„ახალგაზრდა ადვოკატები“ იწყებს სამეცნიერო ჟურნალის გამოცემას. მოქმედი მეცნიერების გარდა, ჟურნალში სტატიების გამოქვეყნების შესაძლებლობა ექნებათ, ასევე, საქართველოს ახალგაზრდა ადვოკატებს, დამწყებ და მოქმედ იურისტებს/ადვოკატებს.
ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება შეუძლიათ, როგორც დოქტორის ან/და მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, ასევე დოქტორანტებს, მაგისტრებს/მაგისტრანტებს და ბაკალავრებს.
სამეცნიერო ჟურნალი გამოიცემა 2014 წლის 01 იანვრამდე. სტატიების მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 01 დეკემბერი.
სამეცნიერო ჟურნალი „ახალგაზრდა ადვოკატები“ სტატიებს გამოაქვეყნებს სამართლის სფეროსი არსებულ ნებისმიერ საკითხზე.
მოთხოვნები სტატიისადმი:
- სტატიის საორიენტაციო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 12 გვერდს;
- სტატია უნდა აიკრიფოს 12 ზომის Sylfaen-ის შრიფტით;
- სტრიქონებს შორის დაშორება უნდა იყოს 1.5 ინტერვალი;
- სტატიას უნდა ახლდეს მოკლე რეზიუმე;
- სასურველია სტატია წარმოდგენილი იქნას ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- სტატიაში სქოლიოები არ გამოიყენება.
- გამოყენებული ლიტერატურაში წყაროს მითითება უნდა განხორციელდეს ორიგინალის ენაზე შემდეგი წესით: წიგნის შემთხვევაში - მიეთითოს წიგნის დასახელება; ავტორ(ებ)ის ან/და რედაქტორის სახელი და გვარი; გამომცემლობა, ქალაქი, გამოცემის წელი; სტატიის შემთხვევაში - სტატიის დასახელება, ავტორ(ებ)ის სახელი და გვარი; გამოცემის დასახელება, ნომერი, გვერდები და წელი.
ნაშრომში დაცული უნდა იყოს შემდეგი თანმიმდევრობა:
- ავტორის სახელი და გვარი;
- სამეცნიერო ხარისხი;
- ძირითადი სამეცნიერო პუბლიკაციები;
- სტატიის სათაური;
- სტატია;
- გამოყენებული ლიტერატურა;
- რეზიუმე.
სტატიის მიღება იწარმოებს შემდეგი წესით:
- ავტორმა სტატიის ელექტრონული ვერსია უნდა გადმოგაზავნოს Word-ის დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე: X სათაურის ველში მიუთითეთ სტატია. ჟურნალის რედაქციის მიერ განიხილება სტატია და ავტორს სტატიის გადმოგზავნიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) კვირის ვადაში ეცნობება პასუხი ჟურნალში სტატიის გამოქვეყნების შესახებ.
- სტატია უნდა აკმაყოფილებდეს მის მიმართ წაყენებულ ყველა მოთხოვნას. ჟურნალის რედაქცია არ განახორციელებს სტატიის ჩასწორებას, თუმცა უფლებას იტოვებს შენიშვნებით დაუბრუნოს უკან ავტორს. ავტორის მხრიდან შენიშვნების გათვალისწინებისა და ხარვეზების აღმოფხვრის შემთხვევაში რედაქცია კვლავ განიხილავს სტატიის გამოქვეყნების საკითხს.
- ავტორი თავად არის პასუხისმგებელი სტატიის შინაარსზე, მის ღირებულებსა და მასში მოყვანილ ფაქტებზე.
- ავტორის მიერ წარმოდგენილი სტატია არც წერილობითი და არც ელექტორნული ფორმით არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან/და გამოსაქვეყნებლად წარდგენილი ნებისმიერ სხვა გამოცემაში.
- სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაზე საავტორო უფლება ეკუთვნით ავტორსა და სამეცნიერო ჟურნალ „ახალგაზრდა ადვოკატებს“.