ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ პროექტ „ინსტიტუციური დიალოგი აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებასთან“ ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრ შალვა ფიფიას შეხვდნენ. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მინისტრს დღეისათვის აქტუალური შეკითხვები დაუსვეს. დიალოგის მთავარი საკითხები გახლდათ: ქართული პროდუქციის გატანის საკითხი რუსეთსა და სხვადასხვა ქვეყნებში, რთველის მიმდინარეობის შეფასება კახეთში და ციტრუსის დაწყებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები აჭარაში, მოსავლის დაზღვევისა და აგროსესხების საკითხები, ქართული პროდუქციის ბედი კონკურენტულ ქართულ ბაზაზე, ფერმერთა პრობლემებისა და მათი გადამზადების შესახებ, საკითხებზე, რომელიც უაკვშირდება სოფლის მეურნეობის სფეროში გატარებული რეფორმების, ინიციატივებისა და სიახლეების შეფასებას, სფეროს გამჭვირვალობასა და კონკურენტუნარიანობას.
პროექტის ფარგლებში, ეს ორგანიზაციის მიერ გამართული მეოთხე შეხვედრა გახლდათ. პროექტი აგვისტოდან დაიწყო და მის მიზანს წარმოადგენს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ინსტიტუციების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღალება, საჯარო უწყებების გამჭვირვალობა და ურთიერთობის უწყვეტობა საზოგადოებასთან. ამასთან, ახალგაზრდების თანამონაწილეობა საჯარო მმართველობის პროცესში და ინსტიტუციური დიალოგის, როგორც კულტურის ჩამოყალიბება და განვითარება საქართველოში.
პროექტის ფარგლებში, ორგანიზაცია უკვე შეხვდა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრსა და ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტს.
ორგანიზაციის შეფასებით, ინსტიტუციური დიალოგი აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებასთან პირველი შემთხვევაა, რომელიც ახლებურად წარმოაჩენს და ხელს შეუწყობს საჯარო უწყების ანგარიშვალდებულების გაზრდას საზოგადოების წინაშე და ახლგაზრდების მონაწილეობის უზრუნველყოფას საჯარო პოლიტიკის განხორციელების პროცესში.
„ახალგაზრდა ადვოკატრების“ პროექტი მუდმივმოქმედი ფორმატია და ყოველთვიურად, რამდენიმე შეხვედრა მზადდება. არასამთავრობო სექტორის ავტორობით, ინიციატივა ქართული სინამდვილისთვის ახალია, რომელსაც ანალოგი, მხოლოდ უნგრეთში, ესპანეთსა და ბელგიაში გააჩნია. ურთიერთთანამშრომლობის ფორმატში, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ უკვე მიიღეს საჭირო კონსულტაცია აღნიშნული ქვეყნების ეროვნული ჯგუფებისგანაც და დაგეგმილია მათთან კომუნიკაციით, გამოცდილების კიდევ უფრო მეტად გათვალისწინება.