„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თბილისში მერის არჩევნების ნდობის რეიტინგზე სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარეს

29 ოქტომბერი, 2021

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ საკითხზე: „ნდობის რეიტინგი 2021 წლის თბილისის მერის არჩევნების წინ“, თბილისში, სოცილოგიურ გამოკითხვა ჩატარდა. რესპოდენტებმა პასუხი გასცეს შემდეგ შეკითხვებს: “აპირებთ თუ არა მონაწილეობა მიიღოთ 2021 წლის 30 ოქტომბრის ქ. თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში?”, “თბილისის მერობის რომელი კანდიდატი იმსახურებს თქვენს მხარდაჭერას?”, „რა განაპირობებს კანდიდატის მიმართ თქვენს ნდობას”, „როგორ შეაფასებდით ადგილობრივ თვითმმართველობებში შესაძლო კოალიციურ მმართველობას” და „არჩეულმა მერებმა და საკრებულოებმა, რომელი ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხის გადასაჭრელად უნდა შეცვალონ სტრატეგია”. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, სულ 315 მოქალაქე გამოიკითხა.

სოცილოგიური გამოკითხვის მიზანს დედაქალაქის მოსახლეობის რეალური განწყობებისა და თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურის პროცესში, მათი მოლოდინების დადგენა წარმოადგენდა. გამოკითხვა მარჯანიშვილის მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. სოცილოგიური კვლევა ორგანიზაციის დამოუკიდებელი ინიციატივის ფარგლებში მომზადდა.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ წინასაარჩევნოდ მოსახლეობის განწყობების დადგენას 2013 წლიდან ახორციელებს. 2013 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა გამოკითხვის შედეგები: „საპრეზიდენტო კანდიდატებისა და საპრეზიდენტო არჩევნების ნდობის რეიტინგი“, 2014 წლის ივნისში გამოქვეყნდა გამოკითხვის შედეგები: „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ნდობის რეიტინგი“, 2016 წლის აპრილში გამოქვეყნდა გამოკითხვის შედეგები: „პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების ნდობის რეიტინგი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ“, 2018 წელს გამოქვეყნდა „ნდობის რეიტინგი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ“, 2020 წელს გამოქვეყნდა „პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების ნდობის რეიტინგი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ“. უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზაციის ყველა კვლევის მონაცემი უმნიშვნელო ცდომილებით დაემთხვა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დასახელებულ არჩევნებზე მიღებულ ოფიციალურ შედეგებს.  

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემით, ქ. თბილისში 1 002 900 ამომრჩეველია რეგისტრირებული. თბილისის მერის არჩევნების პირველ ტურზე შედეგები ასე გადანაწილდა: კახა კალაძეს („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“) მხარდაჭერა გამოუცხადა 216 344 ამომრჩეველმა (45.006%), ხოლო ნიკა მელიას („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) - 163 489 ამომრჩეველმა (34.011%).

„ახალგაზრდა ადვოკატები“ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს 30 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.



კომენტარები