გადაცემა: „საქმიანი დილა“ 2021 წელს „დაბალანსებული და სანდო ინფორმაციისთვის“ დაჯილდოვდა

28 დეკემბერი, 2021

„ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, 2021 წელს „დაბალანსებული და სანდო ინფორმაციისთვის“ ტელეკომპანია „პირველზე“ მომზადებულ გადაცემა: „საქმიან დილას“ გადაეცა, რომლის ავტორი და წამყვანი, ცნობილი ჟურნალისტი და ეკონომისტი გიორგი ისაკაძეა, თანაწამყვანი კი - ანა ლაპიაშვილი.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2014 წლიდან საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, როდესაც წლის საქმიანობის ღონისძიებაზე აღინიშნება პროფესიული წრისა და იმ ინსტიტუციების დამსახურებული როლი, რომლებმაც ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პროცესში ან საზოგადოებრივი მაღალი ნდობის პირობებში, საკუთარი უფლებამოსილება და ვალდებულება კეთილსინდისიერად შეასრულეს.

2021 წელს, ორგანიზაციის აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, 1 სასამართლო ინსტანცია, 3 საჯარო უწყება, 2 ინსტიტუცია, 3 მედია-გამოცემა და 9 ჟურნალისტი დაჯილდოვდა. 

ორგანიზაციის ნომინაცია „დაბალანსებული და სანდო ინფორმაციისთვის“ 2020 წელს გადაეცა ტელეკომპანია „პალიტრანიუსზე“ მომზადებულ გადაცემა: „საქმეს“, 2019 წელს - გაზეთს: „ბანკები და ფინანსები“, 2018 წელს - „დილა ობიექტივზე“, 2017 წელს - აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, 2016 წელს - ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემა: „ბიზნეს-კოდი“, 2015 წლეს - ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემა: „ბიზნეს-კონტაქტი“, 2014 წელს კი - საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა; „მოამბეს“.



კომენტარები