„ახალგაზრდა ადვოკატები“, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის, პროექტის: “ადგილობრივი ლიდერები“ – განხორციელებას იწყებს. ორგანიზაციის წარმომადგენლები, 2013 წლის 6 ნოემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორს, ბატონ ბექა იორდანაშვილს შეხვდნენ. შეხვედრის დროს, განხილულ იქნა პროექტის ცალკეული მიმართულება და საჯარო სკოლებთან შეხვედრის პერიოდი. მცხეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა „ახალგაზრდა ადვოკატებს“ პროექტის განხორციელების პროცესში მხარდაჭერა აღუთქვა.