„ახალგაზრდა ადვოკატები“ და გეოფიზიკის ინსტიტუტი სეისმური მონაცემების საჯაროობის საკითხზე სამართლებრივი დავის წარმოების საკითხზე სამუშაო შეხვედრას გამართავს

4 სექტემბერი, 2021

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტთან სამუშაო შეხვედრას გამართავს და  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ცენტრის წინააღმდეგ, სეისმური მონაცემების ხელმისწადვომობისა და ღიაობის პრობლემის გამო, სამართლებრივი დავის დაწყების საკითხს განიხილავს. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებაშია ნათქვამი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის წერილს აქვეყნებს, რომლითაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი ორგანიზაციის ჩართულობას არსებული პრობლემის მოგვარებისთვის მეცნიერებისთვის მნიშვნელოვან საქმეს უწოდებს. „ინსტიტუტის სამეცნიერო საზოგადოება დაინტერესებულია ჰქონდეს წვდომა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ცენტრის მიერ მოპოვებულ მიწისძვრების მონაცემებზე, მცირე მაგნიტუდის მქონე მიწისძვრების ჩათვლით, რომლებიც აუცილებელია ისეთი აქტუალური საკითხების კვლევებისათვის, როგორიცაა მიწისძვრების პროგნოზირება, ინდუცირებული სეისმურობის კვლევა და ა.შ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტიპის მონაცემების გამოყენებით წარმოებული კვლევები აქტუალურია მსოფლიო მასშტაბით და, აქედან გამომდინარე, ასეთი სახის მონაცემები, როგორც წესი, ადვილად მისწავდომია დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის. მადლობას გიხდით საკითხისადმი დაინტერესებისათვის და ვიმედოვნებთ, რომ ორგანიზაციის სამართლებრივი ჩართულობის მოგვარდება ინსტიტუტის მეცნიერების წინაშე, წლების განმავლობაში, არსებული საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემა“ - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს ინსტიტუტის დირექტორი, ნუგზარ ღლონტი აწერს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე არ გასცემს ცენტრში დაცულ ე.წ. საწყისს მონაცემთა ბაზაში დაცულ ინფორმაციას. ცენტრის დირექტორის განპიროვნებული პოლიტიკა - არც სამეცნიერო წრეებსა და არც სახელმწიფო უწყებებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სამოქალაქო უსაფრთხოების, მიწისძვრების შესწავლისა და კვლევის საკითხებზე, არ გაიცეს მაგნიტუდა 3 ქვემოთ მონაცემები და გაიცეს მხოლოდ მაგნიტუდა 3-ს ზემოთ სეისმური მონაცემი, რომელიც თავის მხრივ, ხშირ შემთხვევაში, ყოვლისმომცველი და სრულფასოვანი ინფორმაცია არ არის, წარმოადგენს შეგნებულ მავნებლობას.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საკითხზე და სეისმურ მონაცემებზე ხელმისწავდომობის მიზნით სამოქალაქო ადვოკატირებას ახორციელებს. ორგანიზაციის მოთხოვნას: ხელმისაწვდომი და ღია გახდეს საქართველოში  მიწისძვრის სრული კატალოგები (მცირე მაგნიტუდის მიწისძვრის ჩათვლით), შეიქმნას ერთიანი ეროვნული სტრატეგია სეისმური მონაცემების შესახებ და მეცნიერების სასარგებლოდ გადაიჭრას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ცენტრის მხრიდან შექმნილი, ხელოვნური პრობლემები, საქართველოს მთავრობა უკვე გამოეხმაურა. კერძოდ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საკითხი განსახილველად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაეცა.

ორგანიზაციის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში, მაგნიტუდა 3 ქვემოთ მონაცემებს არც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საგანგებო სიტუაციების სამსახურს არ აწვდის. ცენტრის შეგნებული პოლიტიკის შედეგად, არც ერთ სახელმწიფო უწყებას მიწისძვრების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. გამოიკვეთა, რომ საქართველოს მთავრობას არ გააჩნია ერთიანი ხედვა და ეროვნული სტრატეგია სეისმური უსაფრთხოების საკითხებზე, ხელმისწავდომი არ არის ინფორმაცია მიწისძვრების სრული და ზუსტი სტატისტიკის თაობაზე.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საკითხის სრულფასოვანი შესწავლა 2021 წლის ივლისში დაიწყო. ორგანიზაცია გამოთქვამს მზადყოფნას საკითხის ირგვლივ განახორციელოს სამოქალაქო ადვოკატირება, მათ შორის საერთო სასამართლოების გზით, თუკი სესიმური მონაცემების ხელმისწავდომობის საკითხი არ გადაწყდება მხარეთა ურთიერთშეთანხმების გზით ან/და მთავრობის ჩარევის გარეშე.



კომენტარები