პრეზიდენტის ადმინისტრაცია 2021 წელს „თანამშრომლობისა და ინსტიტუციური დიალოგისთვის“ დაჯილდოვდა

28 დეკემბერი, 2021

„ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, 2021 წელს „საუკეთესო თანამშრომლობისა და ინსტიტუციური დიალოგისთვის“ ჯილდო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადაეცა. ორგანიზაციასა და პრეზიდენტის ადმინისტარციას საზოგადოებრივი ადვოკატების ახალი შეფასების სისტემის მისაღებობის საკითხებზე გააჩნდა ინსტიტუციური დიალოგი და სათანამშრომლო გარემო. პრეზიდენტის მოწოდებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ და გააგრძელეს ინფორმაციის მიღება დასახელებულ საკითხზე. ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თანამშრომლობის კარგი მაგალითი აჩვენა საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით, რაც ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი გარემოება იყო.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2014 წლიდან საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, როდესაც წლის საქმიანობის ღონისძიებაზე აღინიშნება პროფესიული წრისა და იმ ინსტიტუციების დამსახურებული როლი, რომლებმაც ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პროცესში ან საზოგადოებრივი მაღალი ნდობის პირობებში, საკუთარი უფლებამოსილება და ვალდებულება კეთილსინდისიერად შეასრულეს.

2021 წელს, ორგანიზაციის აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, 1 სასამართლო ინსტანცია, 3 საჯარო უწყება, 2 ინსტიტუცია, 3 მედია-გამოცემა და 9 ჟურნალისტი დაჯილდოვდა. 

ორგანიზაციის ნომინაცია „საუკეთესო თანამშრომლობისა და ინსტიტუციური დიალოგისთვის“ 2020 წელს გადაეცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, 2019 წელს - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს, 2018 წელს - საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს, 2017 წელს - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, 2016 წელს - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, 2015 წელს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, 2014 წელს - დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს.



კომენტარები