ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა, დახმარების სააგენტოს განცხადებას პასუხობს და აღნიშნავს, რომ სხვა კეთილსინდისიერი სოციალური მუშაკებისა და სოციალური მუშაობის სფეროში ჩართული ადამიანების კვალდაკვარ, უხერხულობას უნდა იწვევდეს არაკეთილსინდისიერი და მავნე სოციალური მუშაკების კრიმინალურ საქმიანობაზე ხელის დაფარება, რაც საზოგადოებაში სისტემის მიმართ ნდობას კიდევ უფრო ამცირებს და უწინარესად, ხალხის ფულით დაფინანსებული უწყების გამჭვირვალობას არ ემსახურება.
„ახალგაზრდა ადვოკატებს“ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა, დახმარების სააგენტო ვერ უკარნახებს ვერავითარი სტანდარტის დაცვას, ვინაიდან ორგანიზაციის პროფესიული საქმიანობა საყოველთაო სამართლიანობის, ობიექტურობისა და სიზუსტის პრინციპებს ეფუძნება. ამასთან, ორგანიზაციას აქვს შეუვალი პოზიცია და ფაქტები ყველა იმ მხილებაზე, რომელიც კანონსაწინააღმდეგო საქმიანობას შეეხება, მათ შორის სააგენტოს სისტემაშიც.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ განუმარტავს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა, დახმარების სააგენტოს, რომ ბავშვების ინტერესი, უსაფრთხოება და მათი განვითარების ასპექტები ხელყოფილი და დაზიანებულია თბილისის საქალაქო ცენტრის მხარდაჭერის, სასამართლო -სამოქალაქო დავების და აღსრულების განყოფილების სოციალური მუშაკის მარიამ ცხვედიანისა და ამავე განყოფილების უფროსი სოციალური მუშაკის, ნინო იობაშვილის უკანონო ქმედებებისა და ფარული გარიგებების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებებით. ჩვენ გვაქვს ყველა მტკიცებულება - დოკუმენტები, ვიდეო და აუდიო მასალა, რომელიც მიუთითებს დასახელებული შემსრულებელი სოციალური მუშაკების მიკერძოებასა და დაინტერესებაზე.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ სწორედ ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან და მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა, დახმარების სააგენტოს სთავაზობს შეხვედრას და ბრალდებების დასაბუთებას. სამწუხაროდ,. კონკრეტული სოციალური მუშაკების შესახებ განცხადებაში მითითებული პუნქტები, შეესაბამება სიმართლეს. სასამართლოს მხრიდან ნამდვილად მოხდა სოციალური მუშაკების ბავშვებთან გასაუბრების პროცესიდან აცილება, რაზეც სააგენტომ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ თითქოსდა - სიცრუეა. ორგანიზაცია მოუწოდებს სააგენტოს, გაასაჯაროვოს სასამართლოს განჩინება, რომელიც სოციალურ სამსახურს დაავალდებულებდა ბავშვების ფქისოლოგიური დასკვნის მომზადებას. სასამართლოს ასეთი მითითება ბუნებაში არ არსებობს. შესაბამისად, სააგენტო სიცრიეს ტირაჟირებს, როდესაც საწინააღმდეგოს ამტკიცებს. საქმეში არსებობს მხოლოდ მითითება დავის მონაწილე მხარეების საცხოვრებელი ადგილის შესწავლაზე და არა - ფსიქოლოგიურ დასკვნაზე. განსახილველ დავაზე, სასამართლომ ფსიქოლოგიური დასკვნა არა სააგენტოს სოციალურ მუშაკებს, არამედ სპეციალური განჩინებით ა(ა)იპ „საქართველოს ბავშვებს“ დაავალა. შესაბამისად, სრული სიმართლეა, როდესაც ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ჩართულმა ე.წ. სპეციალისტებმა საკუთარი ინიციატივით იმსჯელეს და მოამზადეს დასკვნა სასამართლოსთვის. თუ ეს ასე არ არის, სააგენტომ უნდა წარმოადგინოს სასამართლოს გადაწყვეტილება.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ სამარცხვინოს უწოდებს სააგენტოს განცხადებას, რომლის თანახმადაც, თითქოსდა უსაფუძვლოა ბრალდებები გარიგების, კორუფციისა და ჩართული სპეციალისტების ინტერესტთა კონფლიქტთან დაკავშირებით. თუ სააგენტოს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს „გარიგება“, „კორუფცია“ ან „ინტერესთა კონფლიქტის“ შესახებ სურთ გარემოებების ჩვენება, ორგანიზაციის 2022 წლის 24 იანვრის განცხადებას მეტი ყურადღებით უნდა გაეცნონ და ორგანიზაციას შეხვედრაზე დასთანხმდეს. როგორც წესი, კორუფციის მხილება უნდა იყოს ინტერესის საგანი და არა მისი უარყოფა - ორგანიზაციის განცხადებიდან რამდენიმე საათში, როდესაც არც მოკვლევა არ ჩატარებულა და არც შესაბამისი პირები გამოკითხულან. შესაბამისად, კრიზისის მართვისთვის თავდაცვითი შინაარსის განცხადების გავრცლების მიზანი რეალურ, დასახელებულ და მძიმე რეალობას ვერ ცვლის.
ორგანიზაცია იზიარებს სააგენტოს შეფასებას იმ ნაწილში, რომ სოციალური მუშაკები მუშაობენ და იცავენ „სოციალური მუშაობის ეთიკის კოდექსს”, მათ აქვთ შესაბამისი პროფესიული ცოდნა, პრაქტიკული უნარები და მათი საქმიანობა სოციალური მუშაობის ღირებულებებზეა დაფუძნებული, მაგრამ რამდენად რეალურია დეკლარირებული და კანონის მიზნიდან გამომდინარე შედეგები, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ხელმისაწვდომი არ არის სოციალური მუშაკის ან ფსიქოლოგის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, ბიოგრაფიები, ჩვენ არ ვიცით, ბავშვებთან ნამდვილად სოციალური მუშაობის საჭირო უნარ-ჩვევების მქონე სპეციალისტები მუშაობენ თუ მეშახტეები (ჩვენ ვაფასებ მათ შრომას და შედარება მოტანილია სპეციალიზაციის კუთხით) ამაზე სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა, დახმარების სააგენტო მიზანმიმართულად სდუმს.
ამდენად, „ახალგაზრდა ადვოკატები“ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა, დახმარების სააგენტოს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, თავი შეიკავოს საქმეში ჩაუხედავი განმარტებებისა და შეფასებების გავრცელებისგან.
ცნობისთვის: 2022 წლის 24 იანვარს, ორგანიზაციამ საგანგებო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო ცენტრის მხარდაჭერის, სასამართლო -სამოქალაქო დავების და აღსრულების განყოფილების სოციალური მუშაკის მარიამ ცხვედიანისა და ამავე განყოფილების უფროსი სოციალური მუშაკის, ნინო იობაშვილის უკანონო ქმედებების, ფარული გარიგებების, ინტერესთა კონფლიქტისა და სავარაუდო კორუფციის ფაქტებზე, სამართლებრივი რეაგირების მოხდენის მიზნით საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს. ამასთან, ორგანიზაცია აცხადებს, რომ სოციალური მუშაკების უკანონო საქმიანობას და თვითნებობებს მოქმედ პროკურორ ზაზა კვირკველიას მფარველობამდე მივყავართ, რომელმაც საკუთარი სახლი სიძეს ბებიისგან ბავშვების განცალკევების გამოყენებისთვის დაუთმო.