„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ჯილდო: „ახალგაზრდული იდეების ქომაგი“ გადაცემა „ტელესკოლას“ გადასცა

28 დეკემბერი, 2021

„ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, 2021 წელს „ახალგაზრდული იდეების ქომაგის“ ჯილდო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელზე გადაცემას: ტელსკოლას გადაეცა. ორგანიზაციის შეფასებით, პანდემიის პირობებში, დასახელებული გადაცემა ქმნის საუკეთესო შესაძლებლობას ახალი თაობისთვის და კვალიფიციური პედაგოგების მონაწილეობით, გადაცემა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სწავლების პოპულარიზაციას.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2014 წლიდან საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, როდესაც წლის საქმიანობის ღონისძიებაზე აღინიშნება პროფესიული წრისა და იმ ინსტიტუციების დამსახურებული როლი, რომლებმაც ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პროცესში ან საზოგადოებრივი მაღალი ნდობის პირობებში, საკუთარი უფლებამოსილება და ვალდებულება კეთილსინდისიერად შეასრულეს.

2021 წელს, ორგანიზაციის აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, 1 სასამართლო ინსტანცია, 3 საჯარო უწყება, 2 ინსტიტუცია, 3 მედია-გამოცემა და 9 ჟურნალისტი დაჯილდოვდა. 

ორგანიზაციის ნომინაცია „ახალგაზრდული იდეების ქომაგი“ 2020 წელს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელზე ახალგაზრდულ ლიტერატურულ გადაცემას: „წიგნების თაროს“ გადაეცა, 2019 წელს საკონსულტაციო ჯგუფს: „ჯეპრა“, 2018 წელს - „ორბელიანი-საქართველოს“, 2017 წელს - გამომცემლობა: „წიგნები ბათუმში“, 2016 წელს - ქალთა ფონდს საქართველოში, 2015 წელს - ეთნოსთა შორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკურ ცენტრს ACICC, ხოლო 2014 წელს - ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდს.



კომენტარები