„ახალგაზრდა ადვოკატები“ საპრეზიდენტო არჩევნებს თბილისის ათივე ოლქში აკვირდება

1 იანვარი, 2013

ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დაკვირვებას თბილისის მასშტაბით ახორციელებს. ორგანიზაციის წევრები არჩევნებს თბილისის ათივე ოლქში დააკვირდება და ამომრჩეველთა აქტიურობისა და პროცესის გამჭვირვალობის შესახებ ინფორმაციას გაავრცელებს. ორგანიზაცია, 12:00 საათის მდგომარეობით, საპრეზიდნეტო არჩევნების მიმდინარეობას თბილისში მშვიდობიან გარემოში აფასებს. ორგანიზაციის დამკვირვებლების ინფორმაციით, ამ დროისთვის არ დაფიქსირებულა არც ერთი დარღვევის ფაქტი, რომელსაც გავლენა შეიძლება მოეხდინა საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასა და ღიაობაზე.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მობილური ჯგუფების მეშვეობით, საარჩევნო უბნებზე, დილის 10:00 საათიდან გადაადგილდება და არჩევნების მიმდინარეობას აკვირდება, ხოლო 17:00 საათიდან, მობილური ჯგუფი იმუშავებს უკვე განსაზღვრულ შემდეგ კონკრეტულ  #1 ოლქის #31, #25, #26 და #30 უბანზე; #2 ოლქის #1, #2, #4, #5, #6, #29, #30, #37, #38 და #39 უბანზე; #3 ოლქის #7, #23, #24, #26, #15, #6, #62, #64, #65, #66 და #67 უბანზე; #4 ოლქის #7, #11, #22, #23 და #32 უბანზე; #5 ოლქის #1, #2, #3, #4 და #10 უბანზე; #6 ოლქის #6, #7, #8, #19 და #20 უბანზე; #7 ოლქის #6, #7, #21, #22, #26, #9, #11; #38, #25 და #14 უბანზე; #8 ოლქის #11, #26, #15, #16 და #12 უბანზე; #9 ოლქის #17, #18, #19, #25, #26, #39, #43, #44, #59 და #60 უბანზე; #10 ოლქის #93, #94, #95, #98, #99, #34, #36, #38, #42 და #43 უბანზე.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, თბილისის მასშტაბით, 75 უბანზე მეტს დააკვირდება, ხოლო ორგანიზაცია, 18:00 საათისთვის, საზოგადოებას მიაწვდის განსაზღვრულ უბნებზე ამომრჩეველთა აქტიურობისა და შესაძლო ხარვეზების შესახებ არსებულ ინფორმაციას. ამასთან, ორგანიზაციის დამკვირვებლები უზრუნველყოფენ განსაზღვრული უბნებიდან ხმის დათვლის შედეგების საჯაროობას. 



კომენტარები