არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების გამჭვირვალობას, ქვეყანისთვის რეალური დემოკრატიული რეფორმების დაწყებისა და ხალხის პოლიტიკაში აქტიური თანამონაწილეობის შესაძლებლობად აფასებს. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს არჩევნების პროცესში მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოხატვის შესაძლებლობას, საარჩევნო პროცესის ადმინისტრირებას და ძალადობის ნიშნებისგან თავისუფალ კენჭისყრის დღეს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ უზრუნველყვეს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, რომელიც შანსს აჩენს საქართველოსთვის დაიწყოს სერიოზული რეფორმები, ქვეყანაში დამკვიდრდეს კანონის უზენაესობა და საჯარო მმართველობა, პრეზიდენტი გახდეს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელების რეალური გარანტი, ხოლო საზოგადოებამ შეძლოს საკუთარი თანამონაწილეობითა და კონტროლით, გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები, გახდეს გადაწყვეტილებების მიღების თანამონაწილე, შეძლოს გაიღრმავოს სამოქალაქო–სამართლებრივი თვითშეგნება და აქტიური სამოქალაქო ინიციატივებით, განამტკიცოს და დაიცვას დემოკრატიულ პროცესში მიღწეული წარმატებები.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარების ერთ–ერთ მთავარ წინაპირობად, საქართველოს პოლიციის დეპოლიტიზირებას და ცენტრალური საარჩევნო კომისიის სწორ ადმინისტრირებას მიიჩნევს. ორგანიზაციის აზრით, საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ ქვეყანაში ინსტიტუციების მიერ კანონიერების პრინციპის დაცვას გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია, რაც მომავალში, კიდევ უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს. ორგანიზაციის შეფასებით, ასევე, მნიშვნელოვანია ქვეყანაში გაძლიერდეს პოლიტიკური უფლებების მიმართ ყურადღება და საზოგადოებამ სრულად შეაფასოს არჩევნებში თანამონაწილეობის პასუხისმგებლობა და მნიშვნელობა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ხარვეზები, რომლებიც საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა, არ წარმოადგენდა სერიოზულ პროცედურულ დარღვევვებს და გავლენა არ მოუხდენია არჩევნების გამჭვირვალობასა და საჯაროობაზე. ორგანიზაცია, ამასთან იმედოვნებს, რომ ხელისუფლება შეძლებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სრულყოს საარჩევნო კოდექსით დარჩენილი ზოგიერთი საკამათო რეგულაცია, რომელიც შეძლებდა ხარვეზიანი ნორმების გასწორებას.
ცნობისთვის: “ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დაკვირვებას თბილისის მასშტაბით, ათივე ოლქში ანხორციელებდა. ორგანიზაცია, თბილისის მასშტაბით, 80–ზე მეტ უბანს დააკვირდა, ხოლო 17:00 საათის მონაცემებით, გამოაქვეყნა ამ უბნებზე ამომრჩეველთა დასწრების მონაცემები. ორგანიზაციის დამკვირვებლებს საჩივარი არც ერთ უბანზე არ დაუწერიათ.
NGO "Young Lawyers" estimates that transparency of presidential elections held on October 27, 2013 is an opportunity for the country to start the real democratic reforms and to actively involve people in politics. The organization focuses on the voters’ freedom of expression, election administration and the election day free of violence signs.
The executive and legislative branches of government ensured democratic elections, which creates the chance for serious reforms. For the country to establish the rule of law and public governance, for the president to become the real guarantee for the implementation of human rights, while society can strengthen democratic institutions, become a participant in decision-making, increase their civil-legal awareness and active civic initiative, reinforce and protect achieved successes in democratic process.
"Young Barristers" thinks, one of the main precondition for holding a transparent presidential elections was – depoliticizing of the Georgian police and right administration by the Central Election Commission.
The organization believes that the presidential election has shown protecting the principle of legality by the institutions in the country is vital, and it should be strengthened even more in the future. It is also important to strengthen attention towards the political responsibilities so the public can fully evaluate the importance of participation in elections.
"Young Barristers" says the problems observed at the polling stations did not represent serious procedural violations, and did not affect the transparency of elections. The organization also hopes that the government will be able to improve several controversial regulations in the Election Code before the municipal elections.
Note: "Young Barristers” observed the presidential elections in Tbilisi, in all ten districts. The organization observed over 80 polling stations throughout Tbilisi and published data of voters’ participation by 17:00. The observers did not file any violation.