2021 წლის 14 სექტემბერს, 11:00 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და ორგანიზაციის ინიციატივას წარმოადგენს, თემაზე: რა სამართლებრივი საშუალებებით შეიძლება ჩაერიოს სახელმწიფო ტაქსის მომსახურე კომპანიების საქმიანობაში, შეჩერდება თუ არა მომსახურების ნებართვები, როგორ შეიძლება დარეგულირდეს სამართლიანი სატარიფო პოლიტიკა და ვინ აგებს პასუხს ტაქსის მომსახურების სფეროში შექმნილ ბუნებრივ მონოპოლიებზე.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ სამართალწარმოების პროცესს იწყებს და ახალი ინიციატივის შესახებ საჯარო განცხადებების სახით გახდება ცნობილი.
მის: ქ. თბილისი, თამარ მეფის გამზ. N4
საკონტაქტო პირი: 599 291202