ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავარ პროკურატურაში ცვლილებებს ეხმაურება და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ახალი პრემიერ–მინისტრის მიერ დანიშნული ახალი მთავარი პროკურორი გააგრძელებს სისტემის რეფორმირებას, მეორე მხრივ კი ეფექტური გადაწყვეტილებებით, ხელს შეუწყობს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესს.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“, 2013 წლის 14 სექტემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და განხორციელებული საქმიანობის სტატისტიკა მოითხოვა. ორგანიზაციის ინტერესს წარმოადგენდა შემდეგი საკითხები:
- საქართველოს რამდენი მოქალაქის განცხადება იქნა დარეგისტრირებული საქართელოს მთავარ პროკურატურაში 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით?
- საქართველოს რამდენი მოქალაქის განცხადება იყო დარეგისტრირებული საქართელოს მთავარ პროკურატურაში 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით?
- უცხო ქვეყნის (რომელი ქვეყნის) რამდენი მოქალაქის განცხადება იქნა დარეგისტრირებული საქართელოს მთავარ პროკურატურაში 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით?
- უცხო ქვეყნის (რომელი ქვეყნის) რამდენი მოქალაქის განცხადება იქნა დარეგისტრირებული საქართელოს მთავარ პროკურატურაში 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით?
- საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით შემოსული რამდენი განცხადება განიხილა?
- საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით შემოსული და განიხილული რამდენი განცხადება დააკმაყოფილა?
- საქართველოს მთავარ პროკურატურაში, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით შემოსული რამდენი განცხადებაა განხილვის პროცესში?
- საქართველოს მთავარ პროკურატურაში, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით, რამდენი პროკურორს შეუწყდა უფლებამოსილება?
- საქართველოს მთავარ პროკურატურაში, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით, რამდენი ახალი პროკურორი დაინიშნა?
- საქართველოს მთავარ პროკურატურაში, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით შემოსული განცხადებების გეოგრაფიული მაჩვენებლის შესახებ?
„ახალგაზრდა ადვოკატებს“, 2013 წლის 1 ოქტომბერს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დასმულ საკითხებზე შემდეგი სახის საჯარო ინფორმაცია მიაწოდა:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმისწარმოების სამმართველოს ელექტრონული პროგრამის მონაცემების თანახმად, საქართველოს მთავარ პროკურატურაში 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით, დარეგისტრირებულია 48662 წერილი, ხოლო 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით - 20739 წერილი. ასევე გაცნობებთ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით, პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილია 92 მუშაკი, მათ შორის: 58 პროკურორი, 6 გამომძიებელი და 28 სხვა მუშაკი. მითითებულ პერიოდში დაინიშნა 322 მუშაკი, მათ შორის: 151 პროკურორი, 49 გამომძიებელი, 49 სტაჟიორი და 73 სხვა მუშაკი.
საქართველოს პროკურატურამ, პროგრამული ხარვეზის გამო, ორგანიზაციის მოთხოვნას, უცხო ქვეყნის რამდენი მოქალაქის განცხადება იქნა დარეგისტრირებული პროკურატურაში 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით და როგორია სტატისტიკა 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით შემოსული განცხადებების გეოგრაფიული მაჩვენებლის შესახებ, უარით უპასუხა.