სასამართლო ახალგაზრდა კომპოზიტორის საქმეზე: რა ხდებოდა 9 ივნისის სხდომაზე - „ახალგაზრდა ადვოკატები“

9 ივნისი, 2022

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მოსამართლე ირინა გოგოლაძის თავმჯდომარეობით, ახალგაზრდა კომპოზიტორის საქმეზე სამართალწარმოება განაახლა და პროცესის მონაწილე მხარეების ახსნა-განმარტება მოისმინა.

სასამართლოს განმარტება არ გაუკეთებია 2022 წლის იანვრის შემდგომ სხდომის დანიშვნის შეფერხების შესახებ, არასრულწლოვნების მამას კი არ მოუთხოვია მოსამართლის საქმიდან აცილება, რასაც წერილობითი ფორმით მოითხოვდა ბავშვების მამა. ამასთან, ცნობილია, რომ ბავშვების მამამ სასამართლო და მოსამართლე ფარულ გარიგებებში დაადანაშაულა და უწოდა კორუმპირებული, აღნიშნულის გამეორებას კი სხდომაზე გამოცხადებული ბავშვების მამა დღეს მოერიდა. არასრულწლოვნების ბებიის ადვოკატმა, არჩილ კაიკაციშვილმა თავის განმარტებაში აღნიშნა, რომ თუ სასამართლო იქნება მიუკერძოებელი, ობიექტური და შეასრულებას რაიმე ტიპის დავალებას, ბავშვების ჭეშმარიტი ინტერესები აუცილებლად იქნება დაცული. არჩილ კაიკაციშვილმა ბავშვების მამის ქცევის გამო მოსამართლეს ინსტიტუციური პატივისცემა დაუდასტურა და ბოდიშიც მოუხადა.

სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ სოციალური მუშაკები: ნინო იობაშვილი და მარიამ ცხვედიანი, რომელთა ავტორობით გაყალბდა მომზადებული დასკვნების შინაარსი. არჩილ კაიკაციშვილმა სასამართლოს მოსთხოვა, მათი საქმიდან ჩამოშორება, ვინაიდან ეჭქვეშ დააყენა დასახელებული პირების კვალიფიკაცია და სოციალური მუშაობის სფეროში დიპლომის არსებობის ფაქტი. ადვოკატის განცხადებით, არაერთი მიმართვის მიუხედავად, დასახელებული სოციალური მუშაკები არ ახდენენ თანხმობის გაცემას, რათა გასაჯაროვდეს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ეს ფაქტი კი ბენეფიციარი მარწმუნებლის კანონიერ ინტერესებს ლახავდა. სასამართლომ მხარეს განუმარტა, რომ მოცემული ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნებოდა სხვა დავის ფარგლებში.

შესაბამისად, განსახილველ ეტაპზე, მათი საქმიდან აცილების საკითხის დაკმაყოფილება მიზანშეწონილი არ გახლდათ. ამასთან, არჩილ კაიკაციშვილმა განმარტა, რომ ნინო იობაშვილი და მარიამ ცხვედიანი არ იმსახურებდნენ არასრულწლოვნების ნდობას და ბავშვების აზრი ცნობილი იყო სასამართლოსთვის. სხდომაზე ნინო იობაშვილმაც და მარიამ ცხვედიანმაც არაერთხელ დაიმსახურა მოსამართლის შენიშნვა, როდესაც მათი სახის გამომეტყველებები იყო ცინიკური, ერთმანეთთან გადალაპარაკება და გამონათქვამები - ბავშვების ბებიის ღირსების შემლახველი. ამასთან, არჩილ კაიკაციშვილმა გააპროტესტა ნინო იობაშვილის ქცევა სასამართლო დარბაზში,. როდესაც გამოცხადდა ყავით ხელში. მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ იმ დროს, როდესაც მიმდინარეობს ბავშვების ბედთან დაკავშირებული მსჯელობა და განიხილება ე.წ. ზრუნვის სააგენტოს უკანონო დასკვნების გავლენები, ე.წ. ზრუნვის სააგენტოს ე.წ. დასკვნის ავტორი სოციალური მუშაკი თავს უფლებას არ უნდა აძლევდეს, რომ ყავას მიირთმევდეს სამართალწარმოების პროცესში.

არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნული ქმედება ბავშვებისა და სასამართლოს მიმართ უპატივცემულობად მიიჩნია, თუმცა მოსამართლე შეეცადა, რომ ვითარების გართულება თავიდან აერიდებინა და განმარტა, რომ მასაც ჭიქით მაგიდაზე ჰქონდა წყალი, სოციალური მუშაკი ყავით ხელში კი სასამართლოს უპატივცემულობას არ ნიშნავდა.

არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნულზე განმარტა, რომ წყალი პროცესის მონაწილე მხარეებსაც გააჩნდათ მაგიდაზე და არც მოსამართლის მაგიდაზე წყალი არ იყო არანორმირებული მოვლენა, ხოლო თუ მოსამართლე წყლის ნაცვლად ყავას შემოიტანდა და პროცესის მანძილზე მირთმევას გადაწყვეტდა, ფაქტს და საკითხს ამ კუთხით უნდა მისცემოდა შეფასება, თუ რამდენად ეთიკური, სწორი და სამაგალითო საქციელი იქნებოდა.

სასამართლომ მამის მხრიდან, მისი წარმომადგენლისგან განსხვავებით, მოისმინა ბრალდებებზე დაფუძნებული მსჯელობები. სხდომა დაძაბული და ფაქტების სიმძიმით ხმაურიანი აღმოჩნდა. სასამართლოს წესრიგის დარღვევისთვის პროცესის მონაწილე მხარების დაჯარიმებაც მოუწია, თუმცა იმ ეტაპზე, როდესაც არარსულწლოვნების ბებიის წარმომადგენელს უნდა გაეკეთებინა მოხსენება, ბავშვების მამამ ფსიქო-ემოციური მდგომარეობა ვერ გააკონტროლა და დარბაზიდან გაიქცა. მამა მეორედ გავიდან დარბაზიდან იმ დროსაც, როდესაც სასამართლოს მძიმე ფაქტებზე განმარტებებს ბავშვების ბებია აძლევდა. სასამართლომ ორივე შემთხვევაში ნება დართო მამას დარბაზში დაბრუნებულიყო, თუმცა ყველა შემოსვლის შემდეგ, აგრძელებდა სიტყვიერ თავდასხმებს მოწინააღმდეგე მხარის და მისი ადვოკატის მიმართ. სასამართლოში, პროცესის პარალელურად, იმყოფებოდა პროკურორი ზაზა კვირკველიაც, რომელიც მამის სიძეა და ვისთანაც ჩაფიქრებულია ბავშვების ბებიისგან მოწყვეტა და გადაყვანა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დავის საგანს წარმოადგენს არასრულწლოვანი შვილების განცალკევება და ამ მიზნით, დამცავი ორდერის გამოცემა. ბავშვების მამა მოითხოვს შვილები საცხოვრებლად, დროებით, 9 თვის განმავლობაში, გადავიდნენ ბებიის საცხოვრებელი სახლიდან მოქმედი პროკურორ ზაზა კვირკველიას ოჯახში. ზაზა კვირკველია ბავშვების მამის სიძეა. ამასთან, მამა მოითხოვს 9 თვის მანძილზე ბავშვებს შეეზღუდოს აღმზრდელ ბებიასთან და ერთ-ერთი არასრულწლოვნის შემთხვევაში, მუსიკალურ პედაგოგთან ყოველგვარი კომუნიკაცია.

საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, მოქმედი პროკურორი ზაზა კვირკველია თანხმობას გამოთქვამს ბავშვების მიღებისთვის. 2022 წლის 20 იანვრის სასამართლო სხდომაზე, არასრულწლოვნებმა კატეგორიული უარი განაცხადეს საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე და მთლიანად გამორიცხეს ბებიის მხრიდან რაიმე ფორმით ფსიქოლოგიური ძალადობა. სწორედ ფსიქოლოგიური ძალადობის საფუძვლით მოითხოვს მამა ბავშვების განცალკევებას, ასეთი მოსაზრებებს კი საფუძველი მისცა ე.წ. ზრუნვის სააგენტოს საქალაქო ცენტრის მხარდაჭერის, სასამართლო - სამოქალაქო დავების და აღსრულების განყოფილების სოციალური მუშაკის მარიამ ცხვედიანისა და ამავე განყოფილების უფროსი სოციალური მუშაკის, ნინო იობაშვილის მიერ საქმეზე წარმოდგენილმა გაყალბებულმა დასკვნებმა (დასახელებული სოციალური მუშაკები ჯერ ისევ სისტემაში საქმიანობენ. მათ ბიოგრაფიებს სააგენტო მალავს).

2022 წლის 24 იანვარს, მრავალწლიანი დუმილის შემდეგ, ფარული და კორუფციული შეთანხმებების ზედაპირზე გამოვლენის გამო, საზოგადოებამ მოისმინა ბავშვების ბებიის ოჯახისა და „ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთობლივი განცხადება, რომლითაც ორი სოციალური მუშაკი მოქმედი პროკურორის მფარველობაში იქნა მხილებული. სწორედ ამ დღეს, საჯარო განცხადებიდან რამდენიმე საათში, ე.წ. ზრუნვის სააგენტომ მიიღო სამართალდამრღვევის ოქმი, რომლითაც ბებია დაისაჯა და დაჯარიმდა 500 ლარით. სამართალდამრღვევის ოქმში აღნიშნულია, რომ შემთხვევა შეეხება „ზეგავლენაში მამასთან ურთიერთობის საკითხს“ (სტილი დაცულია) და რომ აღნიშნული გამოვლინდა 2021 წლის 30 ნოემბერს. 

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ 2021 წლის 30 ნოემბერს ახალგაზრდა კომპოზიტორი მუსიკალურ პედაგოგ ბებიასთან ერთად იმყოფებოდა გერმანიაში. ამასთან, 2021 წლის 30 ნოემბერი კალენდარულად გახლდათ სამშაბათი დღე, ხოლო სასამართლოს დროებითი განკარგულებით, მამას ბავშვების მონახულების უფლება გააჩნია პარასკევსა და კვირას. ამდენად, სამართალდარღვევის ოქმის იურიდიული საფუძვლები, არც ფაქტობრივი მოცემულობა, ბუნებაში არ არსებობდა, რაც კიდევ ერთხელ ტოვებს მყარ საფუძველს, რომ ე.წ. ზრუნვის სააგენტომ 71 წლის ქალბატონი დასაჯა. მხილებისა და სკანდალის შემდეგ, ე.წ. ზრუნვის სააგენტომ სამართალდარღვევის ოქმის ფარგლებში საქმისწარმოება თავისივე ინიციატივით შეწყვიტა. 

სასამართლომ საქმის მასალებისა და არასრულწლოვნების შუამდგომლობის საფუძველზე, 2022 წლის 18 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება და სოციალური მუშაკები: ნინო იობაშვილი და მარიამ ცხვედიანი ბავშვებთან გასაუბრების პროცესიდან დარბაზიდან გააძევა, რითაც მათი აცილების თაობაზე, ბავშვების მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ოჯახი და ორგანიზაცია მოითხოვს დასახელებული ორი სოციალური მუშაკის კრიმინალური საქმიანობის შესწავლას და პროკურორ ზაზა კვირკველიას მხრიდან მფარველობის განხორციელების შემოწმებას.

მარიამ ცხვედიანმა და ნინო იობაშვილმა მიზანმიმართულად გააყალბებს დოკუმენტებში აღწერილი ფაქტები, რათა შეექმნათ სამართლებრივი საფუძვლები ბავშვების ბებიისგან განცალკევების მოთხოვნის დასმისთვის. საქმის მასალებით დგინდება, რომ ორი სოცილური მუშაკი ფარულ გარიგებებში იმყოფება ბავშვების მამასთან, დასკვნები კი მომზადებული იქნა არასრულწლოვანთა სპეციალიზაციით მოქმედი პროკურორის ზაზა კვირკველიას განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ.

საქმეზე მომდევნო სხდომა 2022 წლის 16 ივნისს გაგრძელდება და გადაწყვეტილება, შესაძლებელია, სხდომის დასრულების შემდეგ გამოცხადდეს.



კომენტარები