„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ SANGU-ს დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა

17 ივნისი, 2022

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ დასაქმების ფორმუმში მიიღო მონაწილეობა. ფორმუმის მიზანი სამსახურის მაძიებელი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დაკავშირება დამსაქმებლებთან და მათი დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენდა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში არსებული ორგანიზაციები, მათ შორის საბანკო სფეროს, სადაზღვევო სფეროს, აუდიტორიული, წიგნის საგამომცემლო და სუპერმარკეტების ქსელიდან.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ერთადერთი იყო, რომელმაც სტუდენტებს შესთავაზა „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, მოხალისის ვაკანსიაზე ჩართულობა. სტუდენტებს გადაეცათ პროექტის ფარგლებში მომზადებული სიანფორმაციო ბუკლეტები და ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ ორგანიზაციის საქმიანობისა და მიმართულებების შესახებ.

ცნობისთვის: წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი 2008 წლის სექტემბრიდან აქტიურად ფუნქციონირებს, სხვადასხვა სპეციალობის ბაკალავრებისთვის, მაგისტრებისა და დოქტორანტებისთვის. ამჟამად, ქართულ უნივერსიტეტში 1500-მდე სტუდენტი სწავლობს. ამ ეტაპზე უნივერსიტეტში ორი სკოლაა: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა და ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა.



კომენტარები