დასახელება: ფოტო-ვიდეო მასალის მემონტაჟე
გამოქვეყნება: 2 მაისი / ბოლო ვადა 7 მაისი
ადგილმდებარეობა: თბილისი
ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატები“ აცხადებს ვაკანსიას ფოტო-ვიდეო მასალის მემონტაჟის პოზიციაზე. შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა მიზნად ისახავს მრავალჯერად თანამშრომლობას. უპირატესობა მიენიჭება ახალგაზრდა გამოცდილ კანდიდატს. უფლებამოსილების განხორციელება შესაძლებელია დისტანციური წესით, ხოლო სამუშაო დატვირთულობა მოქნილი, კანდიდატისთვის მისაღები გრაფიკით. მომსახურების ღირებულება განისაზღვრება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, შეთანხმებით და ინდივიდუალურად.
კანდიდატის უფლება-მოვალეობები:
- ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ფოტო-მასალის დამუშავება და ფოტო-კოლაჟის მომზადება;
- ვიდეოს მონტაჟი, ვიდეოს დაჭრა, რამდენიმე ვიდეოს ერთ ვიდეო-მასალად გაერთიანება (მათ შორის, სასამართლო სხდომის ვიდეო ოქმის მონტაჟი)
- აუდიო მასალის დაჭრა, ფოტოზე/ვიდეოზე აუდიო ჩანაწერის დადება (მათ შორის, სასამართლო სხდომის აუდიო ოქმის მონტაჟი);
პრაქტიკული კომპეტენცია, ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომელიც განსაზღვრავს კანდიდატის შეფასების ფარგლებს
- ორგანიზაციის საქმიანობის, სტრატეგიისა და საზოგადოებრივი ფუნქციის სიღმისეული გააზრება;
- კომუნიკაბელური, ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
- თავისუფლების მაღალი ხარისხი და პოლიტიკური მიუმხრობლობა;
- გავლენის ჯგუფებისგან დისტანცირება;
- კომუნიკაბელობა, ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
- განსხვავებული აზრის პატივისცემის უნარი;
- კონფიდენციალობისა და კომერციული საიდუმლოების დაცვის მაღალი ხარისხი.
კონკურში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- CV (მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონი, ფოტოსურათი);
განსაკუთრებული აღნიშვნვა
- გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ მხოლოდ ქართულენოვანი Cv შემდეგ მისამართზე: vakanciayb@gmail.com
- სათაურში მიუთითეთ სიტყვა: „მემონტაჟე“.