, წლების მანძილზე, ეფუძნება აღმასრულებელ გუნდის პერიოდულ განახლებას კვალიფიციური და პროფესიონალი ახალგაზრდების მეშვეობით. ორგანიზაციის აღმასრულებელ გუნდში სხვადასხვა დროს მოღვაწე პირები დღეს წარმატებით აგრძელებენ საქმიანობას აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებაში, კერძო სექტორში, ბიზნესში, ადამიანის უფლებათა სფეროში, საერთაშორისო ორგანიზაციებში. პლათფორმის მიზანიც იმ ცოდნის და გამოცდილების გაზიარებაა, რომელიც ორგანიზაციის საქმიანობას და საუკეთესო ტრადიციებს შეუძლია. აღმასრულებელი გუნდის განახლება მუდმივად ეფუძნება ღია, გამჭვირვალე და მიუკერძოებელ კონკურსის შედეგებს. შესაბამისად, ორგანიზაციის აღმასრულებელ გუნდში მოხვედრა თითოეული კანდიდატის გამოწვევაა, რასაც მუდმივად მოწმობს ყოველი კონკურსის დროს რეგისტრირებულ აპლიკანტთა სიმრავლე.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მადლობა უხდის ყველა აპლიკანტს ვაკანსიის მიმართ გამოთქმული დაინტერესებისთვის. ჩვენ ვაფასებთ მათ შრომას და ძალისხმევას პროფესიული განვითარებისთვის და მზად ვართ შემდგომი ფორმატების მეშვეობით თანამშრომლობისათვის.



კომენტარები