„ახალგაზრდა ადვოკატები“ ქალთა უფლებების გაძლიერების კუთხით კონფერენციას დაესწრო

9 დეკემბერი, 2021

2021 წლის 9 დეკემბერს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის მოწვევით, ქალთა უფლებების გაძლიერების კუთხით ჩატარებულ კონფერენციას დაესწრო. კონფერენციას: „ინკლუზიური საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა ქალების გაძლიერების გზით“ ქართველი და უცხოელი მოდერატორი ჰყავდა და პანელური დისკუსიები შეეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ქალები გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გენდერული ნიშნით ძალადობა და დისკრიმინაცია, გენდერ-ინკლუზიური განათლება და სხვა. შეხვედრა აქტუალური დისკუსიის ფონზე ჩატარდა. ორგანიზაციის სახელით, კონფერენციას იურისტი ლიზა ზუხბაია ესწრებოდა.

 



კომენტარები