ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობაზე შესწავლის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც პანდემიამდე, პანდემიის პერიოდსა და ამჟამად არსებული მდგომარეობის ანალიზსს, მათ შორის საქართველოს უკრაინასთან მიმართებით გატარებული ღონისძიებების მნიშვნელობას შეეხება.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ სოფიო ჭელიძის განცხადებით, ორგანიზაციის ინტერესის საგანს წარმოადგენდა დაედგინა, 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის აპრილის თვის მდგომარეობით, რა ობიექტური რეალობის წინაშე დადგა საქართველოს განათლების სისტემა, რამდენმა სტუდენტმა შეძლო განათლების მიღება და რამდენ სტუდენტს მოუწია უარი ეთქვა სწავლის გაგრძელებაზე. შესაბამისად, შეეჩერებინა სტუდენტის სტატუსი, რა მიზეზები იქნა დასახელებული განათლების მიღების ხელმისწავდომობაზე ნებსით და უნებლიეთ უარის თქმის შემთხვევებში, რა პრევენციული ღონისძიებები დაგეგმა და განახორციელა განათლების სისტემამ პანდემიის პერიოდში უწყვეტი განათლების უფლების რეალიზებისთვის, რა როლი შეასრულა სახელმწიფომ სწავლის საფასურის შემცირების ან გადავადების კუთხით. ამასთან, ორგანიზაციის ცალკე ინტერესს წარმოადგენდა სახელმწიფოს ჩართულობის იდენტიფიცირება, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტის დროს, უკრაინიდან იძულებით გადაადგილებული პირების საქართველოს განათლების სისტემაში მიღებასა და სასწავლო პროცესში ინტეგრაციის უზრუნველყოფას შეეხებოდა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შესწავლის შედეგების მიხედვით, დგინდება, რომ 2019-2022 წლის აპრილის თვის მდგომარეობით, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტთა რაოდენობა, რომელთაც ოთხი წლის განმავლობაში ერთხელ მაინც შეუჩერდათ სტუდენტის სტატუსი არის 97,048 ათასი. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველი, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შესაძლოა იყოს პირადი განცხადება, უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, ორსულობა, მშობიარობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ფინანსური დავალიანება ან უნივერსიტეტების წესდებით გათვალისნწინებული სხვა გარემოებები. მაგალითად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზაში 2019 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით (პანდემიამდე არსებული პერიოდი) ფიქსირდებოდა 225,178 ათასი სტუდენტი, სტუდენტის სტატუსი შეჩერებული ჰქონდა - 53,628 ათასს სტუდენტს, აქედან ფინანსური დავალიანების გამო - 17,878 ათასს სტუდენტს. 2020 წლის 1 ნოემბრის მდგომარებით (პანდემიის პერიოდში) ფიქსირდებოდა 237,017 ათასი სტუდენტი, სტუდენტის სტატუსი შეჩერებული ჰქონდა - 55, 121 ათასს სტუდენტს, აქედან ფინანსური დავალიანების გამო - 17,654 ათასს სტუდენტს. 2021 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით (პანდემიის მილევად პერიოდში) ფიქსირდებოდა 247,777 ათასი სტუდენტი, სტუდენტის სტატუსი შეჩერებული ჰქონდა - 54,417 ათასს სტუდენტს, აქედან ფინანსური დავალიანების გამო - 20 797 ათასს სტუდენტს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სხვადასხვა დროის მონაკვეთში არსებული სტატისტიკური მონაცემის მიუხედავად, სტატსუსშეჩერებული სტუდენტების მდგომარეობა კვლავ გამოკვეთილად პრობლემური და თავისი გამომწვევი მიზეზებით - უცვლელია, ხოლო სახელმწიფოს პოლიტიკა სხვადასხვა სოციალური ღონისძიებებით მოხდეს სტუდენტთა სწავლების დაფინანსება - საჭირო მიდგომა, მაგრამ არა პრობლემის სისტემურად დაძლევისთვის გადამჭრელი.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კოვიდპანდემიის გამო, სოციალური დახმარების ფარგლებში, სწავლა დაუფინანსდა 2020-2021 წლის სემესტრში 15 015 სტუდენტს 15 812 630, 00 ლარით, ხოლო 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დავალიანება აუნაზღაურდა 1 588 სტუდენტს 1 033 465,00 ლარით. უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებში, პირველი და მეორე საფეხური სტუდენტთა სწავლა სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება ყოველწლიურად 100 მილიონის ფარგლებში (სახელმწიფო სასწავლო გრანტი, სახელმწიფო სამაგისტრო გრანტი, სოცილაური პროგრამები, პრიორიტეტული პროგრამები და ა.შ). აგრეთვე, სახელმწიფო სტიპენდია ყოველ სემესტრულად გაიცემა საშუალოდ 3000 სტუდენტზე, რაც ერთმნიშვნელოვნად დადებითია, თუმცა საჭიროა პრობლემისა და განათლების ხელიმისწავდომობაზე კომპლექსური მიდგომის შემუშავება, უმაღლესი განათლების დაფინანსების მექანიზმების გაუმჯობესების ხელშეწყობა. კერძოდ, ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერით, უკვე შემუშავებულია პროფესიული განათლების ახალი სტრატეგიის პროექტი, რომელიც მოიცავს 2022-2027 წლებს. სტრატეგია ითვალისწინებს მოწყვლადი ჯგუფებისათვის სხვადასხვა მხარდამჭერი სერვისების შემოტანას, მათ შორის სოციალურ ვაუჩერს. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ აღნიშნული სტრატეგიის ამოქმედება სწრაფად უნდა დაიწყოს, რათა პროფესიული სტუდენტების მიერ სასწავლო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა არ შეფერხდეს.
„ახალაგზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ჩართულობის მიუხედავად, არაეფექტური აღმოჩნდა, კოვიდპანდემიის დროს მოეხდინა სწავლის გადასახადის რეგულირების უზრუნველყოფა. ორგანიზაციის შეკითხვები შეეხებოდა კოვიდ პანდემიის დროს დისტანციური სწავლების პირობებში სწავლის გადასახადის შემცირებაზე უარის თქმის მიზეზებს, რაზედაც სახელმწიფის პასუხისმგებლობა მთლიანად გადატანილი იქნა საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის მიმართ და აღინიშნა, რომ სამინისტრო ვერ ჩაერეოდა საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომიაში, ვინაიდან სწავლის საფასურის განსაზღვრა უნივერსიტეტების დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა. სწორედ საგანმანატლებლო დაწესებულებების ავტონომიაში ჩარევაზე უარის თქმის შედეგად, 2020-2022 წლებში, არანაკლებ 50,000 და მინიმუმ 17,000 სტუდენტს წაერთვა განათლების მიღების კონსტიტუციური უფლება.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, უმაღლესი განათლების ხელმისწავდომობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოვიდა ინიციატივით და სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემის ინსტიტუციური წესით გადაწყვეტის ერთ-ერთ მიმართულებად საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგება დაასახელა. კერძოდ, ორგანიზაცია მიუთითებდა, რომ საჭირო იქნებოდა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანა, რომლის მიხედვითაც აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები, რომელთა შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში, არ აღემატებოდა - 6000 ლარს, საშემოსავლო გადასახადით არ დაბეგრილიყვნენ. ინიციატივა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განსხვავებული პოზიციის გამო, საქართველოს პარლამენტში მსვლელობა არ მისცემია, თუმცა საკანონმდებლო წინადადებამ განათლების კომიტეტის მხარდაჭერა მიიღო. ამასთან, ორგანიზაციის მტკიცე პოზიცია იყო კოვიდპანდემიის დროს დისტანციური სწავლების პირობებში სტუდენტებისთის სწავლის გადასახადის შემცირება ან გადავადება, რაც სახელმწიფოს მხრიდან არ ყოფილა გაზიარებული. პირიქით, დაიწყო საუბარი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის საფასურის გაზრდასთან დაკავშირებით.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აქვეყნებს იმ უმაღლესს და პროფესიულ 10 სასწავლებელს, სადაც 2022 წლის აპრილის მდგომარეობით, ყველაზე მეტი სტატსუსშეჩერებული სტუდენტია:
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
237 |
|
206 |
|
192 |
|
186 |
|
149 |
|
136 |
|
88 |
|
75 |
|
70 |
|
72 |
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ აუცილებელია გადაიხედოს სახელმწიფო პოლიტიკა განათლების სფეროში, რათა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემამ განიცადოს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება და ჰარმონიზაცია. საერთაშორისო ორგანიზაცია „WorldAtlas“-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველო 25 ყველაზე ცუდი განათლების სისტემის მქონე ქვეყანათა რეიტინგში 25-ე ადგილს იკავებს. „WorldAtlas“-ის რეკომენდაციის მიხედვით, აუცილებელია განათლების სისტემისადმი მიმართული თანხების და ბიუჯეტის გაზრდა. იგივე დასკვნები გააჩნია საქართველოს მიმართ „OECD“-ის მიმოხილვებსა და შეფასებებს, რომელიც საქართველოში განათლების ინდექსს ეხება, ვკითხულობთ, რომ საქართველოს მიერ განათლებისთვის გამოყოფილი ხარჯები საერთაშორისო საორიენტაციო ხარჯებთან შედარებით გაცილებით დაბალია.
და ბოლოს, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ყურადღებით შეისწავლა საქართველოს უკრაინასთან მიმართებით გატარებული ღონისძიებების მნიშვნელობა. ორგანიზაცია დადებითად აფასებს სახელმწიფოს მიერ იმ სწრაფი მოქმედებების შედეგებს, რომელმაც უზრუნველყო უკრაინელი იძულებით ადგილნაცვალი პირების საქართველოს განათლების სისტემაში მიღება. კერძოდ, დგინდება, რომ უკრაინელი მოსწავლეების საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვასთან დაკავშირებით მოქმედ კანონმდებლობაში შევიდა ცვლილება. კერძოდ, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების პროცვედურა არ შეეხება უკრაინიდან საომარი მოქმედებების გამო წამოსულ მოსწავლეებს და მათი ჩარიცხვა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გამარტივებული წესით განხორციელდება იმ კლასებში, რომლებიც ისინი სწავლობდნენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით. ენობრივი ბარიერისა და ინტეგრაციიდან გამომდინარე, სკოლებმა დაიწყეს მოდიფიცირებული სასწავლო გეგმის შემუშავება. უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებს აქვთ უფლება სხვადასხვა ენაზე გააგრძელონ სწავლა. სსიპ ქალაქ თბილისის მიხეილ გრუშევსკის სახელობის #41 საჯარო სკოლას დაემატა უკრაინული სექტორი, სადაც სწავლა ხორციელდება დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე. ამოქმედდა „უკრაინულ ენაზე ზოგადი განათლების მიღების ხელმისწავდომობის ქვეპროგრამა“. დაწყებითი საფეხურის მოსაწვლეებს გადაეცათ ბუკები. სამინისტროსა და მობილურ ოპერატორებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, უკრაინელი მოსწავლეები სარგებლობენ მობილური ინტერნეტ პაკეტის შეღავათიანი პირობით. უკრაინელი მოსწავლეების დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ისევე, როგორც უკრაინელ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მოიპოვონ სწავლის უფლება ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე.